უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 10 აპრ 2012, 21:13
თავი მე-7 : შორეთი - გადამწყვეტი ბრძოლა
ლაშქარი შორეთის მიუახლოვდა; თუმცა შორეთამდე უკანასკნელი ბასტიონი ასპინძის ციხე იყო, კოხტას ციხე უკვე აუღიაო ცოტნე დადიანსო და ჩვენც გადავიფიქრეთ მასზე ასვლა; ასპინძის ციხეს კი გურიის დიდმა მთავარმა არჩილ გურიელმა შეუტია, შიგან ასრე გავერივნა, გნოლის ჯოგთა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, ცხენ-კაცისა დადგა გორი.
ასპინძის ციხის აღების შემდეგ სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა თუ არა შორეთისკენ ლაშქრობა, ადგილობრივი მოსახლეობის კერძოდ პატარა ბავშვების გადმობირება მოვახერხეთ და დავიძარით ციხისკენ გზა სწორედ იმ პატარა ბავშვებმა მიგვასწავლეს: მადლობა ღმერთს.. გზად აგარის დედათა მონასტერი ვნახეთ:
შორეთი მაღლა მიუწვდომელ მთაზეა ულამაზესი მარადმწვანე ტყით , მიწაც ისეთივე მწვანეა ხავსიანი; აღარსად წასვლა აღარ მინდოდა;
ეს პირველი კარვული გასვლაა შორეთზე და იქიდან გამომდინარე რომ ყველაზე მეტად რეგიონში(საროსთან ერთად) სწორედ ეს მოეწონა ბევრს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა საოცარი ადგილია;
ცოტა ქენონის კოსმეტიკას შეამჩნევთ ალბათ:)




გზა თანდათან რთულდებოდა მერე ფეხი ყველას ბოლომდე გვეფლობოდა თოვლში: ჯგუფი ამას არ ელოდა :

და შორეთიც:


დროშა აფრიალდა შორეთზე გამარჯვებისა; ციხე აღებულ იქნა 1770 წლის აპრილს; თუმცა მტერი ღართაში გამაგრდა და უკუაგდო მცდელობა ქართველთა ჯარისა სრულიად დაეკავებინათ რეგიონი.. შორეთის დიდი გამარჯვების შემდეგ ლაშქარს გული დასწყვიტა ღართის ბრძოლის წაგებამ და ოთისწყლის ხეობიდან დაეშვა ქვემოთ, დაიწყო საშინელი წვიმა და დაღლილი მოლაშქრეები დასაბანაკებლად გაემართნენ ურაველის ხეობაში...
ხედი შორეთიდან:

მარტოსული ფიჭვი: როგორ მიყვარდა ბავშვობაში ფიჭვის დახატვა... შოდას ფონზე
ალბათ მაგიტომ არ ვიღებ ბევრ ფოტოებს და თუ ვიღებ ვაფერადებ 
ჩემთვის ხატვა თვალით ან სულაც ფუნჯით უპრატესია ფოტოზე... მართლაც რამდენი ფერია ფიჭვში შეგიძლია ქვემოტ უფრო მუქიდან ნათელში გარდამავალი...

ბარემ ეს ფოტოც დავდოთ:

დაღამდა, ყინავდა, ნაწვიმარი იყო, დაღლილები ვიყავით, ფეხები დაგვისველდა ყველას შორეთში, თუმცა კი :
ვერ აკრთობს ცხოვრებისეული ქარიშხალი იმას, ვისაც გულში შენეულ ცეცხლის შუქურა უნთია. ირგვლივ უჟმური ამინდია და სიბნელე, ძრწოლა და ღმუილი ქარისა, სულში კი სიმშვიდე და სინათლე: იქ ქრისტეა! და სული გალობს: ალილუია!
Last edited by
shoda1121 on 10 აპრ 2012, 22:45, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
-
avtokh
- მაწანწალა
- Posts: 953
- Joined: 28 სექ 2010, 21:31
- Location: saca moxerxdeba :)
Post
by avtokh » 10 აპრ 2012, 21:59
ცოტა მეტი ფოტოები გამოუშვით ნუ გეზარებათ

-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 10 აპრ 2012, 22:10
თავი მე9: ბზობა (თითქმის) ბაიებში:
უკეთესი ფოტოები გექნებათ


