ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
GOGONA
რავა, შენც გყავს შეფი თუ?
რომელ შეფს?
სადანა?
რავა, შენც გყავს შეფი თუ?
რომელ შეფს?
სადანა?
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
GIRA
არქიფო არის ტქვენი შეფი, ადმინი, გვალვა და სხვა სტიქიური და არა სტიქიური უბედურობა

Gvalva wrote:GIRA
არქიფო არის ტქვენი შეფი, ადმინი, გვალვა და სხვა სტიქიური და არა სტიქიური უბედურობა
რა ბედნიერებაა ეგეთი უბედურება

Who is John Galt?
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
Gvalva
პოლიქროლიონ
პოლიქროლიონ
პოლიქროლიონ

პოლიქროლიონ

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
დადე გოგონა სურათები , დადე... მოუხდება მაგასა მეოთხე ნახტომიც 

Last edited by მაიკო on 25 სექ 2008, 23:56, edited 1 time in total.
არაფერს დავიშურებდი...
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
GOGONA
ლაროვანის ტბამდე და გირევამდე იმდენი კაი რამ გადაგვხდა, კაი რააა. ბოლოს და ბოლოს სულ რაღაც ათჯერ გავიარეთ ალაზანში
ლაროვანის ტბამდე და გირევამდე იმდენი კაი რამ გადაგვხდა, კაი რააა. ბოლოს და ბოლოს სულ რაღაც ათჯერ გავიარეთ ალაზანში

მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)
- KINALOKO
- იეტი
- Posts: 2266
- Joined: 25 აპრ 2007, 13:41
- Location: "океан вливающегоÑÑ Ð² каплю"
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
აუ აუა უააუააააააააააააააუ
მეც მინდა ღრუბლების ზემოთ
რა ლამაზიააა
:D:D

მეც მინდა ღრუბლების ზემოთ

რა ლამაზიააა

Ð·ÐµÐ¼Ð»Ñ -- Ñто ангел,
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
неÑущий Ð¼ÐµÐ½Ñ Ð¿Ð¾ небу.
Мир ÑоÑтоит из глаголов, а не из ÑущеÑтвительных.
Ищите ÑÐµÐ±Ñ Ð² Ñамих Ñебе, и вы найдете вÑе.
auf
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
GIRA
გავაგრძელებ, თორე გვალვაც გავიდა და გურულიც თავფურცელიდან და ასე ჩვენ თითო დღეს მოვუნდებით
მოკლედ, მეორე დილა მშვენიერხედებიან ადგილას გაგვითენდა, მე არ მაქვს ამ ხედების სურათები და იმედია გვალვა დაგვაწევს.
(კიდო კაი კარგი კამერა არ მაქვს, თორე მერე სურათების დამუშავებ-გადამუშავებას უნდა გადავყვე ალბათ ლელასავით. )
ვისაუზმეთ, ჩავბარგდით და შენაქოსკენ გავეშურეთ
ესეც შენაქოს ბოსლები და სონეხას მთა

