




ასე დავასრულეთ შაბათი დღის ლაშქრობა კანიონებში და ვეცადეთ ამოვსულიყავით სოფელ ტბისში, რომელიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოვახერხეთ ტყეში და ხევში სიარულის შემდეგ. წივწივას უნდოდა ჩვენთვის დაეჯერებინა, რომ გზა არ ახსოვდა, ცოტა კი გვანერვიულა, მაგრამ ბოლოს ნაცნობებიც ინახულა, ვაშლებითაც გავივსეთ კალთები და წავედით დასაბანაკებლად. უკვე კარგად ბნელოდა, საბანაკე ადგილას რომ მივედით, მოვეწყვეთ გემრიელად, ცოტა ხანი წავუკოცონეთ

და დავიძილქუშეთ

პ.ს. ამ დღეს ერთი საინტერესო შეჯიბრი გვქონდა: ყველაზე შეშინებული თვალები, ხოდა ჩემსა და ბაცკის შორის ჯერ კიდევ ვერ გამოვავლინეთ გამარჯვებული. სამწუხაროდ დოკუმენტური მასალა არ მოგვეპოვება, მაგრამ, თვითმხილველების თქმით, ორივე ძალიან საინტერესო იყო

პ.პ.ს. ახლა ხვალემ იზრუნოს ხვალისა და მეორე დღის სურათები ხვალ იყოს