გვირაბიდან

უძლურ და უმწეო ყრმად ვიშევ ამქვეყნად, გარნა ანგელოსმან შენმან განართხნა ნათელი ფრთანი თვისნი და დაიფარა აკვანი ჩემი. იმა ჟამიდან ყოველთა გზათა ჩემთა მინათებს სიყვარული შენი, საკვირველად წინამძღვარი საუკუნოისა სინათლისაკენ. შობითგან ვიდრე მოაქამომდე დიდებულითა სიუხვითა დამაფრქვიე ნიჭნი შენნი. გმადლობ და მოგიხმობ შენ ყოველთა თანა შემცნობელთა შენთა:
დიდება შენდა ჩემ ცხოვრებისადა მომწოდებელსა;
დიდება შენდა გამომცხადებელსა შვენიერებისა ქვეყანისასა;
დიდება შენდა რომელმან, განახვენ წინაშე ჩემსა ცანი და ქუეყანა ვითარცა საუკუნო წიგნი სიბრძნისა;
დიდება შენსა მარადისობასა შორის წარმავალისა ქუეყანისა;
დიდება შენდა დაფარულთა და სააშკარაოთა მოწყალებათათვის;
დიდება შენდა ყოვლისა ამოოხვრისა ჩემისათვის;
დიდება შენდა ჩემისა ცხოვრებისა თითოეულისა ნაბიჯისათვის, სიხარულისა ჩემისა ყოველი ნამცეცისათვის;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 10 აპრ 2012, 22:15
თავი მე10 საფარა და რაბათი:
აღარ გვეგონა რომ ავიდოდით(ორი კვირის წინ ჩვენი მათ შორის კარველი მეგობრები ვერ ავიდნენ) მაგრამ უმაგრესი ამინდი გამოგვიგზავნა ღმერთმა:

მე
ყველგან და ყოველთვის რაჭა მახსენდება ასეთ ტყეზე:
რაბათში აღმოვაჩინეთ რომ ციხე ხელმეორედ შენდება და მეჩეთს ოქროსფერი გუმბათი დაადგეს ასე რომ ყველა მხრიდან ჩანს:
რაბათის ციხეზე არჩილი ავიდა და აღარ ჩამოვიდა ; ამ ამბავს მთელი მხიარულება მოჰყვა: არჩილი მართლა განსაკუთრებული და მხიარული ძალიან მაგარი კარაველია!!!!
ახალციხ:

Last edited by
shoda1121 on 11 აპრ 2012, 12:31, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 10 აპრ 2012, 22:47
თავი მე12: დაისი

აწყურის ეკლესიას უკვე დაბნელებისას მივადექით:
ეს ეკლესია რომელიც აწყურის ღვთისმშობლის ხატითაა ცნობილი დაუნგრევიათ კომუნისტებს: ეკლესია სვეტიცხოვლის მერე სიდიდით მე2 ყოფილა;
და აქ კი გამახსენდა:
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე..ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა ..ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ
===
ხატის ასლი პატარა ეკლესიაში იყო რომელიც ამ გრანდიოზულ ნანგრევებშია :

ფორესტს დაერხა ეს რა ბებო გაჩითა:

ბოლოს იყო მხიარულება, სიმღერა, www.leningrad.ru და ბრემენელი მუსიკოსები.... თბილისში დავბრუნდით 10-დან 11მდე დროის შუალედში... ჭუჭყიანები და ბედნიერები...
===========
უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა.
მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ!
ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა.
თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი.
მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 11 აპრ 2012, 00:49
ოთხშაბათს ხვალ შეკრება არამიზანშეწონილად მივიჩნიეთ რაკი მარხვის ბოლო კვირაა და სურათების გაცვლა+ქეიფის ამბავში შევიკრიბოთ იქითა ოთხშაბათს, 18 აპრილს 8 საათზე, მადლიანში
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 11 აპრ 2012, 00:52
datoforesti
ფორესტ, ფბ–ზე დადება კარგია თუმცა კარავს ძირითადი პლიუსი ისა აქვს რომ ჩემს და შენს მეგობრებს გარდა სხვა ადამიანიც ნახულობს ვისაც ამ ადგილების მონახულება უნდა და გადაწყვეტილებას იღებს ნახოს თუ არა ესა თუ ის ადგილი.
ისე კი დაგეგმვამ 80%ით და განხილვამ 95%ით ფბ–ზე გადაინაცვლა ბოლო დროს

experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 11 აპრ 2012, 01:05
shoda1121
აქაც დავდებ ძეგლებს და მოლაშქრეებს..

-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 11 აპრ 2012, 01:05
Last edited by
datoforesti on 11 აპრ 2012, 01:08, edited 1 time in total.