Page 13 of 15

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 13:10
by Nika
caucasica wrote:ღმერთმა დაზარდოთ!!!
ის ლევანიიც არდოტელია 4 წლის წინ რომ გავიცანი 15 წლის ყმაწვილი იყო, მერე ჯარში წავიდა და მშვენიერი ვაჟკაცი დადგა 2 წელია აღარ მინახავს და მაგიტომ გკითხე ისიც ქერაა და კალმახების დაჭერის ჯადოქარი
:)
უი მგონი ლევანი ვნახე მე წელს მუცოში. ზევით რომ ავდიოდით მთის კალთიდან გადმოეშვა და იქ არ ახვიდეთო არ შეიძლებაო (არა და შარშან ვიყავი ასული მე კი არა და თუ გახსოვთ გვალვაც იყო და კიდე უამრავი უცხო ხალხი). მერე გავესაუბრეთ და ლევანი ვარო არდოტელიო. სამწუხაროდ ფოტოები არ გადავუღე :(

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 13:14
by uma
paata_
popins


მაშაყირებთ ხო :( :( :(

:wink:

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 13:15
by paata_
uma

გელა ძმაა :lol: :lol: :lol: :lol:

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 13:20
by uma
paata_


იასნო :oops:

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 13:43
by meore monadire
paata_

საღოლ

კლდის კაჟი ხარ!

სულ ამაცხრუა ამის მნახავს!

ახლა ხელახლა გადავათვალიერებ და ...

მოვგონთდები ანაბრი ...

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 14:38
by gobe
paata_,
გაიხარე! ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნების მონიჭებისათვის, რომელიც ამ 13 გვერდის დათვალიერებისას მივიღე.

ერთხელაც შევიკრიბოთ რა და გავიცნოთ ერთმანეთი.

დიდი მადლობა!

ბევრი გევლოს აღმა-დაღმა :)

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 14:53
by paata_
ბ-ნ gobe

მეც ძალიან მინდა თქვენი გაცნობა

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 09 აგვ 2007, 17:21
by Ninukala
paata_
ეს ბულკებზე და კაკაოზე გაზრდილი კაცი სად წასულხარ :lol: :lol: :lol:


ძაან დიდი მადლობა... არაჩვეულებრივი სურათებია..... კიდევ ერთხელ გეტყვი ბედნიერი კაცი ხარ!!!!!

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 10 აგვ 2007, 18:58
by guruli
paata_ - ძალიან დიდი მადლობა ფოტო-რეპორტაჟისთვის. მაგარი სურათებია, მაგრამ ამჯერად ხედებზე მეტად იქაურთა ყოფითმა სურათებმა მომხიბლა. როგორრაც მეცოდება ეგ ყველასა და ყველაფრისგან მიტოვებული ხალხი. ჩემთვის ისიც ნაცნობია, რატომ და როგორ უხარიათ სტუმარი. განსაკუთრებით შორენა ზვიადაურის ოჯახის სურათებმა დამაინტერესა.
მესამე გვერდზე, მეხუთე სურათი სადაცაა გადაღებული - აბანოს უღელტეხილზე გადასვლისთანავე, მაგ ადგილს საცივი ეწოდება, რადგან ცივი ადგილია. ჩვენც რომ ამოვდიოდით, ისეთი სიცივე იყო... :lol:
და მთის კარტოფილი მართლაც გამორჩეულად გემრიელია - ეგეც გამისინჯია.
ჰოდა, კავკასიკას ნათქვამს რაც შეეხება, ხევსურების არ იყოს, კარავი თუშებშიც ძაან პოპულარულია. ახმეტის ახლანდელი გამგებელი არ ვიცი, მაგრამ ძველი კი ინტენსიურად კითხულობს. ახლაც მომთხოვს ჩვენს სურათებს და ისევ აქ მომიწევს გადმომისამართება. :lol: :lol: გოგოთიძეც ათვალიერებს ფორუმს - ამას წინათ მაკენეს ფოტორეპორტაჟზე გაუვრცელებია იქაურებში ამბები. სხვებიც ვიცი ჩვენი საიტის დამფასებლები.

