კარგი დავდებ
ცოტას მეც დავამატებ

სურათების ხარისხს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ამ სურათებს შეეწირა 2 ფოტო აპარატი, და მხოლოდ 20 პროცენტია გადაღებული იმ დაბრკოლებებისა და ულამაზესი ადგილებისა რაც იქ ვნახეთ.
ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილები კადრს მიღმა დარჩა

მაგალითად იყო ესეთი ადგილი. ღრმა წყალი, ფეხზე ვერ დგები, კანიონის კედლები სიგანეში 70 სმ, მიYვები ცურვით წყლის დინებას და უცებ შედიხარ გამოქვაბულში, რომელსაც თაღები აქვს და ცოტათი ბნელა, რა თქმა უნდა ამ ოთახში წყალია და ფეხზე ვერ დგები, გფარავს, ისევ ცურვით აგრძელებ და გადიხარ პატარა გვირაბით სულ სხვა მხარეს

და ესეთი უამრავი,
რაღაცა დაბრკოლებას რომ მივადგებოდით, ჩემთვის გავიფიქრებდი ხოლმე აი აქ ცუდათაა ჩვენი საქმე. აქ კი ნამდვილად თოკი გვჭირდება, მაგრამ გენერალმა წივწივამ ისე გაგვწვრთნა, ხვლიკებივით ცოცვა გვასწავლა.
ტრადიციულად ამ გასვლასაც ჰქონდა აკვიატებული დღის ფრაზა "სტრესი".
თეო გააგრძელე
