წავედით ბეშთაშენისკენ..
ბეშთაშენზე მქონდა ეს ორი სტატია
აღწერილობის მიხედვით იქ უნდა ყოფილიყო სერიოზული კომპლექსი
ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
"ბეშთაშენ" - ახალი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც წინათ "ბეშკენაშენ" ეწოდებოდა. თვით ამ სახელწოდებას განმარტავენ როგორც თურქულს, ვითომდა ხუთი (ბეშ) ქვისაგან აგებულ ობიექტს Бешташен означает по татарÑки «пÑть камней», სწერს ა.ნ.გრენი, და განაგრძობს: «Жители говорили мне, что при переÑелении их туда они нашли в Ñтой меÑтноÑти пÑть камней и потому и назвали так Ñеление. Очевидно, тут был какой – нибудь менгир, или вообще мегалитичеÑкий памÑтник». ასეთი განცხადება თუ ფილოლოგიური ნაწილის მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს, მეგალითზე მითითების მხრით სიმართლესთან მაინც ახლოს დგას, რამდენადაც ს.ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში მოიპოვება საკმაოდ დიდი მეგალითური სადგომი, რომელიც უმეტესად შემდგარია კარკნალისებრი ნაპრალ-გვირაბებისაგან, ნაწილობრივ კი ხელოვნურ ნაგებობათაგან დოლმენებისა და ბლინდაჟების ყაიდისა გალავნებითურთ.
ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 54
ბეშთაშენის „დაშლეხი“. „დაშლეხ" || „ტაშლეხ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ლოდოვანს აღნიშნავს. ასე ეწოდება საკმაოდ დიდ მეგალითურ სადგომს სოფელ ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში, რომელიც, კარკნალისებრ ნაპრალ - გვირაბებს გარდა, დოლმენ-ბლინდაჟისებურ ნაგებობათაგანაც შედგება. ეს ნაგებობანი ადგილ-ადგილ ზღუდე-გალავნებითაც არიან შემორტყმული. უთუოდ, ერთ ერთ პრიმიტიულ სადგომთაგანია ციკლოპურ ნაგებობათა შორის. თურქული სახელწოდება, რომელიც ქართული "ლოდოვანი"ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, იმის მაჩვენებელია, რომ იგი ამ ადგილის ძველი მოსახლეობისაგან მომდინარეობს, იმის ანალოგიით, როგორც ესევე სახელწოდება დღემდე შენახულია ბედენის კალთაზე ღრმა ღელეში მდებარე სადგომისათვის. იმავე ხეობაში, სადაც „დაშლეხ"-ი მდებარეობს, აუარებელი გამოქვაბულებია, შესაძლებელია, პალეოლითის ადამიანის სადგომები.
და ასევე კახას თანაავტორობით დაწერილი ნარიმანაშვილის ეს სტატია
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka
დაზვერილი და გათხრილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სოფ.ბეშთაშენიდან 1 კმ-ის მანძილზე მდებარე ციკლოპური ნამოსახლარი. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა ელი-ბაბას ეძახის....