Page 11 of 12
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:13
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:13
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:14
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:14
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:15
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:15
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 23 სექ 2011, 13:16
by Maiko-adventurous
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 25 სექ 2011, 22:53
by guruli
ძალიან მაგარი გასვლა გქონიათ - შემშურდა. შემოდგომა მთაში ულამაზესია.
თემის ავტორს და ალექსას - მართლაც ყოჩაღ ორივეს.
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 17 თებ 2012, 00:05
by mariamooo
ვახ, რა კარგი რამე იყო ............
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 17 თებ 2012, 10:30
by avtokh
ეს თემა ბოლომდე არ მქონია ნანახი და რა მაგარ ფოტოები გადაუღია მაიკოს. ფაქტიურად ვირტუალურად ვიმოგზაურე ახლა რაჩას
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 17 თებ 2012, 11:15
by QAQUCA
ფშაველო რა ყოჩაღი ხარ რა!
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 05 ივლ 2012, 17:31
by Ketevan Guliashvili
პროლოგი
ადამიანი როგორც წესი, მაშინაა გახარებული და გნებავთ ბედნიერი, როდესაც რამე ღირებულს შეიძენს – სახლი იქნება ეს თუ წიგნი. ჩემი აზრით, აღმატებულია ისეთი შენაძენი რომელსაც “ქურდი დრო” ვერ მოიპარავს. ხოლო რას ვერ მოიპარავს? .... ამაზე მერე....
ადამიანში სიხარული მით მეტია რაც მეტი შრომა გასწია მის მოსაპოვებლად. სწორედ განსაკუთრებული სირთულის დაძლევა ჰგვრის ადამიანს სიამაყის გრძნობას.
შემძენს, როგორც წესი, ვულოცავთ ხოლმე.
ზოგიერთი ლაშქრობა ასევე მილოცვას იმსახურებს – 3000 მეტრი სიმაღლის გადალახვის; ციცაბოზე აბობღების; ზემოდან ჩამოგორებული ქვის არ შეშინების; გრძელი გზით გათანგვის, სისველითა და სიცივით დაღლის ატანის... საკუთარ ეგოსთან, ყურადღებისმოყვარეობასთან, შიშთან შერკინების გამო.
მზადება
ყველა ლაშქრობა იდეით, სურვილით იწყება. აქაც ასე იყო. თუმცა ყველაფერი ალბათ ბევრად ადრე ამ ლაშქრობის ორგანიზატორის – ალექს ქსოვრელის თუშეთში მოგზაურობით დაიწყო. ამ ლაშქრობამ და მისმა აღწერილობამ ტობავარჩხილზე წასვლა გამაბედინა, ახლა კი რაჭის ჯერი დგებოდა.
მარშრუტი შედგა: შოვი– კატიწვერა– უძირო ტბა – შოდა – შქმერი – მრავალძალი. გასვლამ „კარავის“ სამომავლო გეგმებში დაიდო ბინა. მსურველი მეტი იყო მაგრამ ხუთნი წავედით.
საკვების შესახებ ბევრი ვიფიქრე. ინტერნეტ სტატიები წავიკითხე და მენიუ შევადგინე. მერე გავიხსენე რა მარტივად ვიკვებებოდი ტობაზე, ასე ჩაიდო ჩანთაში: წიწიბურა (600 გრ.) მიუსლი, (თვალის ზომით), თაფლი+ქიშმიში+ნიგოზი, შაქარი (ცოტა), ყავა, ხაჭაპური, პური და ხახვი.
გასვლის ორგანიზატორის მეთვალყურეობით მაიამ და მე ჩანთა შევიძინეთ.
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 05 ივლ 2012, 17:32
by Ketevan Guliashvili
დღე პირველი
ოკრიბაში 6:50 წთ–ზე ვიყავი. გამხდარი, ხმელი სახის შუა ხნის მამაკაცი შესასვლელთან იდგა, შოვში წაყვანა 15 ლარად შემომთავაზა. ადგილზე ნინო დამხვდა. იქვე თავს ქორივით დაგვესხა მეორე სამარშრუტოს მძღოლი და ჩვენი გადაბირება სცადა.... მას ბუბლიკების აბეზარი გამყიდველი მოყვა. მალე მარიმო გამოჩნდა.... მის დანახვაზე სამარშრუტოს მძღოლი და გამყიდველი კიდევ უფრო გააქტიურდნენ...
