არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 02:27

სასტუმროში დავბინავდით, წავიხემსეთ და დავიძარით ხორნაბუჯისკენ. მანქანები მოშორებით დავტოვეთ (ეს დაიმახსოვრეთ!) და ფეხით დავადექით ხორნაბუჯის ციხისკენ მიმავალ გზას

Image

ნატალიკო და მთაშენკა
Image
Last edited by Naia on 17 იან 2009, 02:42, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 02:38

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით ხორნაბუჯის ციხეს Image

ციხის უკან ალაზნის ველი და დათოვლილი კავკასიონის ხედი იშლებოდა
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 02:46

ამ მშვენიერმა სანახაობამ ყველა დაგვატყვევა

გაოგნებული ვანსკი :)

Image

და გაოგნებული ლომი :)

Image

სხვებსაც დაახლოებით იგივე გამომეტყველება ჰქონდათ, მაგრამ მათი ფოტოები სამწუხაროდ, არ მაქვს

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 03:05

დავიწყეთ ციხეზე ასვლა.

Image

Image

მთა მყვარებიაო სულ ამას იძახის და... რა ვიცი, რა ვიცი :)
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 03:15

ციხის ნანგრევები

Image

Image

Image

გამოგიტყდებით, რომ ამ ლამაზ ქვას გოგა უღებდა ფოტოს, მეც მომეწონა და გადავიღე :)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 03:16

უკან რომ ვბრუნდებოდით, ენით აუწერელი სილამაზის მზის ჩასვლა ვიხილეთ. კავკასიონის თოვლიანი მთები ჯერ გავარდისფერდა და შემდეგ წითლად აელვარდა. მანქანებამდე დავბრუნდით და შემდეგ მანქანებით უკან დავეშვით ხორნაბუჯის გზაზე. ჩასვლა ჩემი ზურმუხტასთვის ადვილი იყო, აი ამოსვლაზე ცოტა ვიწვალეთ.

სასტუმროში საღამოს სასიამოვნოდ დაღლილები დავბრუნდით. შინ დაგვხვდა: გაშლილი სუფრა, მოგიზგიზე ბუხარი და ღიმილიანი და ხელგაშლილი დიასახლისი:)

Image

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 10:34

სანამ დავსხდებოდით, ტომამ დაგვირეკა და მოგვიკითხა

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 10:57

ცოტა ხანში ჩვენი მეგობარი და მეგზური თემოც შემოგვიერთდა, მწვადი შევწვით და საფერავი დავლიეთ. ვახშმის შემდეგ ყველამ გამონახა თავშესაქცევი საქმე: გოგა და ვანსკი ნარდის თამაშში გაეჯიბრნენ ერთმანეთს, ლომმა თავისი ნიჭის დემონსტრირება გადაწყვიტა და მთელი ღამე პიანინოს ვერ მოვაცილეთ :) მე ტრულის ლამაზად ცეკვის გაკვეთილები ჩავუტარე, მაგრამ ტრულიმ ეგრე არ უნდაო და იქით ჩაგვიტარა გაკვეთილი (ოღონდ არ ვიცი, რისი:) ), მერე კეშისთვის წაღებული ლეპტოპი გავშალე და ბუხრის წინ მუშაობას შევუდექი :)

მეორე დილით მანამ არ ავდექი, სანამ დერეფნიდან ტრადიციული 'ადექიიიით, ადექიიიით' არ გავიგე:) ცოტა ხანში დონი, მიშა მინუსი და მათი მეგობარი მამუკა ჩამოვიდნენ, ვისაუზმეთ, თემოს შევხვდით და დავადექით არწივის ხეობისკენ მიმავალ გზას

მალე არწივის ხეობა გამოჩნდა. ერთ-ერთი ვარაუდით, ხეობას ეს სახელი სწორედ ამ კლდის გამო დაერქვა. შორიდან ხალხი მას გვერდზე თავმიბრუნებულ არწივს ამგვანებდა. გვერდით მყოფ მთებს კი (ამ ფოტოზე არ ჩანს) მის გაშლილ ფრთებს. მეორე ვარიანტის მიხედვით, ხეობაში მრავლად არიან ორბები. ხალხს ორბი არწივში ეშლებოდა და ამიტომ დაარქვა აქაურობას 'არწივის ხეობა'.

Image

Image

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 11:10

ხეობას ზემოდან მოვექეცით

Image

ვნახეთ ქვაზე აღბეჭდილი, უძველესი ზღვის არსებები

Image

გადავხედეთ ხეობას (ამ ფოტოზე კარგად არ ჩანს სივრცე და ხეობის სიმაღლე)

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 11:39

კავკასიონის ფონზე გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ისევ ქვემოთ დავეშვით

Image

Image

გოგა, მთაშენკა, თემო და მე
Image

ვანსკი
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 12:02

ნატალიკო-ნატალიკო
Image

თემო
Image

დონ
Image

მიშა მინუსი
Image

ტრული
Image

ისევ მთაშენკა და მის უკან თემო
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 12:20

დავიწყეთ დაშვება ხეობისკენ

Image

ხეობაში ჩასასვლელი
Image

ხეობაში ძალიან ნელა და ფრთხილად ჩავდიოდით. თემოს გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. თოვლში ბილიკი საერთოდ არ ჩანდა, ზოგან ბილიკი ისეთი ციცაბო იყო, რომ გზას ვუვლიდით და ისე ჩავდიოდით

მივადექით პირველ მინი-ჩანჩქერს

Image

Image

ვანსკიმ იმ დღეს იმდენი იპოზიორა, რომ ფოტომოდელსაც კი შეშურდებოდა :)

Image
Last edited by Naia on 17 იან 2009, 12:31, edited 1 time in total.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Naia » 17 იან 2009, 12:26

Image

Image

სამწუხაროდ, ხეობაში ისე ვიყავი დაკავებული თოვლში აფოფხება-ჩამოფოფხებით, რომ ფოტოების გადასაღებად არ მეცალა. იმედია სხვებიც დადებენ ფოტოებს და თემას უფრო გაამდიდრებენ ლამაზი ხედებით :)

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Don » 17 იან 2009, 16:57

რამადენიმე სურათს აქაც დავდებ :):):)

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
არწივის ხეობა-ხორნაბუჯი 2009ის 10-11 აპნისს (იანვარს)

Post by Don » 17 იან 2009, 17:07

Image

Image
Last edited by Don on 17 იან 2009, 17:11, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]