ეს ლაშქრობა კიდევ იმით იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ დამანახა, როდესაც გვერდით გყავს ძვირფასი ადამიანი, მისით და მისთვის - შეუძლებელს გააკეთებ!
არასდროს არ გავმხდარვარ ლაშქრობაში ცუდად და მაინცდამაინც ამ გასვლაში დამეტაკა ხორველა.
შაბათს დილიდან კარგად ვიყავი, თავისუფლად ავიღე პირველი სიმაღლეები.
მეორესაც მოვერიე, მაგრამ საჭმელად რომ დავსხედით, მივხვდი რომ ჩემს მუცელში ცუდი რაღაც ხდებოდა.
არ ვიცი, რა ვჭამე, რამ მომწამლა... მოკლედ, მთელი დღის ნაჭამი არ შემერგო და ფაქტიურად დილიდან უჭმელი აღმოვჩნდი.
ალბათ ამის ბრალიც იყო, თავბრუ მეხვეოდა და თვალები მიბნელდებოდა.
ძალიან შემეშინდა, მეგონა მეც ნიმფას ბედის გაზიარება მომიწევდა.
დოქტორ-აკო მოვიკითხე, იქნებ რამე წამალი ჰქონდეს-თქო და უკვე შორს ყოფილა წასული, მოწინავე ჯგუფთან ერთად (აი თუნდაც ამიტომ უნდა ვყოფილიყავით ერთად, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავი).
მაშინ ვინანე, რატომ არ გავედი და
ნაიას აფთიაქი არ გამოვართვი-თქო. მაგრამ სამსახურში ისეთი სიტუაცია მქონდა, რომ ისედაც 4-ზე გავეთავისუფლე, მანამდე ვერ გამოვაღწევდი.
ვეღარ მივდიოდი, ყოველ 3-5 მეტრში ვჩერდებოდი.
აი აქ იყოჩაღა
ზღარბმა. ეგ რომ არა, მართლა ჩავბრუნდებოდი ჯუთისკენ, რაც ყველაზე საშინელი იქნებოდა ჩემთვის. ჯერ ერთი, ამ გასვლის ბოლომდე მიყვანა ”პრესტიჟის ამბავიც” იყო, ორი წლის წინანდელი მარცხის შემდეგ. მეორე ის, რომ ზღარბი მარტოს არ გამიშვებდა და მასაც მოუწევდა ლაშქრობის იძულებით შეწყვეტა.
გვერდიდან არ მომშორდა, ერთად მივჩანჩალებდით ყველაზე ბოლოს (არადა გოგოებიდან პირველმა დაიპყრო პირველი სიმაღლეები

).
მამხნევებდა, მელაპარაკებოდა, გულს მიმაგრებდა

. მეც მაქსიმუმს ვცდილობდი. მართალია, მაინც ყოველ 5 მეტრში ვჩერდებოდი, მაგრამ ლაშქრობის შეწყვეტაზე აღარ მიფიქრია

.
ასე ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილური სიჩქარით ავიარეთ ბოლო სიმაღლეები და უღელტეხილს მივადექით.
იქ
წივწივამ ლიმონი გამოაძვრინა საიდანღაც და მომცა - მოწუწნე, ცოტა აზრზე მოგიყვანსო. სამწუხაროდ, ლიმონმა ვერ მიშველა.
ანანომ მასწავლა კიდევ, ცხვირით შეისუნთქე და პირით გამოუშვი ჰაერიო და ეს მშველოდა ცოტა.
უღელტეხილზე ასვლა ძველი გზით გადავწყვიტე. ორი წლის წინ სწორედ აქედან ავედით, მაგრამ მაშინ საით უნდა გადავსულიყავით არ ვიცოდით და სულ სხვა მხარეს გადავედით.
აქ განსაკუთრებით გამიჭირდა, ამჯერად ყოველ 2 მეტრში ვისვენებდი. ზღარბიც მოთმინებით მელოდა და მამხნევებდა.
უღელტეხილს რომ ავაღწიე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, აი
უბედნიერესი!
საღამოსკენ უფრო ცუდად გავხდი, სისუსტემ, მთელი დღე ფეხის სისველემ და წვიმამ თავისი ქნა და სიცხე მომცა. კანკალმა ამიტანა და
მაო-კაპპას რომ არ შევეფარებინე, ანთება არ ამცდებოდა (მადლობა
შალვას 
).
შემდეგ
ლალიმ წამლები დამალევინა... უი, მანამდე დოქტორ-აკომაც მომცა რაღაც აბები, როცა წამოვეწიეთ... დიდი მადლობა ორივეს

.
ღამე კიდევ მაღებინა

, კვირა დილასაც ძალიან ცოტა ვჭამე, რომ დასუსტებულ და გაღიზიანებულ ორგანიზმს კიდე რამე არ სწყენოდა.
მერე კი რა ვიცი, დაღმართზე აღარ მიჭირდა და თავისუფლად ჩამოვაღწიე როშკის გადასახვევამდე

.
ჰოდა ეს ყველაფერი რატომ მოვაყოლე.
მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მაგარი ნასიამოვნები ვარ ამ ლაშქრობით.
ეს ყველაფერი, რაც გადავიტანეთ, ძალიან კარგი
გაკვეთილია ყველასთვის.
წავედი ახლა და დავიძინე...
P.S. ფოტოებზე ბოდიში, ჯერ მეც არ მინახავს (არ გჯერათ? ნუ გჯერათ)