დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
სხვა თემაში ვნახე Nephros-ს დაწერილი
დიდი ინტერესით წავიკითხე და ჩავთვალე ამ თემაში გადმოტანაც ურიგო არ იქნებოდა.
// სოფ. შაორი – სოფელ ფარვანასთან. დავთრის დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელია. თანამედროვე რუკებზე (რუსულ სპეცრუკებზე) არ არის აღნიშნული. სამაგიეროდ ასეთი პუნქტი – შაორი (Chaori) აღნიშნულია ვახუშტის ატლასზე (#12) და Description-ისადმი დართულ რუკაზე ფარავნის ტბის ჩრდილოეთის მიმართულებით და რამდენიმედ დაშორებით. 1923 წელს გამოსულ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ სოფელი შაორი არ არის აღნუსხული, მაგრამ ამ ზონაში იქ აღნიშნულია (ამ სოფლის კიდევ ჩრდილოეთით) მთა შაორი. შაორის სახელით ცნობილი სოფლის გარდა ცნობილი ყოფილა აგრეთვე შაორის ციხე და შაორისწყალი: „კვალად ამ ტბას (ფანავრის) ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარი კლდიდამ...“, „ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი...“, „კვალად არს შავნაბადი შაორსა და თავკვეთილს შუა. ი.როსტომაშვილის ცნობით ამ შაორის ციხეს შემდეგში დარქმევია „ქოროღლის ციხე“. ავტორ სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ ამ ციხეს უნდა დაუბრუნდეს თავისი ძველი და ქართული სახელი „შაორის-ციხე“.
ამრიგად, შაორი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია, რომელიც დაცულია მის თავზე მდებარე შაორის ციხით. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათონის მონასტრის #53 ეტრატის ხელნაწერი, რომელიც აფხაზთა მეფის ბაგრატისა და ქართველთა კურაპალატის ბრძანებით არის დაწერილი „დასაბამიდგან წელთა ხქზ, ქრ-კსა: სკბ: ... (1002წ) შორს ...ხელითა აკვილა მტბევრისაითა, დაწერილ უნდა იყოს ფარავნის ტბის სანახებში მდებარე ამ ჩვენ შაორში.
წყარო: ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 349
ნ------------
შაორის სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო–დასავლეთ მყოფ კლდოვან მტაზე, 2752. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვლი, რომელიც წერს, რომ ფარავნის ტბასო „ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გადმომდინარე კლდიდამ და სავსე არს კალმახითა. ხოლო შაორის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი“. (იხ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ., 1941, გვ. 43).
შაორის ციხის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით, განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით და მორენული ღვარით, რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. ე.ი. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა. [ჯავახეთის სხვა] სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე გაცილებით რთული ნაგებობანი, ჯერაც კარგად იკითხება. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია. ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით, სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჯებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს ე.წ. „ზედა ციხე“ წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი, დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი, ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ერთეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ–ია, სიგანე 3 მ–მდე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს.
გალავნის გარეთაც კარკნალში დარან–სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ცანს საისრე–სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადრაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. [...] მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX საუკუნის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ (იხ.: ლ. მელიქსეთ–ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 72).
სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად“. რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული – ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ ისინი რომ მუდმივი საცხოვრებლები ყოფილიყვნენ, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებლებ-მსახურებისა და მოსახლეობის ნაწილი. შესაძლოა, აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც, რასაც არქეოლოიური შესწავლა თუ გაარკვევს.
წყარო: დ. ბერძენიშვილი, ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 181-203.//

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
Eh_Dato
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

მეგობრებო –
თუ წინააღმდეგი არ იქნებით –
საუნჯეს დავამატებდი თქვენი გასვლის ფოტოებსაც..
პმ–ით მომწერეთ ფოტოს ავტორთა სახელი და გვარი.

Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
გუშინ ჩვენს პრეზიდენტსაც მოუნახულებია აბულის ციხე. შვეულმფრენიდან გადაღებული კადრები აჩვენეს. ულამაზესი იყო, 3 თუ 4 გალავნიანი ციხე ყოფილა. გაისად ექსპედიცია გამოვუშვად და აქაურობა გამოვიკვლიოთო...
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
Naia
სადმე გეგულება ამის ვიდეოკადრები?
სადმე გეგულება ამის ვიდეოკადრები?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
Naia
პრეზიდენტის აბულზე ასვლა ვგონებ საფუძველს ჩაუყრის ამ ძეგლის სათანადოდ გამოკვლევას.
როგორც მითხრეს დღეს უკვე ყოფილა მკვლევართა ექსპედიცია.
მითუფრო სასიხარულოა ამ ძეგლის პოპოლარიზაცია რამდენადაც კარავზე ჩაეყარა აბულის ციხის მოძებნას და პოპულარიზაციას საფუძველი
პრეზიდენტის აბულზე ასვლა ვგონებ საფუძველს ჩაუყრის ამ ძეგლის სათანადოდ გამოკვლევას.

მითუფრო სასიხარულოა ამ ძეგლის პოპოლარიზაცია რამდენადაც კარავზე ჩაეყარა აბულის ციხის მოძებნას და პოპულარიზაციას საფუძველი

დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
ოოოო დიდო ათაბაგო!!!!
რამე ვქმნათ სანამ თოვლები მოსულა..... წავიდეთ აბულზე მამაძაღლი!!!

ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
თამთა, 15 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის სიუჟეტი ნახე. ბოლოში გაუშვეს.Tamari-ch. wrote:Naia
სადმე გეგულება ამის ვიდეოკადრები?
Makena
მეც ეგრე მგონია და ძალიან მიხარია. ასეთი ძეგლი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი.პრეზიდენტის აბულზე ასვლა ვგონებ საფუძველს ჩაუყრის ამ ძეგლის სათანადოდ გამოკვლევას. როგორც მითხრეს დღეს უკვე ყოფილა მკვლევართა ექსპედიცია.
მითუფრო სასიხარულოა ამ ძეგლის პოპოლარიზაცია რამდენადაც კარავზე ჩაეყარა აბულის ციხის მოძებნას და პოპულარიზაციას საფუძველი
ისე, მეც ვემხრობი აცას. წავიდეთ სანამ თოვლი მოსულა

დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
თოვლი მოსულა
რა ხანია გელოდები
გამოდი გარეთ
ერთად ავიხდინოთ ოცნებააააა
რა ხანია გელოდები
გამოდი გარეთ
ერთად ავიხდინოთ ოცნებააააა
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
აცაბაცა
მამაძაღლი კი არა და მამაძალი
ვერ ისწავეს კარტული ცერა კიტხვა
ვაბშემტა
გუდ აიდეა !!!
მამაძაღლი კი არა და მამაძალი
ვერ ისწავეს კარტული ცერა კიტხვა

ვაბშემტა
გუდ აიდეა !!!
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
აუფ ვერ ვნახეთამთა, 15 ნოემბრის საინფორმაციო გამოშვებებში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის სიუჟეტი ნახე. ბოლოში გაუშვეს.
რომელ არხზე?
ან იმ არხს არ აქვს ვიდეოჩანაწერი?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
აცაბაცა
თანამშრომელი გავგზავნე დასაზვერად აბულზე, აბულის ციხეზე მიმავალი გზის მარკირებას ვიწყებთ 3 მხრიდან - განძანიდან, ეშტიადან და სოფ. აბულიდან.
თუ თოვლი არ არის და მიისვლება შეიძლება წასვლაზე ფიქრი

სურათებით აღვფთოვანდი, ამ ადგუილის ნახვა მინდა რახანია და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე,
მთავრობამ მოინახულა მეკი ვერა
თუ წახვალთაცაბაცა ერთი ადგილი შემინახე რა.....
ეგება შევძლო და წამოვიდე 
მთავრობამ მოინახულა მეკი ვერა

თუ წახვალთაცაბაცა ერთი ადგილი შემინახე რა.....

мир идет навÑтречу Вам во Ð’Ñем.
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
აბული გვიხმობს!
თოვლს რომ აიღებს და დათბება წავალთ, ამჯერად ბოლომდე მიგვიშვებს
თუ შევძლებთ და მომზადებული წავალთ, შეიძლება დიდი აბულის გარშემო მდებარე ტბებიც ვნახოთ

Last edited by Makena on 29 იან 2011, 23:59, edited 1 time in total.
დიდი მესხეთი - აბულის ციხე, შაორი, სამსარის მონასტერი
მოვიხიბლე რეპორტაჟით 
თქვენთან ერთად რამდენი საოცარი ადგილის ნახვა მელის წინ, მიხარია