მოვიდა ალექსი, ბილეთები ვიყიდეთ და „პირველ“ სამარშრუტოში შევიბარგეთ. მერე მაია შემოგვიერთდა. სამარშრუტო 9ზე გადიოდა. ის ორი საათი მხიარულად გავატარეთ. ერთ სივრცეში მოხვედრილი 5 მოლაშქრე სხვა რაზე ილაპარაკებდა თუ არა გარდასულ დღეთა ლაშქრობებზე, რაჭაზე, აღჭურვილობაზე და კიდევ რაზე არ.
წვიმიანი ამინდის დროს ადამიანისათვის დაფიქრიანება და მზერის „შიგნით“ მიპყრობა – თვითჩაღრმავება უფრო დამახასიათებელია, მაგრამ ამ სამარშრუტოს მგზავრებს ეს არ ეხებოდა. მძღოლის გვერდით მჯდომი ორი ქალბატონის /რომელიც რაჭაში გასვენებაში მიემგზავრებოდნენ/, საუბრის ტემპი და ხალისი სამარშრუტში ყოველგვარ ხმაურს ჩრდილავდა. მძღოლი კი კარგად გაართეს, მაგრამ მაიას მათი ყველა სიტყვა ესმოდა და უკვე აწუხებდა.. ალექსი მყუდროდ იჯდა და მუსიკას ყურთსასმენით უსმენდა, უკან მარიამო და ნინი საუბრობდნენ, მე გზას ვუყურებდი. ცისარტყელა დავინახეთ კარგი ამინდის იმედად და ნიშნად.
შოვში 16:00 სთ.ზე ჩავედით. გზაშივე გადაწყდა იმ დღეს აქვე გავჩერებულიყავით. პირველი რაც სამარშრუტოდან ჩამოსულებმა გავაკეთეთ ტურბაზის დარაჯის – ნადირას – ტელ. ნომერი ჩავიწერეთ. უცნაური სახელის მქონე ეს ადამიანი ნორმალური კაცი გამოდგა. ტურბაზის ეზოში გაჩერების უფლება მოგვცა და ჩვენთვის ზედმეტადაც კი ნერვიულობდა (ტელეფონზე მისგან შემოსული ზარების ოდენობით თუ ვიმსჯელებთ).
ალექსი მთელი ლაშქრობის მანძილზე ძალიან ბევრ წვრილმანს ითვალისწინებდა და გვიიოლებდა (განა შეიძლება მისი მადლიერი არ იყო?!) . მაგ: საკმაოდ მძიმე 5 ადგილიანი კარავი წამოიღო ნაცვლად თავისი 2 ადგილიანისა, მეფურად გვეძინა. ბანაკი ონკანთან სიახლოვეს მშვიდ ადგილას გაგვაშლევინა. ზურჩანთები აგვიწონა. გაზქურა წამოიღო.
კარავი გავშალეთ და წამოჟინჟლა კიდეც, მშრალი შეშა თითქმის არ დარჩა, გვერდით მიტოვებულ შენობაში კი ძველი ფიცრები ელაგა. ჩვენს გაციებას მათი გამოყენება ჯობდა. ასეც მოვიქეცით. ეს შენობა – ზღაპრული სასახლე დაბრეცილი ფანჯრებითა და იდუმალი სიჩუმით – ცოტათი მაშინებდა. მაგრამ საქმეში გავუშინაურდი. ცეცხლი დაენთო, წვიმამ გადაიღო და ჩვენც ვისხედით, ვთბებოდით. იანო საუბარმა გაიტაცა, მაგრამ ძილი და მომავალი დღისათვის ენერგიის დაგროვება ჯობდა და დავიძინეთ. ნინი და მარიამო დიდხანს არ ცხრებოდნენ და კაცმა არ იცის რაზე ისე გადამდებად იცინოდნენ რომ მეც ავყევი.