მოკლედ, რაკი ადმინმა ნება დამრთო, მოვყვები პირველი ღამის ამბებს, რომელსაც ასეც შეიძლება დავარქვათ - პირველი ღამის ვნებანი.
...დავბანაკდით იმ მართლაც მშვენიერ ადგილას, თუმცა მე მაშინვე მეორე მხარეს, მეძროხეებისკენ წავედი, აქ სალოცავი ან ამგვარი რამე ხომ არაა, კარვების დადგმა და ქალების სიარული თუ შეიძლება-მეთქი. მანდ მხოლოდ სასაფლაოა და შეგიძლიათ დაბანაკებაო, დაგვრთეს ნება.
ამასობაში ამათ მანქანის საბარგულიც გამოეცარიელებინათ და კარვების გაშლასაც შევუდექით. GIRA თავის ერთკაციანთან ჩალიჩობდა, მე GOGONA-ს სამკაციანის გაშლაში ვეხმარებოდი, სადაც ქალებს უნდა დაეძინათ, Gvalva და მაიკო კი ჩემთვის განკუთვნილ ადმინის 1-იანს შლიდნენ. შიგადაშიგ ქალები იმაზე ბჭობდნენ, დაეტეოდნენ თუ არა იმ დიდ კარავში. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი - მოგვიანებით ის ცარიელი თოფივით გაისვრის, როცა ადმინი კოცონთან პარალონს გაშლის და მიწვება.
თუმცა Gvalva და მისი კარავი მანამდეც მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რადგან... კარავის გასაშლელი ჯოხი გატყდა. ერთი ჯოხი ისედაც დაწებებული იყო და მისი გატეხვა არ გაგვკვირვებია, მაგრამ მეორე, მთელიც რომ გატყდა!!! მოკლედ, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ უკარვოდ ვრჩებოდი - GIRA თავის კარავშიც ვერ ეტეოდა და საქმე იქამდეც მივიდა, ადმინმა ასწავლა, პერპენდიკულარულად დაწექიო,
მეორეში კი ქალები იწვნენ. არადა, იქ ადგილი კი იყო და სწორედ მაშინ, როცა სამ ქალთან ერთად ძილის საშუალება დამემუქრა,
ხუმრობის ხასიათზე დავდექი - გურული ვარ, ნუ გამამტყუნებთ, მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.
ეს რომ არა, რა მაცინებდა, მაგრამ მაშინვე ლომს დავურეკე და ორივემ გულიანად ვიცინეთ ჩემს მოსალოდნელ "საფრთხეზე". ლომი აქედან მამხნევებდა, მშვენიერი პერსპექტივააო, ხოლო ვიდრე GIRA გატეხილ ჯოხებს როგორღაც შეაკოწიწებდა, მე ახალი იდეა წამოვაყენე - ამდენ წვალებას, დავრეკოთ კარავზე და ახალს მოგვაწვდიან-მეთქი... და აი, სწორედ მაშინ წამომიტივტივდა გონებაში ლამას სახე.
იდეა სხვებსაც გავანდე, იმათაც მოეწონათ და სანამ დავრეკავდი, ბევრიც ვიცინეთ, მაგრამ წინააღმდეგობების გაჩნდა - რა უნდა უთხრა ასეთი, რით დააჯერებო...
მე ვუთხარიმ პაატა ვარდანაული თუ შატილიდან ურეკავს, მე ომალოდან ვერ დავურეკო-მეთქი და ავკრიფე ნომერი. ოღონდ ცოტა მოშორებით მივდექი, ხეების უკან, ამათი სახეები რომ არ დამენახა, თორემ ვიცოდი, სიცილს ვერ შევიკავებდი. მით უფრო, სულს ისეც ძლივს ვითქვამდი.
ბოლოს, როგორც იყო, სახე დავაწყვე, ხმა დავისერიოზულე და ლამას ნომერი ავკრიფე, რასაც ასეთი დიალოგი მოჰყვა:
- ლამა, გამარჯობა, გურული ვარ.
- ოოო, გურულს გაუმარჯოს. როგორ ხარ? - სიცილნარევი ხმით ომახიანად მომესალმა ლამა.
- ძალიან ცუდად ვართ. კარვის ჯოხები გაგვიტყდა ყველაზე დიდ - სამკაციან კარავზე. თან, სადღაც ტყეში ვართ, სოფლებიდან ძაან შორს, ვერც ჩასვლას ვასწრებთ. არადა, მტები დათოვლილია და საშინლად ყინავს. სამი კაცი უკარვოდ ვრჩებით.
