შენ რომ არ შემეწინააღმდეგო ხო არ შეიძლება... რაც ვიგულისხმე ქე იყო გასაგები და სხვა რა გინდა ბიძიკო ??

nino_xevsuri
2006 წლის მარტში ვიყავით თუ არ ვცდები

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ეს რა გამახსენეkotetbeli wrote:ნიჩბისში რომ ვიყავი ნამდვილად მახსოვს... მახსოვს ისიც, რომ მინდოდა საინტერესო ადგილები მენახა და ასეთივე სურათები გადამეღო. როგორც წესი ასე ვიქცევი ხოლმე, ჩვენი გუნდის სხვა მოლაშქრეები ჩემზე კიდევ უფრო საინტერესო ადამიანები არიან (უფრო საინტერესო ჩვევებითა და მიზნებით აღსავსენი).
მოკლედ, მოხდა ისე, რომ ბედის უკუღმართობითა თუ ზელიბერალიზმით, წინდაუხედაობითა თუ უჭკოობით, გულუბრყვილობითა თუ დაუდევრობით ლაშქრობაში ორიოდე უცნაური მსოფლმხედველობის ადამიანი მოხვდა ჩვენ გვერდით. ჯერ ღვინომ იმოქმედა ამ ადამიანებზე და კუთხე-კუნჭულში ?მიკუჭული? კომპლექსები და ამბიციები გაუღვიძა, შემდეგ იმანაც იმოქმედა მათი ამბიციების გაშლა-გაფართოებაზე, რომ ჩვენ ძალიან შემწყნარებლურად მივიღეთ მათი ზემოაღნიშნული შეცდომა... თვალსა და ხელს შუა გაგვერყვნა კაცი, ახტა და დახტა, გაგვისხლტა და გამოგვისხლტა... რა არ მინახავს, ისეთი დარტყმაც მიმიღია, რომ ჯერ თავი დამიდია რინგზე და მერე ფეხები (ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით), მეც დამირტყამს კაცისთვის ისე, რომ ორი წუთი უგონოდ ყოფილა, მაგრამ იმან, რაც იქ მოხდა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა: ჩვენი უპატიოსნესი გუნდის 20(!..) კაცში გამორეულმა ამ ერთმა ამრევმა ჯერ თავის ძმაკაცს დაუწყო ბღლარძუნი, შემდეგ მათთან გასაშველებლად მივარდნილ ემილის (ჩემ მტერს მივარდა ემილის გამწარებული მკლავები) კიდევ ხელების ქნევა რომ დაუწყო, აი აქ გამახსენდა რაც კი რამე ?ბოევიკი? მინახავს, რაც კი რამე შვარცნეგერისთვის და ბრუსლისთვის გამწარებული და დაღრეჯილი სახეები შემიმჩნევია, გამახსენდა ლეგენდარული ჯონ ლუისის საფირმო დარტყმა (რამაც ორი შეჯიბრი მომაგებინა) და გადავწყვიტე ამრევისთვის ?მოკლე ანესთეზია? გამეკეთებინა, მაგრამ ჰოი, სირცხვილო, ჰოი, ამპარტავან სურვილთა ამაოებავ... ჩემს მეგობრებში ავიხლართე და მათთან ერთად ძირს გავიშხლართე...(ან იმათ რაღას ვერჩოდი?..)
როგორც ჩანს, ასეთ გაუგებრობაში ამ ადამიანმა სოფლელების გინებაც მოახერხა და აქ დაიწყო მეორე სერია: დანა-ჩანგლით გამოქცეული სოფლელები რომ დავინახე(აშკარად სადილისთვის არ იყვნენ განწყობილნი), მაშინ უკვე გამახსენდა რაც კი რამე მშვიდობაზე მქონდა წაკითხული, რაც კი რამე სოლიდარობაზე მქონდა მოსმენილი. უცებ გადავარჩიე გუნებაში ყოველივე, ბუნების სილამაზეზე და ესთეტიკაზე მათთან საუბარი არ გამოდგებოდა, რადგან ჯერ კიდევ უჟმური მარტი იდგა, ისევ ქართველებისთვის ?ბესტსელერ? თემას მივადექით და ძმობა და სიყვარული შევთავაზეთ, თანაც ისეთი დოზით, რომ კაი შეყვარებულს არ სმენია თავისი მიჯნურისგან. როდესაც მოშორებით კიდევ ერთი ბასტი-ბუბუ ატყდა, ერთ-ერთი ჩვენიანი ამრევი დავიჭირე და მოშორებით მოვათრევდი, ამასობაში ჩემი მეგობრები თურმე კიდევ სოფლელების დანების თვალიერებაში ყოფილან (განსაკუთრებით ვანოს, ქევხოს და ვაჟას მოუხდათ დანების ახლოდან ნახვა).
სიმართლე რომ ვთქვა, დაზუსტებით კიდევ ვერ ვიხსენებ ყველაფერს, ეს მონათხრობი ჩემი ?რაკურსიდანაა? დანახული. გაცილებით უფრო მკვეთრად დამამახსოვრდა ციციშვილების გალავანი და მცირე ციხე-სიმაგრე, აგრეთვე უმზეურას ეკლესია...
უკვე დავიწყეთ ახალ ლაშქრობებზე ფიქრი... კარგად დააკვირდით ამ გენიალურ სიტყვას... ფიქრი...
ნიჩბისში მეც მინდაArchil wrote:მაქეთკენ მინდა წავიდეთ. ერთი იქაური კაცი მეუბნება წავიდეთო და ვფიქრობ მართლაც კაი რამე იქნება - მშვენიერი ადგილები ყოფილა დასათვალიერებელი. ვფიქრობ ასეთი წინააღმდეგობა ჩემს შემთხვევაში არ მოხდება - თუ რამეა, ნასოსებს წამოვიღებ, დავურიგებ ხალხს