ხვალ ადრიანად ვიღვიძებთ. მობილურები გამოვრთეთ.
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 05 ივლ 2012, 17:32
by Ketevan Guliashvili
დღე მეორე
დილის გამაღვიძებელი საუბრების შემდეგ კიდევ ბედნიერი 10 წუთი ვიწექი.
არ წვიმდა.
მინდორზე ენძელები მიმოიფანტა.
დილით ცეცხლი კვლავ დაეთო. კარვები მზეზე გამოშრა (ნინოსაში ცოტა წყალი ჩავიდა). კბილები ონკანთან გამოვიხეხეთ.
დილის მზის რბილი შუქი შორეულ დანისლულ მთას ასხივოსნებდა. ფერთა სიხასხასე კარგ გუნებაზე მაყენებდა.
ლაშქრობაში წასული ჯგუფი ერთ ოჯხად იქცევა. თანამოაზრესა და თანამებრძოლს შორის თანხმობა და სიყვარულია, ასევეა ერთი მიზნისაკენ მოსიარულე მოლაშქრეთა შორის, თუმცა „უთქმელობით“ ეს სიმშვიდეც შეიძლება დაირღვეს. ამაზე მერე....
ტურბაზიდან გამოვედით, „ნადირა„ გავაფრთხილეთ რომ მომდევნო დღეს დავბრუნდებოდით და სამარშრუტოთი საკაომდე ჩავიდოდით.
ფეხით ჩავუყევით ასფალტიან გზას და ხიდზე გადასვლის მერე 300 მეტრში ხელმარცხნივ ბილიკზე დავიწყეთ ასვლა. ტყე–ტყე ვიარეთ, წაქცეულ ნაძვებზე ბევრჯერ გადავბობღდით. ნახევრად ალპურ ზოლში სვენებ–სვენებით ავედით და ხედიც გადაიშალა. მთებს ზევიდან გადავყურებდით, ეს ვიწრო ზოლი მდინარეა, ესეც გზა. ის სახურავები ნეტავ ჭიორა ხომ არაა? ან იქნებ შოვია?
ბილიკს გავუდექით....
რაღაცის ნავალია....
ყვავილები....
მუსიკა მომენატრა და ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი წამეღიღინა. იმასაც კი დიდი ენერგია მიჰქონდა რომ გულში მემღერა გაუხმოვანებლად.
მდინარესთან ჩავუხვიეთ. მის გადასალახად კარგი რეზინის ფეხსაცმელი მქონდა და ხალისით გადავედი. ალექსმა ჩანთები გამოგვართვა და მეორე ნაპირზე გადაიტანა.
მერე აღმართი დაიწყო. ცეცხლის დასანთებად ნაცრისფერ, გამშრალ ფუტურო მცენარეს ვაგროვებდით. ალპურ ზოლში ცეცხლს რა უნლაო მაგრამ ზევით ოდესღაც ქოხი მდგარა, დაძველდა და შეშად ხმარობდნენ, ის გვეიმედებოდა.
ნელა გავუყევით.... უკვე ბნელდებოდა... ქოხი არ ჩანდა... და არც იყო... ან ბოლომდე შეშად დაშალეს, ან თოვლმა ჩაიტანა...
მაღალ, ფართე ფოთლიან მცენარეებს შორის დავბანაკდით... მთის მოცვი ვიპოვნეთ... წყალი მოვიტანეთ... გაზქურაზე ავადუღეთ... საკმაოდ ციოდა და კარავში 19:00 საათზე მოგვიწია შესვლა. ვიფიქრე დავიძინებდი... მომდევნო დღეს 5ზე ვდგებოდით და! მაგრამ არ გამოვიდა. დაღლილობისაგან თუ სიცივისაგან თუ იმის გამო რომ ადრე დავწექით მთელი ღამე მეღვიძებოდა. არადა სადღაც წამიკითხავს რომ ფიზიკური დაღლილობა კარგ და ღრმა ძილს უწყობს ხელს!
