სთრეინჯერი რაღაც უცნაურად დაეცა....
ფეხი დაუსრიალდა და ჰაერში ამოვტრიალდიო -
ისეთი ტკივილი მქონდაო - მეგონა ფეხი მოვიტეხეო...
ნიკა გავარდა ჯიპით შესახვედრად, თენგოს აფთიაქში აღმოაჩნდა რაღაც შესაშხურებელი სითხე და ტკივილი გაუყუჩა...
მოკლედ მანქანში ჩავსვით...
მოტეხილობა არაა რაც მთავარია...
საშინლად მუშაობს ინტერნეტი ჩემთან ამ საღმოს - დამტანჯა ფოტოების ატვირთვაზე მთელი საღამო...
ბოლო ბოლო წავედით მამულოსკენ... ნიკამ დასვა (საბენიეროდ არასწორედ კოორდინატები) და მივედით გზის პირას...
ჯიპიესის ჩვენებით წავედით წინ - გზაზე მივდივართ....
ფაქტიურად ხრამის თავზე ვართ...
ნიკას ვეუბნები - ქვემოთ რაღაც ქვებია, კონტურია თუ მეჩვენება თქო...
მივდივართ ჯიპიესით წინ და რაღაც უცნაურობა ხდება - თითქოს დამულ წერტილს ვუახლოვდებით, მაგრამ ხრამი კიდევ უფრო ღრმა ხდება!
ანუ იქედან უკვე შანსი არაა ქვემოთ ჩასვლის...
ანუ გადაწყდა უკან დაბრუნება და იქედან ჩავლა სადღაც ქვემოთ სიღრმეში...
მივედით ისევ საწყის ადგილას, სადაც ორი ჯიპი და მარიამი (ჯიპში) იყო
მე ცოტა უკან მანამდე მანქანიდან რაღაც ქვები დავლანდე - ბავშვებს ვუთხარი ერთი წუთით - მივალ გადავამოწმებ და ახლავე მოვალ მეთქი
მივედი და ეს ვნახე...
მგონი არაფერი... თუ არის მაინც რაღაც???
