ნახევარზე მეტს გიცნობთ და თქვენთან ერთად ლაშქრობა ძალიან მომენატრა ეხლა რო გადავხედე სურათებს კიდევ მეტად...1. Ismail
2. Ismail + (თამუნა ავალიშვილი)
3. iano
4. arcivi9
5. Na-tia
6. Tami
7. KSOVRELI
8. იედაი სტეგ
9. chqareuli
10. Bloodsucker
11. GT.ge
12. mariamooo
13. tamo gakhokidze
14. iko iko
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
ისმაილ... ყოჩაღ, საოცარი ფოტოებია,წარმომიდგენია იქ რა ბედნიერები იქნებოდით ასეთ სილამაზეებს რომ დაინახავდით...
ყოჩაღთ ბავშვებო... :*:** მიხარიხართ
ყოჩაღთ ბავშვებო... :*:** მიხარიხართ
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
Na-tia wrote:მეც დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს![]()
პირველ რიგში, მადლობა ისმაილს, სამომავლო გეგმებში ზუსტად ჩამოყალიბებული და ყოველ გვერდზე დაკოპირებული ინფოსთვის, რომ მარშუტი რთული იქნებოდა და ყველას გააზრებული ჰქონოდა თავისი შესაძლებლობები. ეს რომ არა, პლიუს წამომსვლელთა რაოდენობის შეზღუდვა, შანსი არაა, ჩვენ იქ ვერ მოვასწრებდით გადასვლას, ნუ, ეს ჩემი აზრით. ამის მიუხედავად, ჩემთვის მაინც იმაზე რთული აღმოჩნდა ეს გასვლა, ვიდრე წარმომედგინა![]()
რადგან სამომავლოებშიც ჭაუხების უღელტეხილის გადასვლას იყო შედარებული ეს მარშუტი, პირველ დღეს მეც ვადარებდი ჩემთვის და ნამდვილად არ ჩანდა საშუალოზე მეტი სირთულის, აი, მეორე დღეს იცოცხლეჭაუხებზე გადასვლა მთაწმინდის ბილიკზე არბენავით მეჩვენება ამასთან შედარებით:D
ნუ, კიდევ ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიმართლა! ჩემთვის ყველაზე ექსტრემალური მაინც იმ თოვლსა თუ ყინულზე გადასვლა იყო, არ ვიცი, რამე რომ ყოფილიყო ის თოკი რამდენად დაგვიცავდა![]()
უღელტეხილიდან ქვემოთ ჩაცოცებაც არანაკლებ შთამბეჭდავი. პირველი შთაბეჭდილება უღელტეხილზე ასვლის ის იყო, რომ გავიხედ-გამოვიხედე და მეთქი აქედან რა ჩავა, ეს წვეტიანი ნაშალი კლდეები ჩასვლის არანაირ იმედს არ იძლეოდა, ნუ, მერე, ალექსა ჩაძვრა, თოკიც ჩაერთო საქმეში და ჩავედით.
ხო, ნუ, ქსოვრელზე ეხლა რა უნდა თქვას კაცმა![]()
რავი, ყველას დიდი მადლობა რა, მართალია, ისე მტკივა კუნთები, რომ გვერდიდან გვერდზე გაჭირვებით ვბრუნდები და სახიდან რაღაც საშინელი ყვითელი სითხე მჟონავს დამწვრობისგან, თავის კანიც კი დამწვარი მაქვს და ხელ-ფეხი ალაგ-ალაგ დაწყლულებული![]()
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გასვლა იყო ჩემთვის და მართლა ულამაზესი ხეობა!
პ.ს. ერთი-ორი სურათი მეც გადავიღე, დიდი ვერაფერი, ძირითადად შემთხვევითი კადრები, მაგრამ სახლიდან ვერ ვტვირთავ და მოგვიანებით ბმულს დავდებ

ქსოვრელს ერთს ვეტყოდი - ნუ ხარ ჯიუტი!!!

პირველ დღეს არ დავუჯერე და გვერდები მეტკინა ლოდინში...

კუნთები არაფერი... შარშან ნაღრძობი კოჭები გასივდა და დაცხრება... სახე გადარჩა...
შორტები...

ფეხსაცმელი ძაან გამომადგა... ყველაზე ადვილი ყინულზე გადასვლა მომეჩვენა, საერთოდ არ სრიალებდა. აი, ბალახზე დაშვება კი ჯოჯოხეთი იყო, დამანგრია... სქელი წინდა უნდა მცმოდა.
კარგი გაკვეთილი მივიღე...
ყველაზე თვალშისაცემი გასვლის მოწესრიგებული ორგანიზება იყო.
14 კაცი ერთი ორგანიზმი (წვრილმანებს არ ჩავუღრმავდები

ყოჩაღ თქვენს გამძლეობას, ვისაც ფეხები დაგიზიანდათ და ბოლომდე ფოლადად გარდაისახეთ!
მადლობა!!!
პ.ს. 2 წლის წინ სიზმარში, ფეხსაცმელში ჩაყრილი კენჭები გუშინ ღამე ამოვყარე.

ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
მააააშ, რა შეიძლება ითქვას საბოლოო ჯამში?
სწორედ ხდის ხეობა იყო პირველი ადგილი სადაც მე საერთოდ მთაში წავედი სტუ-ს ალპინიადიდან (რომელსაც „არყინიადას“ ეძახდნენ აგრეთვე) და მას მერე „დავტყვევდი“ მთებით, აი ამ „ტყვეობის“ აღმწერი თემაც:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
ამ ალპინიადებზე ჩვენ ხდის ხეობის დაახლოებით ორ მესამედს გავდიოდით (ზუსტად იმ ადგილამდე სადაც ჩვენ მეორე დღეს კარვები გავშალეთ) და ბოლო ერთი მესამედი ყოველთვის გამოუცნობი და იდუმალი რჩებოდა ჩემთვის, მათ შორის ის უღელტეხილიც რომელსაც მხოლოდ რუკებზე ვხედავდი და რომლის გავლაზე ბევრთან მისაუბრია და რაც ვერასოდეს ვერ გამოდიოდა და აი წელს გამოგვივიდა, მადლობა ყველას
Ismail
შესაძლოა ვინმე მონადირე ან მწყემსი იყო?
Na-tia
GT.ge

როდესაც ჩვენ და iano ერთმანეთს შევეხმიანეთ, მე და არწივმა აშკარად გავიგონეთ უკნიდან კაცის ძახილი. მაგრამ ჩვენს უკან ვინმეს ყოფნა იმდენად შეუძლებლად გვეჩვენა, რომ მე და არწივმა ჩავთვალეთ, რომ ირივეს მოგვეჩვენა.
ასეთი იდუმალება ალამაზებს სამთო ლაშქრობებსმიკროავტობუსში ვსხდებოდით და თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ უცებ, კიდევ ერთხელ ვინერვიულეთ: ზევით, მთაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, სინათლე დავინახეთ. გაგვახსენდა ის ხმა, რაც მე და არწივმა გავიგონეთ (და რომელიც იანოსაც გაუგია). თურმე იქ მართლა ყოფილა ვიღაც. ”ნუთუ ვინმე ჩვენიანი დარჩა უკან?!” ნერვიულად გადავითალეთ ერთმანეთი და... 14 ვიყავით.

Na-tia
ისე, კაი გართობა კი იქნებოდა მაგ ყინულზე ქვემოთ ჩასრიალებანუ, კიდევ ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიმართლა! ჩემთვის ყველაზე ექსტრემალური მაინც იმ თოვლსა თუ ყინულზე გადასვლა იყო, არ ვიცი, რამე რომ ყოფილიყო ის თოკი რამდენად დაგვიცავდა

GT.ge
თავიდან ჩემთვისაც სასტიკად ძნელი და დამღლელი იყო მასზე დაშვება მაგრამ მერე იდეა მომივიდა თავში: დავჯექი ბალახზე და პირდაპირ ქვემოთ ჩავსრიალდი, სწრაფადაც მივიწევდი წინ და არც დამღლელი იყო, გამოიყენეთ ყველამ ოღონდ ქვები არ უნდა იყოსაი, ბალახზე დაშვება კი ჯოჯოხეთი იყო, დამანგრია

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
- Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
ვინმეს რამე ხომ არ უჭირდა?მიკროავტობუსში ვსხდებოდით და თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ უცებ, კიდევ ერთხელ ვინერვიულეთ: ზევით, მთაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, სინათლე დავინახეთ. გაგვახსენდა ის ხმა, რაც მე და არწივმა გავიგონეთ (და რომელიც იანოსაც გაუგია). თურმე იქ მართლა ყოფილა ვიღაც.
იქნებ დაგიძახათ საშველად?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
იქნებ უბრალოდ მაძახურა იყო...
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
Tamari-ch.
და არც ის ჩანდა გარკვევით თუ კერძოდ რომელი მხრიდან იყო ძახილი
დავითაუ წ
"მიშველეეთ" არ გაგვიგია, ის კი არა ვერც კი ვიხსენებ კერძოდ რა გავიგეთვინმეს რამე ხომ არ უჭირდა?
იქნებ დაგიძახათ საშველად?

