paata_
ქაჩუს ციხე
არ ნებდება ქაჩუს ციხე,
ლომს ჭანგები მოუცვდება,
მტერმა შიგ ვერ შეაღწია,
მოთმინება გაუწყდება.
დაუმიზნებს კაკალ გულში,
ღვთის განგებით - დაუცდება.
ციხეს წყალი დავუწყვიტოთ,
არც საკვები გაუწვდება...
მატყლით წრუპავს არღუნის წყალს,
როცა წყალი დაუწყდება.
არ ნებდება ქაჩუს ციხე!
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ესაა ანა კალანდაძის ლექსი - "არ ნებდება ქაჩუს ციხე". გადმოცემით, თურმე როცა ციხეში წყალი შემოაკლდებოდათ, არღუნში მატყლით დაგრეხილ თოკს ჩაუშვებდნენ და წყურვილის მოსაკლავად იმის ბოლოს წუწნიდნენ.
##########################################################
ეჰ, ამ ლამის გათუშებულ კაცს ხევსურეთის, ზოგადად მთის ნოსტალგიაც მომეძალა და აჰა, კიდევ ერთი ლექსი ხევსურეთზე, თუმცა იქნებ ეს არხოტის თემას უფრო მოუხდებოდა.
ქმოსტის წისქვილთან შემოგვხვდა ქორძო
და ხევსურული გვითხრა სალამი,
არხოტის მთიდან ბარისახოსკენ
მიისწრაფოდა იმისი წითლა.
ეშმა თუ ჩავა ახლა ქვეთაგორს,
ანდა, პირიქით - არხოტს გადავა.
გზაზე... უშიშრად ვიდოდა ქორძო,
ცხენს... მიშვებული ჰქონდა სადავე.
P.S. ესეც ანას ლექსია, ჩემი არ გეგონოთ.