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11
Posted: 05 ივლ 2012, 17:32
by Ketevan Guliashvili
მესამე დღე
დილის 5საათზე მობილურის მაღვიძარამ დარეკა. არ მეძინა. ბნელოდა და ციოდა. ადგომა არ მინდოდა. გარეთ გასულების აღფრთოვანებულმა შეძახილებმაც ვერ იმოქმედა. არადა აშკარად რაღაც წარმოუდგენლად ლამაზი ნახეს. კარავის კედლები სველი იყო. ეს კიდევ უფრო ასუსტებდა წამოდგომის სურვილს. კალთა აიხსნა და ზღაპარი გადაიშალა. აბა წარმოიდგინეთ: შემაღლებულზე მდგარი კარავის პირდაპირ, სადღაც ძალიან შორს მთების ძირში ნისლი ჩაწოლილიყო, ამომავალი მზის რბილი შუქი მთას უკნიდან რამპასავით აშუქებდა. თითქოს სცენაზე ვიდექით და სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირები ვიყავით.
ამასობაში კიდევ ოდნავ განათდა იქაურობა. ნამუსიც კარგი საქონელია – გავიფიქრე, ადგომის დრო იყო. სველი და საკმაოდ დამძიმებული კარავი ჩავკეცეთ. ისე ნელა ვიქცეოდით ადგილიდან 8ზე დავიძარით.
გზის დასაწყისში, უღონობას ვგრძნობდი. ძალაგამოცლილი სვენებ–სვენებით მივიწევდი. ისედაც, აღმართზე სიარული ჩემი ძლიერი მხარე არაა. ჩამოვრჩი.
ზოგადად, მთაში ერთი დღით ცხოვრება და საქმეში ბოლომდე, უკანმოუხედავად დახარჯვა ადვილია, დიდად ვერაფერს დაგეგმავ. ამაშია ალბათ ადამიანური ბედნიერება.
გაცვია ის რაც გაცვია.
ჭამ იმას რასაც ჭამ.
დადიხარ მაშინ როცა დადიხარ.
აკეთებ იმას რასაც აკეთებ.
მთაში უდიდესია ის ვინც სხვას მსახურებს და უმცირესი ის ვისაც მსახურებენ.
არა იქ ამაზე არ ვფიქრობდი.ამას ახლა ვაანალიზებ. ადამიანური სისუსტეები, შეცდომათა ჩამონათვალი რომლებიც ლაშქრობისას თავს იჩენს მერე ახსენებს ადამიანს თავს და ანატრებინებს ასე არ მეთქვა ან არ მექნაო. მთა ჭკუას ასწავლის და გონს მოყავს ადამიანი. მაგრამ გასვლაში ხდებოდა ის რაც იქ ხდებოდა...
11 საათისაკენ ალექსის ბებიის გამომცხვარი შვრიის ნამცვრით წავიხემსეთ. უშაქრო იყო, გემრიელი და დამანაყრებელი, თან მსუბუქი!
წყაროს მივუყვებოდით, შემდეგ გზა გართულდა.
ალექსმა სწრაფი ნაბიჯით დაიწყო აღმართზე ასვლა და გაუჩინარდა, ცოტა ხანში მობრუნდა. ჩანთა გამომართვა და სიტყვებით – არ იფიქრო რომ მეცოდებიო... მოიკიდა და რამოდენიმე ათეული მეტრით აიტანა, დაბრუნდა და მაიასაც ჩამოხსნა ჩანთა. ისიც აიტანა გარკვეულ სიმაღლემდე. მერე იანომ ჩემი ჩანთა გამოართვა და ბოლომდე დამეხმარა.
