იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by tiko_r » 05 სექ 2007, 12:46

Gvalva wrote:tiko_r

უჰჰ...

თვითონ უფრო ზუსტად გეტყვიან მარა 1 კი არა 2 დღით წასვლასაც არა აქვს აზრი დამიჯერე

ვინ 'თვითონ'?



იქნებ 1-2 სოფელი მაინც ვნახო... :?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 05 სექ 2007, 16:43

tiko_r
იქნებ 1-2 სოფელი მაინც ვნახო...
1-2-საც ნახავ და 3-4საც, მაგრამ მართლა არ ღირს იქ ერთი დღით წასვლა - იმხელა გზაზე ისე უღვთოდ დაიღლები, ყველაფერი ფასს დაკარგავს და ამ დროს იქაური სილამაზის 1%-საც ვერ ნახავ.
და თუ მაინცდამაინც გაინტერესებს 1-დღიანი მარშრუტი, თბილისიდან ომალოში ასვლა-ჩამოსვლას მოასწრებ, მაგრამ ვაი მაგ ასვლა-ჩამოსვლას... გზად ამ სოფლებს ნახავ: ჭალა, ხისო, ომალო. გზიდან დაინახავთ ცოკალტას, ქუმელაურთას, შტროლთას, ხახაბოს, ჩიგლაურთას...
ჩემი გამოცდილებით, 1-იანს არ გირჩევ. აი, 2-იანში ომალოს შეიძლება რომელიმე ხეობა მიაყოლო - პირიქითი ან გომეწარი... ან დიკლო-შენაქოში გახვიდეთ, მაგრამ ესეც უბრალოდ გაივლით და მეტი არაფერი...

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by tiko_r » 05 სექ 2007, 17:18

guruli wrote:tiko_r
იქნებ 1-2 სოფელი მაინც ვნახო...
1-2-საც ნახავ და 3-4საც, მაგრამ მართლა არ ღირს იქ ერთი დღით წასვლა - იმხელა გზაზე ისე უღვთოდ დაიღლები, ყველაფერი ფასს დაკარგავს და ამ დროს იქაური სილამაზის 1%-საც ვერ ნახავ.
და თუ მაინცდამაინც გაინტერესებს 1-დღიანი მარშრუტი, თბილისიდან ომალოში ასვლა-ჩამოსვლას მოასწრებ, მაგრამ ვაი მაგ ასვლა-ჩამოსვლას... გზად ამ სოფლებს ნახავ: ჭალა, ხისო, ომალო. გზიდან დაინახავთ ცოკალტას, ქუმელაურთას, შტროლთას, ხახაბოს, ჩიგლაურთას...
ჩემი გამოცდილებით, 1-იანს არ გირჩევ. აი, 2-იანში ომალოს შეიძლება რომელიმე ხეობა მიაყოლო - პირიქითი ან გომეწარი... ან დიკლო-შენაქოში გახვიდეთ, მაგრამ ესეც უბრალოდ გაივლით და მეტი არაფერი...
ზუსტად ასე... 1 დღით ვიყავი ხევსურეთში და ... ძალიან ვისიამოვნე... არ დავღლილვარ...
თუ თუშეთის ნახვაც შეიძლება ასე.. სირბილ-სირბილში... მაშინ იქაც წავალ...

ოვრეთის ტბა ვერა? :?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 05 სექ 2007, 17:45

tiko_r
ზუსტად ასე... 1 დღით ვიყავი ხევსურეთში და ... ძალიან ვისიამოვნე... არ დავღლილვარ...
მაშინ ასე გირჩევ - თუ წინა საღამოს ქვემო ალვანში ჩახვალ, ან საერთოდ, ლეჩურში გახვალთ და იქ სადმე კარავში გაათევთ ღამეს, დილით ადრე წახვალთ ომალოში და იქნებ დართლოშიც ჩახვიდეთ, იქიდან კი მანქანით კვავლოში ახვალთ. ან მეორე ვარიანტიც - ომალოდან დოჭუში ჩაარბინეთ, მაგრამ იქ გადასახვევი რომ ვერ მიაგნოთ (და დიდი შანსია, ასეც მოხდება), დროს დაკარგავთ. იმავე ღამეს დაბრუნდებით ისევ ალვანში ან ლეჩურში, იქ კვლავ კარავში დაიძინებთ და დილით წამოხვალთ თბილისში, თუმცა მაქამდე თუ ჩამოხვალთ, მერე თბილისამდე დარჩენილ იმ 200 კმ-საც გამოივლით.
ისე, ქვემო ალვანში სასტუმროც იყო, მაგრამ ფასები და პირობები არ ვიცი. თუ გინდა, გაგიგებ.
და კიდევ ერთი - თუშეთის პერევალი ხევსურეთისაზე მაღალია და გზებიც ბევრად რთულია. მაგან არ შეგაცდინოს.
ოვრეთის ტბა ვერა?
ეგ 1-იანში გამორიცხულია. ქუმელაურთიდან ასვლას 3 საათი მოვუნდით.
თუ ასე ძაან გინდა წასვლა, კიდევ ერთს გირჩევ - 2 დღით წადით (მეორე საღამოს იქიდან რომ წამოხვიდეთ), ან კარვებში გაათევთ იმ ერთ ღამეს, ან - ომალოში სასტუმროებიცაა. კარავს თუ წაიღებთ, მანქანაში ბარემ პატარა გაზის ბალონიც ჩააგდეთ და 2 დღის საგზალი რა პრობლემაა...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Archil » 05 სექ 2007, 23:41