და არც ის ჩანდა გარკვევით თუ კერძოდ რომელი მხრიდან იყო ძახილი
დავითაუ წ
მაძახურა რაღაა?იქნებ უბრალოდ მაძახურა იყო...
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
სასიარულო წრიაპები, ანუ არა ალპინისტური შარშან პირველად ვნახე საქმეში და ისეთი დიდი ჭთაბეჭდილება მოახდინა, რომ ეგრევე გავიქეცი და ვიყიდე. მერე თავად ვიხმარე და მაგრა გაამართლა.
ღირს 15 ლარი და იყიდება დინამოსთან გაყოლებაზე რომ სპორტული მაღაზიებია, თითქმის ბოლოში, აღმაშენებლისკენ ერთი პატარა მონადირის მაღაზიაა. ორიოდე კვირის წინაც ვნახე. გირჩევთ იყიდოთ. მისწრებაა დატკეპნილ თოვლსა და ყინულზე. კიდევ ერთხელ ვიმოერებ ეს არაა ალპინისტური წრიაპები არამედ სალაშქრო სასიარულო. ასევე, მგონია, გამოდგება მოლიპულ ბალახე სასიარულოთაც. არის მსუბუქი და დიდ ადგილს არ იჭერს. რომ წარმოიდგინოთ ესაა რეზინის რგოლი, რომელზეც შებმულია რკინის ჯაჭვები წანაზრდებით. რეზინს ჭიმავთ და იცვამთ ფეხსაცმელზე და მერე მიდიი..
თქვენ რომ თვოლსა და ყინულზე იარეთ ასეთ რელიეფზე იდეალური იქნებოდა.
დედაა, არ გამომივიდა ამ წრიაპების რეკლამა?!

უნდა აღინიშნოს რომ ე.წ. "ყუროს ნაჩოვკებზე" ანუ სადაც მეორე დღეს კარვები გავშალეთ აუტანლად ბევრი და მომაბეზრებელი მუმლი თუ ქინქლა იყო საღამო ხანს 

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
Tamari-ch. wrote:ვინმეს რამე ხომ არ უჭირდა?მიკროავტობუსში ვსხდებოდით და თბილისში წამოსვლას ვაპირებდით, რომ უცებ, კიდევ ერთხელ ვინერვიულეთ: ზევით, მთაზე, იმ ადგილას, სადაც ჩვენ გამოვიარეთ, სინათლე დავინახეთ. გაგვახსენდა ის ხმა, რაც მე და არწივმა გავიგონეთ (და რომელიც იანოსაც გაუგია). თურმე იქ მართლა ყოფილა ვიღაც.
იქნებ დაგიძახათ საშველად?
Tamari-ch.
ხმა ზემოთ დღის სინათლეზე გაიგონეს, დანახვით კი ღამით დავინახეთ, როდესაც კიდევ ერთხელ დავხედე ჩვენს გამოვლი გზას და ფანრის შუქი რომ დავინახეთ ატყდა აჯიოტაჯი ვიღაზც ჩვენიანი დაგვავიწყდაო

შეიძლება მესაზღვრეც იყო
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას
მგზავრობას ჩვენსას
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
სურათებს კიდევ ვინ იღებდა? 

მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
arcivi9
მე ვიღებდი სურათებს და ეხლა ვტვირთავ.
მე ვიღებდი სურათებს და ეხლა ვტვირთავ.
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას
მგზავრობას ჩვენსას
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
საკუთარი თავის მშურს, აქ რომ ვიყავი, ასეთი სილამაზე რომ ვნახე, ასეთი კარგი ლაშქრობის და ლაშქრის წევრი რომ ვიყავი, ცოტა რომ წავუექსტრემეთ... კიდევ იმიტომ მშურს, რომ კარაველებიდან პირველები ვიყავით, ვინც ეს ხეობა და მარშუტი გავიარეთ

ხოდა აგერ ჩემი სურათებიც, თქვენს თავებს ნახავთ, გაგიხარდებათ, თორემ ისე დიდი ვერაფერი
)
http://allshares.ge/download.php?id=3682CABC46

ხოდა აგერ ჩემი სურათებიც, თქვენს თავებს ნახავთ, გაგიხარდებათ, თორემ ისე დიდი ვერაფერი

http://allshares.ge/download.php?id=3682CABC46
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)
მაძახურა ხევსურული მითოლოგიის პერსონაჟია... ხალხს ეძახის, იტყუებს, გზას აცდენს... საბოლოო მიზანი სადმე გადაჩეხვა ან მინიმუმ პრობლემების შექმნაა... იგივე ეშმა, ოღონდ იმ განსხვავებით, რო მაძახურა არავის უნახავს როგორია, გეძახის და გიტყუებს.. : )))arcivi9 wrote:
მაძახურა რაღაა?
ქოლგასავით სიტყვები წვიმიან ამინდში...
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!
_____________________________________
GEORGIA: LOVE it, or LEAVE it !!!