Page 2 of 8

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:02
by Ketevan Guliashvili
გზა გავაგრძელეთ, კვლავ ჩავუარეთ ჩვენს საბანაკე ადგილს, მჟავე წყალთან გავჩერდით. ეს წყალი თვალებისთვისაც სასარგებლოა. ძროხებიც კი ეტანებიან.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ ადგილობრივები მჟავე წყლებზე "ნადირობენ". მოდიან უამარავი ბიდონით, ბოთლით, რამოდენიმე საათი სხედან.

ლენტეხისაკენ გავაგრძელე სვლა. ლენტეხთან ძალზედ ახლოს უალამაზესი მდინარე ჩამოდიოდა. მგონი ისევ ცხენისწყალს მივუვყებოდით და შესაბამისად ეს მდინარე ერთ-ერთ შენაკადი არის. ახალაგაზრდები და ბავშვები შესეულები იყვნენ და ჩვენც გავჩერდით.

Image

Image

მდიანრის ლოდებზე საფეხურებად ჩამოდიოდა წყალი.

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:04
by Ketevan Guliashvili
მერე ახალგაზრდობამ გააწყვიტა წყალი დაეგუბებინა. სვანური ნადი

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:06
by Ketevan Guliashvili
გიგანტური რეპტილიას აფოფრებული ზურგივით, გინდაც თბილისური აივანივით მოჩუქურთმებული, ან კბილჩამტვრეული დათვი ყბასავით მთები

Image

ლენტეხს გავცდით და ისევ ცხენის წყლის პირას დავბანაკდით, მომდევნო დღეს კი ლენტეხში დავბრუნდით. გზადვე ლეჩხუმური კიტრი, კახური ვაშლი, სამზამთრო ნესვი, პომიდორი და სხვ. იყიდებოდა. ვივაჭრეთ და მჟავე წყლისაკენ წავედით.

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:06
by Ketevan Guliashvili
მშენებარე რეზიდენცია ლენტეხში

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:10
by Ketevan Guliashvili
ლენტეხში მჟავე წყალთან მივედით, ცაგერის წყალთან შედარებით ეს უფრო მსუბუქი დახვეწილი, სუფრის წყალი იყო, ნაზი გაზით. აქაც დაგვხვდნენ ბოთლებით, ბიდონებით.

გზად

Image

სოფელ მამთან, არ ვიცი სოფლის სახელი

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:10
by Ketevan Guliashvili
სოფელ მამის მაცხვარიში

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:31
by Ketevan Guliashvili
მამის მაცხოვრის ეკლესიამდე ერთი კილომეტრია სავალი წვრილ ბილიკზე, მეორე გზაცაა, ქვედა სოფლიდან მაგრამ საფორთხიალო და რთული ბილიკი. ჩვენ მამში ავედით და იქიდან გამოვყევით ბილიკს. ქვედა სოფლიდან ბირჟაზე მსხდომმა ახალგაზრდამ ტელეფონით სთხოვა ონიანების ოჯახს ეკლესიის გასაღები გამოეტანათ და კარი გაეღოთ ჩვენთვის. ფრესკები დაზიანებულია მაგრამ ნახვას მაინც გირჩევთ. ეკლესიის ზევით გადასახედიცაა, სადაც ტყეში ჩამალული ბილიკით მიხვალთ. სოფლები ხელისგულზე მოჩანს.

Image


Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:41
by Ketevan Guliashvili
აქედან ჩვენმა მამელმა მასპინძელმა გვირჩია უკან სოფ. საყდარში წავსულიყავით და აუცილებლად გვენახა ნათლისმჩემლის სახელობის ეკლესია. თავადვე გადარეკა და ეკლესიაში გაძროლა სთხოვა. ასევე ტბისშიც ავსულიყავით სადაც გარედან მოხატული ტყეში მთაზე ჩაკარაგული ეკლესია იყო.

ასეც მოვიქეცით. საყდარში წავედით. იქ უკვე გველოდებოდა ჩვენი საყდრელი მასპინძელი.

ეკლესია გარედან სადაა. რკინის მასალით გაუმაგრებით კედლები.


Image

ერეკლე მეორეს შვილის, დედოფალი მართას მიერ შეწირული სადღესასწაულო არის დაცული.

