სურათების ხარისხისათვის წინასწარ ბოდიშს გიხდით, უბრალო ფოტოაპარატით არის გადაღებული, და თან ვინაიდან ფირი შეზღუდული მქონდა, მხოლოდ ხედებს და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მომენტებს ვიღებდი.
აბა დავიწყოთ, იმედია არ მოგაწყენთ

:
ყველაფერი თბილისიდან დაიწყო. ვინაიდან ხალხი ბევრი ვიყავით(49კაცი) დავიქირავეთ კარგ მდგომარეობაში მყოფი ორი "პაზიკი", რომელმაც ბევრი იარა თუ ცოტა იარა მიგვიყვანა სოფელ გუდანში.
სოფელი გუდანი, უკან სოფელი ჭიეს ფონზე.
აქიდან დაიწყო ჩვენი ლაშქრობა. ცოტა წავისადილეთ, დავისვენეთ, ბარგი გადავინაწილეთ და შევუდექით ჩვენს შორს მიმავალ გზას. ერთი მთა გადავიარეთ, პირველი მოთელვები გაკეთებულია

და ცოტა ისევ დავისვენეთ.
ამ შესვენებისას კარლომ (ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი), გვაზიარა თევზის დაჭერის საიდუმლოებას

. სანამ თევზაობას დაიწყებ ერთი 100გმ-ით ჯერ "ოჩოპინტრეს" სადღეგრძელო უნდა თქვა და მერე შეგიძლია ჩათვალო რომ კარგი თევზაობა გარანტირებულია. თურმე ნაცადი ხერხია და ხშირად გაუმართლებია, და საზღვარგარეთ თუ არ ვცდები რუსეთში დაუჯერებიათ(ან დაიჯერეს რატომაც არა 100გრ-მზე რომელი რუსი იტყვის უარს) და უკვე ტრადიციათ ქცეულა იქ.