Page 2 of 3

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 10:36
by Nika
ვინმეს რო არ აებნას მომავალში გზა წითლად გადავხაზე არასწორი მონაკვეთები და მწვანეთი გავავლე რეალურად სადაც ვიარეთ. ტრეკს კი მოგვიანებით დავდებ
Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 10:43
by Tamari-ch.
წავედით სოფელ გუდარეხისკენ - კოშკამდე არმისული ეს საინტერესო ნანგრევები ვნახეთ სოფელში - აშკარად ეკლესიისაა...
ამოთხრილი იყო საძირკველი - ეტყობა რესტავრაციას უკეთებდნენ თუ რას აკეთებდნენ ვერ გეტყვით...

:roll:

Image

Image

Image

მერე ვნახეთ გუდარეხის კოშკი... რა თქმა უნდა ვიძრომიალეთ....

Image

Image

Image

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 10:44
by Tamari-ch.
გუდარეხისკენ გზა ოფროუდული იყო...

ერთ ადგილას თენგოს ჯიპი ჩაეფლო ტალახში და ჩარჩა....

:x :P

იმდენი "იბუქსავა", ბოლი აუვიდა...


Image

Image

Image

Image


ბოლოს ნიკას ოფროუდული გამოცდილების დახმარებით,
და ერთობლივი ძალებით ამოვიყვანეთ.....
მცირე ნაწილის ფეხით გავლა მოგვიწია....
მაგრამ ღირდა ამდენ წვალებად!!!!
ულამაზესია გუდარეხი!

:shock:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 10:49
by Tamari-ch.
Image

Image

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 10:53
by Tamari-ch.
მერე იყო ქაქუცა!

:lol:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ქაქუცას პარტიზანები....
:lol:

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 10:56
by Tamari-ch.
ამის შემდეგ კი იყო შპროტი, ყველი და პური
და კეთილი გული...


:lol:

Image

Image

Image

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:06
by Tamari-ch.
დაგვრჩა სანახავი აბელიანი

აბელიანზე ჯიპიესმა გვიჩვენა მოკლე გზა - გუდარეხიდან

მაგრამ გზა იყო და გზაც!!!

Image

:shock:

ავედით სადღაც მაღლა მთაზე!

ამ დროს უცებ წამოვიდა შავ-თეთრი ნისლი და თავზე გაგვემხო...

აღმოვჩნდით რაღაც ზღაპრულ გარემოში...
ქუდივით გვეხურა შავი რაღაც....
ქვემოთ - მოჩანდა ბარი - განათებული და მზიანი...
ჩვენ კი ფარებით ვმოძრაობდით!...
ძალიან შთამბეჭდავი იყო....

:shock:

მივაღწიეთ აბელიანამდე....



Image

Image

აბელია, არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრებისა და ეპიგრაფიკის ძეგლებით მდიდარი სოფელი ქვემო ქართლში (ახლანდელი აბელიანი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). პირველად იხსენიება 1580 წლის ერთ საბუთში. XI-XV საუკუნეებში სამეფო დომენი იყო. XVI-XVIII საუკუნეებში კი საბარათიანოში შედიოდა. აბელია დასახლებული ჩანს უძველესი დროიდან. გათხარეს 1954 და 1966 (ხელმძღვანელი გ. ლომთათიძე). აღმოჩენილია გვიანდელი ენეოლითური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძველი წელთააღრიცხვით IV-III ათასწლეულთა მიჯნა) ნამოსახლარი. ნ აპოვნია კერა, თიხის ჭურჭელი, ხელსაფქვავი, ქვის ცული, ობსიდიანის ზოდები და სხვა. აღმოჩენილია ანტიკური ხანის სამაროვანიც (ძველი წელთააღრიცხვით V-III სს.). ფილაქვით ნაშენ მომცრო სამარხებში მოკუნტულად ჩასვენებულ მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ შავი და წითელი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის ზურგჩაზნექილი სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები (ერთის ფარაკზე ფასკუნჯია გამოსახული), მინისა და ქვის მძივები (ერთი გიშრისა, ირმის გამოსახულებიანი), ლურჯი მინის მრავალწახნაგა სამი საბეჭდავი, რომლებზეც გამოსახულია მხედრის ნადირობა ლომზე, ხარირმისა და ფურირმის თამაში, კვიციანი ცხენი. ასეთი საბეჭდავები აღმოჩენილია მცხეთაში, შიდა ქართლში, კლდეეთში და სხვა. სოფელში თლილი ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას. შიგნით ჩანს მოხატულობის კვალი. საყურადღებოა ძეგლის დახვეწილი პროპორციები, სადა, ორიგინალური დეკორი. სამხრეთ ფასადზე დაცული ვრცელი ასომთავრული წარწერიდან ირკვევა, რომ ტაძარი აგებულია 1250-1259 წლებს შორის. წარწერის ავტორი - მანგლელი მთავარეპისკოპოსი არსენ მშვილდაისძე მოგვითხრობს იმ გასაჭირზე, რაც ტაძრის მშენებლებს დაადგათ მონღოლთა ბატონობის დროს. იხსენიება ორი მეფე: დავით-ულუ და დავით ნარინი, აგრეთვე რუსუდან მეფის ასული თამარ-ხათუნი და დავით ულუს ძე გიორგი. წარწერა გამოიკვლია და პირველად გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა.

Image

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:07
by Tamari-ch.
Image

Image

Image

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:15
by Tamari-ch.
თეო
Image

ნინო
Image

დალი
Image

ნიკა
Image

მე
:oops:
Image

Image

ერთად

Image

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:16
by Tamari-ch.
ნინოს ალბომი

https://www.facebook.com/media/set/?set ... 052&type=3


ჩემი ალბომი
https://www.facebook.com/media/set/?set ... 052&type=1

თეო-ლუკას ალბომი

https://www.facebook.com/media/set/?set ... 475&type=1

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:21
by Tamari-ch.
ნიკა, ნიკა და ნიკა!!!!

დადეთ თქვენი ფოტოებიიიიიიიიიიიი

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:27
by Tamari-ch.
აი ასეთი გემრიელი გასვლა გვქონდა...

ნიკას განსაკუთრებული მედალი!

კლასი ხარ - შენც და შენი პაჯეროც...


:wink:

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 11:41
by Ketevan Guliashvili
Tamari-ch.

ფარცხისის გალავანი შამბეჭდავი ზომებისაა, 2მეტრაამდე იქნებოდა ალბათ?

ტბისი , ანუ ავლევი რა კარგადაა შემონახული. თქვენი ნებართვით ესეც წლევანდელი აღმოჩენების თემის კონკურსანტი იქნება.

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 13:10
by Tamari-ch.
Ketevan Guliashvili
მე მგონი მეტის იქნებოდა
3 მეტრამდე მაინც...

ტბისმა მართლა გაგვაკვირვა
აღწერილობის მიხედვით ნანგრევებს ველოდი
არადა მშვენიერი ლამაზი კომპლექსია!
"პიზის კოშკმა" კი საერთოდ დახურა!

:lol:

ტბისი - გუდარეხის გარშემო - 9.09.12

Posted: 11 სექ 2012, 14:25
by nikea
მართლაც საინტერესო და საიამოვნო გასვლა იყო, ყველას დიდი მადლობა!