Image

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:42
by Ketevan Guliashvili
საყდრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მოხატულობა

Image

Image

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:42
by Ketevan Guliashvili
Image

ძველებური სასანთლე

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 27 აგვ 2014, 11:50
by Ketevan Guliashvili
ეკლესიიდან ჩამოსულები დინარესთან გავჩერდით, ვისადილეთ და დაბანაკებაზე დავიწყეთ ფიქრი. დაგვირეკეს და ონიანების ოჯახში მიგვიპატიჟეს, ჩვენ დავთანხმდით. ტვიბის მონახულბას იმ დღით ვეღარ ვასწრებდით.

მოსაღამოვდა, ონიანების სახლისაკენ მივდიოდით. მთაზე გამოკიდებული მკვეთრ აღმართს მივუყვებოდით, ონიანების სახლი სოფლიდან კარგა მოშორებით დგას, სახლის წინ მდელო 45% დამრეცი მაინც იქნბა მეტი თუ არა. წარმოვიდგინეთ ზამთარში როგორი სასრიალოს მოწყობა შეიძლება. ონიანების ოჯახი ხალხმრავალია ზაფხულობით, ყველა შვილი /6 შვილი ჰყავთ მგონი/ თავისი ოჯახით ამოდის. აქ 6 ვე შრომობენ რომ თოვლიანი 6 თვისათვის სურსათ-სანოვაგე მოიმარაგონ. ზამთარში ბავშვები იმ წარმოუდგენელი დამრეციდან მთის ძირში მდებარე სკოლაში ჩადიან. ამისათვის ერთგვარი თხილმაურები აქვთ.

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 30 აგვ 2014, 13:26
by Ketevan Guliashvili
მამიდან უშგულის მიმართულებით საფეხმავლო გზა მიდის. ლატფარის /2830/უღელტეხილზე გადასვლას მგონი 7 საათი სჭირდება, მანვე უნდა იყოს რამოდენიმე ალპური ტბა.

დილით ონინაებს დავემშვიდობეთ,
Image
გადაურეკეს იმას ვისაც ტვიბში თუ თვიბში? ჩვენთვის ეკლესია უნდა გაეღო და იქით წავედით. იმ ადგილას სადაც ორი ხიდი ერთი მეორეს მიყოლებით შემოგვხვდა, პატარა ხიდის გადავლის შემდეგ დიდზე აღარ გადავედით და ხელმარჯვნივ ჩავუხვიეთ /თუ ცაგერიდან იმოძრავებთ, შსაბამისად დიდი ხიდის გადავლის შემდეგ პატარა ხიდზე აღარ გადახვიდეთ და ხელმარცხნივ ჩაუხვიეთ/. იქ ხელმარცხნივ კიდევ ერთი ხიდი შემოგხვდა რომელზეც არ გადავედით მინდორში მიმავალ გზას ავუყევით, აქ დაგვხვდა ჩვენი გამცილებელი რომელმაც იქაური ეკლესიის გასაღების მფლობელთან მიგვიყვანა, მის გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდებოდა სოფლის პოვნა. სოფლიდან ორი ყმაწვილი გამოგვყვა, სასაფლაოსთან მდგომ ეკლესიაშიც შევედით, შემდეგ ბილიკს ავუყევით, კილომერი ან ოდნავ მეტი იქნებოდა. სვენებ-სვენებით ავედით, კარგია რომ წყლით სავსე ბოთლი თან გვქონდა, წყალი აქ არ იყო. მერე პლატობზე მოვხვდით და ხეებში ჩამალული ეკლესია გამოჩნდა

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 30 აგვ 2014, 13:32
by Ketevan Guliashvili
სოფელ ტბივის მთავარანგელოზის სახ. ეკლესია მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებისაა. ახლახანს გადაუხურავთ. იხილეთ ფოტოები

https://www.facebook.com/media/set/?set ... 972&type=3

ეკლესია გარედან მოხატულია

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 30 აგვ 2014, 13:33
by Ketevan Guliashvili
ეს კი შიდა მოხატულობა

Image

Image

Image

Image

ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Posted: 30 აგვ 2014, 13:56
by Ketevan Guliashvili
იმ დღისათვის სავარაუდოდ კიდევ სასაში, ჩუკული, ჟახუნდერი, ჩიხარეში გვქონდა დაგეგმილი.

ტვიბს დავემშვიდობეთ და გზას გავუდექით. ზემოთ ნახსენებ სოფლებამდე გვხხვდებოდა

სახურავი ყავარისაა. ესაა ხის, უმეტესად "მამრი ნაძვის" ან სოჭისაგან დამზადებული სახურავი რომელიც 25 წელი ძლებს. სახურავს 2-3 მორი ჰყოფნიდა.

Image