guruli

ვერტმფრენი რომ იქირაოს? ცოტა ძვირი კი დაუჯდება, მარა ნახავს ბევრ რამეს ერთ დღეშიც. ან არ დაფრინავს ვერტმფრენები მაქეთ რომ მოახერხოს წაყოლა?
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Kakha » 06 სექ 2007, 10:16

თუშეთის მთები, მგონია არა უშავს ფოტო გამოვიდა. გადაღებულია გომეწარიდან რომ ვბრუნდებოდით ომალოში მაშინ

Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Kakha » 06 სექ 2007, 10:26

ეს კი სახლია დოჭუში. გადახურულია სიპით და კონსტრუქციაც კარგად ჩანს. კედელზე კი უღლებია მიკიდული (რამდენადაც ჩემი ეთნოგრაფიული განათლება მაძლევს საXუალებას ვიმსჯელო). რაღაცა საინტრსო სახლად მომეჩვენა

Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Kakha » 06 სექ 2007, 10:31

tiko_r
ხევსურეთში მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ერთი დღით დამღლელია მაგრამ შესაძლებელი და რაც მთავარია შატილისა და მუცოს ნახვასაც მოასწრებ. გზას კი დაახლოებით 4 საათი, მაქსიმუმ 5 სჭირდება.

აი თუშეთში, უფრო სწორედ ომალოში ასვლას მინიმუმ, სულ მინიმუმ თუ ძაან კარგად ივლი 6 საათი დასჭირდები, ალბათ უფრო მეტი. ესე იგი 12 საათი სულ მიცირე გზაში უნდა გაატარო.

ახლა ეს გაითვალისწინე რომ ომალო არაა ყველაზე შთამბეჭდავი სოფელი, კესელოს გარდა. თუ თუშეთი გინდა ნახო ხეობებში უნდა შეხვიდე და სოფლები დაათვალიერო, აი მაგას კი ნამდვილად ვერ მოასწრედ ერთ დღეში. თანაც გაითვალისწინე რომ დღე მნიშვნელოვნად დამოკლდა და არ გირჩევ სიბნელეში უღელტეხილზე სიარულს.

ახლა შენი გადასაწყვეტია...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Kakha » 06 სექ 2007, 10:40

სახლის კარი დოჭუში - ნახეთ ერთი ფიცარი გახეთქილა და რგვალი ფორფიტებით არის გადაკერებული
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by Kakha » 06 სექ 2007, 10:47

სკამი, ასევე დოჭუში გადაღებული. აშკარად ადგილობირვი ხელოსნის ნამუშევარია, ქარხნული წესით დამზადებულს ცდილობდა რომ მიემსგავსებინა და მგონია ქარხნულზე უკეთესი გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში იმ გარემოს ნამდვილად უხდება. სახლის პატრონს რომელიც სასტუმროს აწყობდა თავისთან ვთხოვეთ რომ ეს ძევლი ავეჯი შეენარჩუნებინა. მოგონია მოვისმინა...

სკამი...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 06 სექ 2007, 13:58

Archil
guruli

ვერტმფრენი რომ იქირაოს? ცოტა ძვირი კი დაუჯდება, მარა ნახავს ბევრ რამეს ერთ დღეშიც. ან არ დაფრინავს ვერტმფრენები მაქეთ რომ მოახერხოს წაყოლა?
ვერტმფრენის დაქირავებას იმდენი უნდა, მაგ ფასად პარიზში წავა რამდენიმე დღით. :lol: ისემ კი დადიან და თუ დაუკავშირდები და წაგიყვანენ, ხდება ეგეთებიც.
Kakha - კიდევ ერთხელ რესპექტები ფოტოებისთვის. ის მთები მართლა მაგარია.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by caucasica » 07 სექ 2007, 19:21

:D
ირაკლი თავაძე მოგიკითხეს დიდი სიყვარულით თუშებმა: ნუგზარმა, ყამპეტამ და ძალიან ბევრმა უბრალოდ არ მინდა ვინმე გამომრჩეს....
ხო კიდევ შენთან დიპლომის ასლი გამომატანეს :wink:
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 08 სექ 2007, 12:27

caucasica - :lol: :lol: :lol: :lol: :lol: გაიხარე, ძმავ. ეს რა კარგი რამე დადე, რომ იცოდე. :D :D
როდის იყავი? უჩვენოდ, კაცო? :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by guruli » 08 სექ 2007, 15:39