ავედით, სადღაც პირველი საათი იქნებოდა. ტბამდე კიდევ გრძელი ქვიანი გზა იყო გასავლელი. ტბა დიდი ზომისა არ იყო. მის დანახვაზე სულ გადამავიწყდა ყველაფერი. შემოვირბინე, ფოტოს გადასაღებად ხან რომელ მაღლობზე ავძვერი, ხან რომელი ქვა თუ შემაღლემა ჩავსვი კადრში. სანამ გადაღებას მოვრჩი, ღრუბელი შეიყარა და წამოჟინჟლა. დანარჩენები სუფრას მიუსხდნენ და დიდი ხანია მეძახდნენ, შევუერთდი და წახემსება ვერ მოვასწარით რომ მკვრივი, სეტყვასავით მასსა წამოგვაყარა თავზე. გასაშრობად გამოშლილი კარავის ფერთხვა დავიწყეთ. მერე ისევ მზე დაგვენახა, გავშალეთ კარავი. ისევ სეტყვა წამოვიდა. გავაგრძელეთ ფერთხვა და მისი იალქანივით ფრიალი. მერე ცოტახანი გვაცალა ამინდმა, კარავი ისეთი სველი აღარ ჩანდა.
შოვში იმ დღესვე უნდა ჩამოვბრუნებულიყავით.
14:30 ზე ტბას დავემშვიდობეთ. მთაზე ასვლისას იანოს ვთხოვე ჩემს გვერდით ევლო. უკან მოვიხედეთ. ტბა მკვეთრი ცისფერი ფერის იყო. დავყოვნდით. ცა კი წვრილ და ხშირ წვეთებს გვაყრიდა, /ვერ იტყვი რომ სასიამოვნო შეგძნებაა/ ხოდა მოვუსვით იქაურობიდან, იმ იმედით რომ დაბლა ასე აღარ იწვიმებდა.
უსაშინლეს დაღმართზე ჩავედით. ჩავედით რა, ნინის ხელი არ გაუშვია, ფაქტობრივად ჩამიტანა. ამის მერე კი უმარტავესი გზა იწყებოდა. ცოტა შევისვენეთ.
წვიმდა. სისველე ძვალ რბილში გაჯდა. სიცივე რაც შეიძლება სწრაფად და ენერგიულად სიარულისაკენ მიბიძგებდა.
ასე ავედით პატარა ბორცვზე, მერე მთაზე, მერე ხელმარჯვნივ დაღმა მიმავალ ბილიკს გავუყევით და მოცვით სავსე მდელოზე მოვხვდით. მწიფე, მადისაღმძვრელი, წვნიანი მოცვი ამ მიდამოებში უხვად იზრდებოდა. ეს ხომ თვალის წამალია! თან კენკროვანი ყველაფერი მიყვარს და ახლა ამას ავუვლიდი გვერდს?!
წვიმა და სიცივე ადგილზე არ მაჩერებდა. აქ ბილიკი აღარ ჩანდა. მეხდაცემული, ამომწვარი დეკების ადგილას გზა ვერ შევიცანით, სამაგიეროდ დეკებზე ვისრიალეთ /რითიც აღუწერელი სიამოვნება მივიღე/. აბა წარმოიდგინეთ წვიმს, დეკა სველი და სრიალაა, დაღმართზე სწრაფად ჩასვლისას როგორც თოვლზე ისე სრიალებ. ზოგჯერ დეკების ბატუტივით ელასტიურ ფესვებზე ეცემი, რბილად, უმტკივნეულოდ, მაშინვე დგები და ისევ სრიალებ. ამან ბავშვობა გამახსენდა, სახლი წინ თოვლიანი აღმართი, ჩამოსრიალება და იმის შიში რომ შესახვევიდან ძირითად სამანქანო გზამდე შეიძლება ჩაქანდე.
ამ დროს ფიქრთა სვლა დაირღვა... ყველა მეძახის რაც დააგდე აიღეო. ვფიქრობ: აი ნაღდად მაშაყირებენ ახლა და მაგის დრო და ადგილია?! თუ რამე დამივარდებოდა ხო მომაწოდებდნენ?! /ნაგვის პარკი ზურგჩანთის გვერდითა ჯიბეში მედო და ამომვარდნია/! სანამ არ დამანახეს მეგონა მაიმუნობდნენ /ისა და, რატომ იფიქრეს რომ ნაგვის პარკს დავაგდებდი! /.
სულ მალე ტყეში ჩავედით და ბილიკს გავუდექით. სიცივემ წყალგაუმტარი ფეხსაცმლის ქონის აუცილებლობაზე დამაფიქრა. /თუმცა წყალგაუტარი არც სხვა დანარჩენი მაწყენდა /.