- მე რით შემიძლია დახმარება - რა გაგიკეთოთ? - ლამას ზუსტად ისეთივე ხმა გაუხდა, როგორიც ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგვისას ჰქონდა.
- არ ვიცი, რით შეგიძლია დახმარება... იქნებ სამაშველო სამსახურში დარეკო და უთხრა, დაგვეხმარონ. ომალოს გადაღმა ვართ, მირგველაში.
- სადა ხართ?
- მირგველაში. უფრო ზევით, ტყეში.
- მირგვეში?
- მირგველაში, მაგრამ შეეშვი მაგას, ომალო უთხარი, იმის გადაღმა არიან-თქო...
ამ საუბრისას სამჯერ მაინც ამიტყდა სიცილი და მის დასაფარავად ხველა ავტეხე. თან, ვეუბნები, აუ, გავცივდი ამის დედაც, საშინლად ყინავს-მეთქი.
გავთიშე მობილური და მეც სხვებს შევუერთდი, რომლებიც უკვე ფართხალებენ სიცილისგან.
5 წუთიც არაა გასული და მირეკავს ტელეფონი. დავხედე - ქალაქის უცხო ნომერია, მაგრამ ავიღე და ქალი მეკითხება - ბატონი ირაკლი ბრძანდებით? ამაზე კიდევ უფრო დავიბენი - ვის გავახსენდი საბატონედ ამ შუა თუშეთში-მეთქი. ქალი მეუბნება, სამაშველო სამსახურიდან ვართ, თქვენმა მეგობარმა დაგვირეკა, სად ხართ და რა გიჭირთო...
ჯერ ვერ გავიაზრე, რას მეუბნებოდა. სამაშველო სამსახური რომ ახსენა, ვიფიქრე, მეჩვენება-მეტქი, მაგრამ დანარჩენიც რომ მიაყოლა, მერე კი ამიტყდა გიჟივით სიცილი. თან, ვუბოდიშებ იმ ქალს, მეგობარს ვეხუმრეთ, არ ვიცოდით, მართლა თუ დარეკავდა-თქო.
იმ ქალმაც გვარიანად იცინა.
სანამ ჩვენც სიცილი-ხარხარში ვართ, უკვე ლამა მირეკავს. როგორ გინდა, აიღო მისი ტელეფონი - შანსი არაა, სერიოზული ხმით ველაპარაკო, მაინც გამეცინება, ან რა უნდა ვუთხრა... ამათ, მიდი, კიდევ გააგრძელე ხუმრობაო, მაგრამ ლამა ხომ კარავის 6-ზის იეტია და მთლად ასე ვერ გავიმეტე.
ვუთხარი, მაშველებმა კი დამირეკეს, მაგრამ აღარ დაგვჭირდა, რადგან, შემთხვევით, ადგილობრივებმა გვნახეს და კარავიც იმათ გვიშოვეს-მეთქი.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ რაც მე მაშინ ვიცინე...
სიცილი აღარ შემეძლო უკვე.
ამასობაში კარვებიც გაიშალა - მათ შორის, ჩემიც და კოცონი ავანთეთ. ადმინმა გაშალა პარალონი და საძილეთი მიწვა ზედ. ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც და მოშორებით მდგარ გოგონას - ის გირას ელაპარაკებოდა, ვანიშნებ, სურათი გადაუღე-მეთქი. სანამ ამ მინიშნებებში ვარ, უცებ ადმინმა ძილში წამოიძახა - ვერ დავეტევით.
ეტყობა, ძილშიც კარვებში მოთავსებაზე ფიქრობდა და ძაან ხმამაღალი ნაფიქრი გამოუვიდა.
ამ სიტყვებზე სიცილი ამიტყდა და თუმცა კი გავერიდე იქაურობას, ცემს ცაცინებაზე მაინც გაეღვიძა და ე, მაშინ თქვა ის სიტყვები, რითაც დღეს თავს იმართლებს - ნუ ხართ ბოროტები. ანუ, მძინარეს სურათს ნუ მიღებთო.
ასე დამთავრდა "პირველი ღამის ვნებანი" - დიდი სიცილით და მხიარულებით ჩვენს პატარა ბანაკში, რომლისთვის სურათის გადაღებაც მეორე დილას ყყველას დაგვავიწყდა.

...დავბანაკდით იმ მართლაც მშვენიერ ადგილას, თუმცა მე მაშინვე მეორე მხარეს, მეძროხეებისკენ წავედი, აქ სალოცავი ან ამგვარი რამე ხომ არაა, კარვების დადგმა და ქალების სიარული თუ შეიძლება-მეთქი. მანდ მხოლოდ სასაფლაოა და შეგიძლიათ დაბანაკებაო, დაგვრთეს ნება.
ამასობაში ამათ მანქანის საბარგულიც გამოეცარიელებინათ და კარვების გაშლასაც შევუდექით. GIRA თავის ერთკაციანთან ჩალიჩობდა, მე GOGONA-ს სამკაციანის გაშლაში ვეხმარებოდი, სადაც ქალებს უნდა დაეძინათ, Gvalva და მაიკო კი ჩემთვის განკუთვნილ ადმინის 1-იანს შლიდნენ. შიგადაშიგ ქალები იმაზე ბჭობდნენ, დაეტეოდნენ თუ არა იმ დიდ კარავში. დაიმახსოვრეთ ეს მომენტი - მოგვიანებით ის ცარიელი თოფივით გაისვრის, როცა ადმინი კოცონთან პარალონს გაშლის და მიწვება.

- ლამა, გამარჯობა, გურული ვარ.
- ოოო, გურულს გაუმარჯოს. როგორ ხარ? - სიცილნარევი ხმით ომახიანად მომესალმა ლამა.
- ძალიან ცუდად ვართ. კარვის ჯოხები გაგვიტყდა ყველაზე დიდ - სამკაციან კარავზე. თან, სადღაც ტყეში ვართ, სოფლებიდან ძაან შორს, ვერც ჩასვლას ვასწრებთ. არადა, მტები დათოვლილია და საშინლად ყინავს. სამი კაცი უკარვოდ ვრჩებით.
- მე რით შემიძლია დახმარება - რა გაგიკეთოთ? - ლამას ზუსტად ისეთივე ხმა გაუხდა, როგორიც ბორჯომ-ხარაგაულში დაკარგვისას ჰქონდა.
- არ ვიცი, რით შეგიძლია დახმარება... იქნებ სამაშველო სამსახურში დარეკო და უთხრა, დაგვეხმარონ. ომალოს გადაღმა ვართ, მირგველაში.
- სადა ხართ?
- მირგველაში. უფრო ზევით, ტყეში.
- მირგვეში?
- მირგველაში, მაგრამ შეეშვი მაგას, ომალო უთხარი, იმის გადაღმა არიან-თქო...
ამ საუბრისას სამჯერ მაინც ამიტყდა სიცილი და მის დასაფარავად ხველა ავტეხე. თან, ვეუბნები, აუ, გავცივდი ამის დედაც, საშინლად ყინავს-მეთქი.

გავთიშე მობილური და მეც სხვებს შევუერთდი, რომლებიც უკვე ფართხალებენ სიცილისგან.

სანამ ჩვენც სიცილი-ხარხარში ვართ, უკვე ლამა მირეკავს. როგორ გინდა, აიღო მისი ტელეფონი - შანსი არაა, სერიოზული ხმით ველაპარაკო, მაინც გამეცინება, ან რა უნდა ვუთხრა... ამათ, მიდი, კიდევ გააგრძელე ხუმრობაო, მაგრამ ლამა ხომ კარავის 6-ზის იეტია და მთლად ასე ვერ გავიმეტე.

სხვისი არ ვიცი, მაგრამ რაც მე მაშინ ვიცინე...

ამასობაში კარვებიც გაიშალა - მათ შორის, ჩემიც და კოცონი ავანთეთ. ადმინმა გაშალა პარალონი და საძილეთი მიწვა ზედ. ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც და მოშორებით მდგარ გოგონას - ის გირას ელაპარაკებოდა, ვანიშნებ, სურათი გადაუღე-მეთქი. სანამ ამ მინიშნებებში ვარ, უცებ ადმინმა ძილში წამოიძახა - ვერ დავეტევით.

ასე დამთავრდა "პირველი ღამის ვნებანი" - დიდი სიცილით და მხიარულებით ჩვენს პატარა ბანაკში, რომლისთვის სურათის გადაღებაც მეორე დილას ყყველას დაგვავიწყდა.

ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
Gvalva
Guruli
უი მოსულხააართ
ის იყო მოვიწყინე და...
Guruli
უი მოსულხააართ

Who is John Galt?
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
მას მეორე დილის სურათები არც გვალვას არა აქვს? 

Who is John Galt?
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
Gvalva
არის მააშ
თანაც... იფ, იფ, იფ 
არის მააშ

Who is John Galt?