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 11 აგვ 2007, 19:19
by guruli
paata_
ქაჩუს ციხე
არ ნებდება ქაჩუს ციხე,
ლომს ჭანგები მოუცვდება,
მტერმა შიგ ვერ შეაღწია,
მოთმინება გაუწყდება.
დაუმიზნებს კაკალ გულში,
ღვთის განგებით - დაუცდება.
ციხეს წყალი დავუწყვიტოთ,
არც საკვები გაუწვდება...
მატყლით წრუპავს არღუნის წყალს,
როცა წყალი დაუწყდება.
არ ნებდება ქაჩუს ციხე!
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ესაა ანა კალანდაძის ლექსი - "არ ნებდება ქაჩუს ციხე". გადმოცემით, თურმე როცა ციხეში წყალი შემოაკლდებოდათ, არღუნში მატყლით დაგრეხილ თოკს ჩაუშვებდნენ და წყურვილის მოსაკლავად იმის ბოლოს წუწნიდნენ.
##########################################################
ეჰ, ამ ლამის გათუშებულ კაცს ხევსურეთის, ზოგადად მთის ნოსტალგიაც მომეძალა და აჰა, კიდევ ერთი ლექსი ხევსურეთზე, თუმცა იქნებ ეს არხოტის თემას უფრო მოუხდებოდა.
ქმოსტის წისქვილთან შემოგვხვდა ქორძო
და ხევსურული გვითხრა სალამი,
არხოტის მთიდან ბარისახოსკენ
მიისწრაფოდა იმისი წითლა.
ეშმა თუ ჩავა ახლა ქვეთაგორს,
ანდა, პირიქით - არხოტს გადავა.
გზაზე... უშიშრად ვიდოდა ქორძო,
ცხენს... მიშვებული ჰქონდა სადავე.
P.S. ესეც ანას ლექსია, ჩემი არ გეგონოთ. :wink: :wink:

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 11 აგვ 2007, 22:18
by zura N.
"ქაჩუს ციხე". გადმოცემით, თურმე როცა ციხეში წყალი შემოაკლდებოდათ, არღუნში მატყლით დაგრეხილ თოკს ჩაუშვებდნენ და წყურვილის მოსაკლავად იმის ბოლოს წუწნიდნენ.
მოკლე ისტორია ქაჩუს ციხეზე და მის სახელზე, მიხეილ ჭინჭარაულის მიხედვით... :wink:


... მეორე ძეგლი რომელიც შატილზე ძველია არის ქაჩუს იგივე თხორუს ციხე.
შატილივნებს ხანდახან ქაჩუვლებსაც ეძახდნენ. მისი მეორე სახელი - თხორუ დაკავშირებულია საინტერესო ისტორიასთან:

"ერთხელ ქაჩუს მტრის დიდი ჯარი შემოესია. ქაჩუვლები მედგრად დაუხვდნენ
მომხდურებს და მათ ციხის აღების საშუალება არ მისცეს. მაშინ მტერმა
მოძებნა წყარო, საიდანაც ციხეში მყოფთ წყალი ჰქონდათ გაყვანილი და ეს
არხი გადაკეტეს. ქაჩუვლებმა ამ რთული სიტუაციიდან საინტერესო გამოსავალი მოძებნეს - აიღეს თხორი (შალის ძაფის დიდი გორგალი) და ჩაუშვეს არღუნში, შემდეგ ამ თხორს წურავდნენ და სასმელად საკმარის წყალს ღებულობდნენ. ამიტომაც ეწოდა მეორე სახელიც - თხორუს ციხე."

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 16 აგვ 2007, 22:33
by paata_
გზად გუდანში გავიარეთ, ერთი კერძო სასტუმრო მოვინახულეთ. მშვენიერი დიასახლისი - ძილა ჭინჭარაული თურმე ჩემი ჯგუფის წევრების მეგობარი ყოფილა და ეს სასტუმრო "იდეა, ფული და ერთი შანსის" მეშვეობით დაუარსებია. ძალიან კაი სასტუმროა. ქართველებისთვის 30 ლარი ღირს სამჯერადი კვებით. ყველანაირი კომფორტია შექმნილი

მაგრამ უფრო იაფადაც ვაქირავებთო. ცხენების ქირაობაც შეიძლება, გამყოლისასც, და ყველანაირი ლაშქრობის აღჭურვილობის.

მოკლედ ძალიან კაი რამეა


მაპინძელმა არ გამოგვიშვა და კაი ხევსურული ხინკლითაც გავიმასპინძლდა.
ხევსურულ ფორმაში რომ ფოტოები დავდე, ამ სასტუმროს საგამოფენო დარბაზიდან ვითხოვეთ ყველაფერი

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 16 აგვ 2007, 22:35
by paata_
Image

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 16 აგვ 2007, 22:35
by paata_
Image

თუშეთიდან ხევსურეთში - 30.07 - 06.08

Posted: 16 აგვ 2007, 22:36
by paata_
Image