მაშველად გაზქურაზე მოდუღებული ჩაი მოგვევლინა. დაშლილ სახლთან სადღაც ნახვარი საათი გავჩერდით.
დაიწყო ტყიანი ბილიკი. დაბინდდა. ფანარი დამიჯდა, დარჩა მაიასა და იანოს ფანარი. მივდიოდით ნაბიჯ–ნაბიჯ. ხშირად ვეცემოდით. მაგრამ მულტფილმებზე და სახალისო რამეებზე ვსაუბრობდით. მერე გავჩუმდით.
ამასობაში სოფლის გზაზე ჩავედით. „ნადირას“ დავურეკეთ, ის თავის მხრივ მანქანის ჩამოგზავნას დაგვპირდა, მე კი გული მკარნახობდა, რომ ეს დახმარება მალე არ მოვიდოდა. ასეც იყო. მანქანაში სანატორიუმის სიახლოვეს ჩავსხედით. აქ ვინატრე ღუმელი, ან ცეცხლი და რაიმე ცხელი.
თორმეტი ხდებოდა. მანქანა კოტეჯთან შეაჩერეს, შეგვიპატიჟეს, დაგვაპურეს. მადლობის მეტი რა გვეთქმოდა. დაძინება მოვინდომეთ და გასაღები მოვითხოვეთ, მაგრამ ყველა კოტეჯი დახურული ჰქრნდათ /გარდა იმისა სადაც თვითონ იყვნენ/, არც შეწუხება გვინდრდა მათი და არც ნასვამ ხალხთან ერთად ძილი იქნებოდა მშვიდი. ნასვამი მასპინძელი ცოტა ახირებულიც გამოდგა, ალექსმა დაგვიცვა.
ხოდა ქვედა სანატორიუმში ჩამოსვლა ვამჯობინეთ. ნასვამი ტიპი უკან მოგვყვებოდა. ძაღლი მოგვდევდა, /რატომღაც დავევასეთ/, ის კაცი კი ბრაზობდა ჰა, შე ... ამათთნ გირჩევნია ყოფნაო?! მოკლედ პირველის ნახევარი იყო ქვედა სანატორიუმს რომ მივადექით. ნასვამი მოგვეშვა. ძაღლიც უკან აჰყვა.
სასტუმროს დარაჯი არ ჩანდა, ნადირას დავურეკეთ მაგრამ ვერც გასაგები პასუხი, ვერც დარაჯის ტელეფონის ნომერი გავიგეთ. მოგვიწია „სიღრმეში“, კოტეჯებისაკენ ჩასვლა. ძაღლს ყეფით სიქა გაძვრა. დიდხანს ვიძახეთ, „გურამი ,გურამი“ და ვერა გავაგონეთ რა.
რაღას ვიზამდით. იქვე, სასტუმროს გადახურულ ბანზე გავშალეთ საგებლები. დაძინება არ გამოვიდოდა. შიგადაშიგ წაგვთვლემდა ხოლმე.
გამთენიისას ალექსმა ხმა მიაწვდინა დარაჯს და კოტეჯში შევსახლდით. გავირეცხეთ, დავიძინეთ. ნივთები გამოვაშრეთ.
ის დღე სანიტარული დღე იყო. სადღაც ერთი რუსი მოლაშქრის ნაწერში ამომიკითხავს როგორი მადა იღვიძებს დასვენების დღეებში და როგორ უმალავდა ის პროდუქტებს მოლაშქრეებს. ჩვენ შემთხვევაში ეს საკმარისზე მეტი პროდუქტის ყიდვასა და ამოძღობაში გამოიხატა.
აღარ მოვყვები იმას როგორ გამომაღვიძა ღამით ნადირას ზარმა, როგორ შემოგვთავაზა 30 ლარად საკაომდე ჩაყვანა. როგორ დავთანხმდით, მძღოლმა სოფელშიც არ აგვიყვანა, მე თუ მკითხავ – უნამუსოდ. აქ მე უნდა წამოვსულიყავი და ასეც ვქენი. დანარჩენი კი გეცოდინებათ.