ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 12:56

სიმართლე ვთქვათ და ნათელა დეიდას ცხოველებთან იურთიერთობა საღამოს მოხდა.
ჯობია ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვე.
სოფელში გასეირნების და ეკლესიის ნახვის შემდეგ დავბრუნდით ბანაკში, სადაც ჩვენი მეგობრები ნახევრად მძინარნი დაგვხვდნენ. ცოტა ხანში კი ისევ ნათელა დეიდასთან გავედით, რათა არჩილს თავისი ელემენტები აეღო მე კი ტელეფონის დატენვა მინდოდა.
როდესაც შევასრულეთ ის რისთვისაც მივედით, ნათელა დეიდამ შემოგვთავაზა მისი ცხოველების ნახვა.
ბოსელი, ბაგა თუ რა ჰქვია ცხოველების სათავსოს, სახლის უკანა ოთახში იყო. ცალცალკე ხით შემოსაზღვრულ სათავსოებში იყვნენ 2 ძროხა, ბოჩოლა, ცხვრები და თხები, ციკნებისთვის და კრავებისთვის ცალკე სათავსო იყო, შუაში კი ქანდარაზე ქათმები ისხდნენ. ბოსელში იდეალურთან ახლო სისფთავე იყო, სუნი თითქმის არ იგრძნობოდა.
ჩვენ ცხვრებთან და თხებთან შევედით. აღმოჩნდა რომ ერთერთმა ცხვარმა ეს ესაა იმშობიარა და ახალშობილი კრავიც ვნახეთ.. ძალიან შეუხედავი იყო..
შვენ პატარა ციკნებმა და კრავებმა მოგვხიბლეს. მე და არჩილს ხელში რომ გვიჭირასვს ტრუპისცალები, მათ კასანდრა და მადლენა ერქვათ.
უნახავმა რა ნახაო, ისე დავერიეთ მე და არჩილი პატარა ცხოველებს, ხან ფისოები ვუძახეთ, ხან ცუგები, ხან ბრჭყალები ვეძებეთ მათ თათებზე... ვესიყვარულეთ და ვეფერეთ ყველას. ამასობაში დედა ცხვარმა ახალშობილი კრავი გალოკა და აღმოჩნდა საკმაოდ სიმპატიური.
პატარების ძილის დროც მოვიდა, გარეკეს ცალკე სათავსოში და ჩვენც წამოვედით ბანაკში.
იყო ვახშამი კოცონთან, ნათელა დეიდას ნაჩუქარი შეშა, ნაკვერჩხლებზე შემწვარი კარტოფილი და ადუღებული ჩაი.
ნათელა დეიდას ყრუმუნჯი ნათესავი მოვიდა, რაღაცას გვეუბნებოდა მამაოზე და გვთავაზობდა მათთან გაგვეთენებინა ღამე. ეჭვი დამებადა რომ უხერხულად მიაჩნდათ ჩემი 4 კაცთან ერთ კარავში ძილი, მაგრამ არ შევიმჩნიეთ, მადლობა ვუთხარით და ვახშამი განვაგრძეთ.
ძალიან გრძელი დღე იყო, შთაბეჭდილებებით და სიახლეებით გადატვირთული, უძილობამაც თავისი ქნა და საკმაოდ ადრე შევძვერით კარავში, თბილად ჩავიცვით, ჩავიფუთნეთ საძილეებში, მე და არჩილმა ციტა ვიკამათეთ მისი იდაყვის ადგილმდებარეობაზე, ცოტაც ვიხუმრეთ და ტკბილად ჩაგვეძინა, თვალწინ კი საროს თვალწარმტაცი პეიზაჟები გვქონდა სდა სრული სიმშვიდის განცდა...
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 13:21

არჩილმა ძალიან გამასწრო, უკვე ხიზაბავრაში ჩავიდა, მე კი ჯერ ვიღვიძებ.
სუსხიანი დილა საროში დაიწყო ქსოვრელის ადგომით. ცოტა ხანში მეც გამოვყავი თავი და აი სად გამომადგა ცივცივას ფლოსტები! პირდაპირ გავყავი ფეხები და ზეზე ავდექი, ჩემი გაყინული ბათინკები კი მზეს შევუშვირე.
დილა ისეთი ლამაზი და მშვისი იყო რომ ტელეფონის მეშვეობით ყველაფრის აღბეჭდვა მომინდა.
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 26 მარ 2009, 13:35

Image

Image
Last edited by ARCHILI on 26 მარ 2009, 14:00, edited 1 time in total.



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:00

ეკლესიის უკან სასაფლაო აღმოვაჩინე და იქაც გავისეირნე. რაღაც განსაკუთრებულია ძველ სასაფლაოებში..

Image

Image
Last edited by Truli on 26 მარ 2009, 14:03, edited 1 time in total.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:02

Image

Image

Image

Image
Last edited by Truli on 26 მარ 2009, 14:05, edited 1 time in total.
მი მალატ შვან



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:07

მზე უფრო და უფრო ათბობდა გაყინულ მიწას, დილის სუსხი უკან იხევდა და უთმობდა ყინულს მზის თბილ სხივებს. მიწა რბილდებოდა, ყინული ლღვებოდა, ბიჭებმაც გაიღვიძეს და კარვიდან ჯერ ხმები გაისმა შემდეგ კი თავად გამოჩნდნენ.

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:12

გაირკვა რომ საუზმისთვის საკმარისი პური არ გვაქვს. შველა ისევ ნათელა დეიდას ვთხოვეთ. მე და არჩილი ისევ მასთან მივედით, ვიყიდეთ ყველი, ბაქმანი და ყავა გეახელით, ბაქმანიც ვიყიდეთ და პური გვაჩუქა კეთილმა დეიდამ. ასე დავბრუნდით ბანაკში, გზად კბილებიც გამოვიხეხეთ წყაროსთან, სადაც ძროხებმა შეგვიშალეს ხელი, მაგრამ ჩვენ ვიმარჯვეთ და სუფთა კბილებით დავბრუნდით.
საუზმე ”ეზოში” გავშალეთ. არაყიც ამოვიღეთ, დილის მადლი შევიწიეთ.

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:13

ლუკმას ლუკმა მოყვა, სადღეგრძელოს კი სადღეგრძელო. ჩვენი ნივთები მზეზე თბელოდა... თბილი ენერგიით ვიმუხტებოდით და არცერთს არ გვქონდა ამ მშვენიერი მყუდრო ნანგრევების დატოვების სურვილი.

Image

Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 26 მარ 2009, 14:17

ამ სილამაზესთან განსორება გვიმძიმდა... გული არ მიგვიწევდა... ალბათ ამიტომ დავყოვნდით შუადღემდე აქ...

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]