რაგვერთ ხართ, ჩემო თუშებო, ხომ ხართ თუშურად ანუ მაგრად? :D ნეტა იცოდეთ, როგორ გამახარა ჯერ caucasica-ს ამ წერილმა და დიპლომის ასლმა, მერე - მასთან საუბარმა, მაგრამ ამ ყველაფერმა მაქაურობის დიდი ნოსტალგიაც აღმიძრა. მანდ ყოფნა სულ მინდა, მაგრამ ნაღველი ახლა უფრო მეტად შემომაწვა... სასტუმრო "კესელოო", ნინო, ციალა, ნუგზარი, თემო... მოდი, ასეთი სახელების მერე ნუ მოგაწვება ნოსტალგია... დიპლომისა რა გითხრათ, მაგრამ თუშეთ-თუშების ყველაზე დიდი მაქებარი არათუში კი ნაღდად ვარ... :lol:
ვიცი, ფორუმს მანდაც კითხულობთ და ალბათ, უკვე წაიკითხავდით, მაქედან როგორი კმაყოფილები დავბრუნდით.
ნინო წუხდაო, პატივი ვერ ვეცითო, მაგრამ არაფერია საწუხარი - თქვენ მართლა დიდი პატივი გვეცით და ის დახმარება, ის ყურადღება ჩვენთვის ძალიან ბევრი იყო.
ონისე - კარგი კაცი ჩანხარ და ვწუხვარ, რომ ვერ გაგიცანით. :D აქეთ თუ მოხვდები, შემოგვეხმიანე. ვეცადეთ, იქაურობა ისე დაგვეხვედრებინა, როგორც დატოვე და, მგონი, მართლაც ისე დაგახვედრეთ. და სახლში დაძინებაზე, იქაც რომ ყოფილიყავი, მაინც არ შეგაწუხებდით - მა კარაველები რისთვის ვართ? :D კარავი და მისი ჯანი. :lol:
თემო - დიმაანი მომიკითხე ქუმელაურთას. კიდევ - გურე და ჯენეტო საბუეს, ეგ უსაყვარლესი ხალხი. თურმე უთქვია, ირაკლი აქ თუ ამოვიდა, საბუეში გადმოუსვლელი არ წავაო... მარტო რომ ვყოფილიყავი, ან - ჟველურთას, ან - საბუეში სამანაქანე გზა რომ მიდიოდეს, აუცილებლად შევუვლიდი, მაგრამ ახლა ფეხით ვერ წავედით იმხელაზე. დიდი მოკითხვა გადაეცით ჩემგან.
ციალა და ნუგზარ - დიდი მოკითხვა ჩემგან. დათო და ვახო მომიკითხეთ... უკვე იმდენად გავკადნიერდი, თუშეთში წამომსვლელებს საგანგებოდ ვუბარებ (ჩვენს მერე რამდენიმე ჯგუფი წამოვიდა მანდეთ), ნუგზარ იდოიძესთან საუბრის გარეშე არ წამოხვიდეთ იქიდან, ისე თუშეთის სილამაზეს ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ-მეთქი. :)
ნეტავ იცოდეთ, ჩემთვის რა დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა მაგ სახლში გატარებული ის საღამო, როცა პირველი ამოსვლისას "კესელოდან" მაცილებდით. იქნებ თქვენც არ გახსოვთ ის ვახსამი - ეგეთი ხომ ხშირად დღეში რამდენჯერმე იმართება მანდ, მაგრამ რა დამავიწყებს სანთლის შუქზე გაშლილ სუფრას, ნინოს უგემრიელეს ხინკალს, ციალას გარმონს, თემოს იუმორს, ნუგზარის საუბარს თუშეთის ისტორიაზე... არაყიც კი რაღაც სასიამოვნოდ მიდიოდა. არადა, არა ვსვამ. :lol:
მოკლედ, მომიკითხეთ ყველა, ვისაც ვიცნობ თუ არ ვიცნობ. მე ყველა უზომოდ მიყვარხართ! :D იქნებ თავი შაგაწყინეთ, აქეთ კიდე მოდერებმა მომიტევონ, თუ ოფტოპიკია, მაგრამ მართლა მომეძალა ნოსტალგია და რა ვქნა! :D თან, ვიცი, ფორუმს თუშნი აქტიურად კითხულობთ. :lol:

User avatar
BioHazard
ბოდიალა
Posts: 186
Joined: 16 ივლ 2007, 10:31
Contact:
იქ, სადაც ალაზანი ბობოქრობს თავნება; თუშეთი-2007

Post by BioHazard » 13 სექ 2007, 14:20

caucasica wrote::D
ირაკლი თავაძე მოგიკითხეს დიდი სიყვარულით თუშებმა: ნუგზარმა, ყამპეტამ და ძალიან ბევრმა უბრალოდ არ მინდა ვინმე გამომრჩეს....
ხო კიდევ შენთან დიპლომის ასლი გამომატანეს :wink:
აჰაჰ...

ეგზაგლი...

ვინიკო ?

: )

Image
Starless...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]