ცოტ-ცოტა ჩემგანაც მეგრული ტურის ფოტოები...

და მცირე ისტორიები...
ე.ი., როგორც ნიკუშამ გვიამბო, ჯერ კიდევ სიბნელეში და მიკროავტობუსში ჩატენილ-ჩაპრესილნი მივედით ციხეგოჯთან. უკუნი სიბნელე იყო, წვიმა და ტალახი... გადმოვბარგდით და იქვე ეკლესიის სამრეკლოს ნაშთი იყო მგონი, მას შევეფარეთ.. ველოდით გათენებას. ზოგმა ტკბილადაც დაიძინია, იყო ბევრი ფოტოს გადაღება, წუწუნი - ნუ მანათებ, თვალები მეტკინა და მეძინება! იყო მელოდიური სუნთქვაც... ცუგაც მოვიდა, რომელიც მომდევნო ორი დღის მანძილზე აღარ მოგვშორებია გვერდიდან...
ჯერ კიდევ კარგად არ იყო გათენებული, წამოვიშალეთ და გარემოს თვალიერებას შევუდექით. პატაპუტინამაც მაშინვე დაიწყო ფოტოების გადაღება.
გადავწყვიტეთ, ბარემ გვესაუზმა იქვე და შემდეგ მოგვეფიქრებინა, როგორ განვაგრძობდით ლაშქრობას... წვიმის გადაღებას პირი არ უჩანდა. იქვე, სადაც გათენებას ველოდით, გაიშალა სუფრა და შეუდგა ხალხი საუზმობას. ამას მესამე პირში რატომ ვწერ, ახლავე მოგახსენდებთ - მე და ახალშემოკარვებული ქეთი გვერდით, ციხეგოჯის ტერიტორიაზე რომ სახლია, მის პატრონს მივადექით. მას მთელი მეურნეობა აქვს, მართლაც, გამართული, როგორც გიო-ჰორუსი წერდა. რა ვიცი, ეგება შემორჩენილი ციხე-ქალაქის მცველიცაა...

ჰოდა, მას მივადექით, საჭირო ალაგს ვეძებდით

მიგვასწავლა, გალავანს გასცდებით თუ არა, მშვენიერი დიდი ცარიელი სახლიაო, არც ღია ცის ქვეშ იქნებითო და ყველასაც დაგიტევთო... სასწრაფოდ გავემართეთ იქით. ჰოი, საოცრებავ - ზღარბუნია და ინტელიგენტი უკვე იქ დაგვხვდნენ და ბუხარში ცეცხლის გაჩაღებას ლამობდნენ. დანარჩენებსაც შევატყობინეთ მე და ქეთიმ - იქ უკვე გაჩაღებული საუზმობა გაემართათ. არც დაგვიჯერეს, რომ ბუხრიანი მშვენიერი ოდა-სახლი ჩვენს განკარგულებაში იქნებოდა. ნინი_85 ასევე ჩვენთან იყო და უკვე თბილად ვისაუზმეთ ბუხრის პირას:

მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ და სიხარულის ამოძახილებით შემოდიოდნენ, ბუხარს რომ ხედავდნენ

Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir