Page 2 of 11

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 17:13
by Lola
ილია სურათებს რატო არ დებ?
აი ის დადე მე რო ვარ... Image

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 17:15
by Druides
რა არი გოგო ნარცისიზმით ხარ დააავადებული:)????

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 17:23
by Lola
Druides

მეზღაპრეობას აღარ ჯობია?!


ვტკბები მაინც რაღაცით... Image

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 17:29
by Druides
Lola
მეზღაპრე რატომ???? :D

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 17:54
by Lola
Druides
თავს ნუ იდებილებ ძალიან გთხოვ :D

აჰა...

შეხვედრა დავნიშნეთ 12 საათზე თუმცა გასვლა მოგვიწია 12:40წ როგრც წესი ლოლამ დააგვიანა, ყველანი გაგიჟებულები ვიყავით და მიუხედავად იმისარომ ვიცოდით ლოლა წამოსული იყო სახლიდან და ჩვენსკენ მოეშურებოდა და მობილურზე გვპასუხობდა "უკვე გხედავთ, გხედავთ"
შენ რა იცი მე რას ვპასუხობდი? როცა ვთქვი ავტობუსს ვხედავთქო, მართლა ვხედავდი!.. Image ოღონდ აარა იმას ყვითელი როა და 61 რომ აწერია. პაზიკს ვხედავდი... მაგრამ სპორტის სასახლესთან სხვა პაზიკებიც იყო და თავიდან სხვა მიმართულებით წავედი... Image


თუმცა უკანასკნელად მაინც გადავხედე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას და შემეფეთა ლოლას გადრეული სახე,
რო მოვედი ავტობუსში არ ბრძანდებოდი, თეონა ჯანელიძეს შესციცინებდი თვალებში... Image
და სულაც არ მქონდა გადარეული სახე_ ვიღიმებოდი როგორც ყოველთვის... Image



მე და მიკა გავიპარეთ სუფრიდან და ავედით ციხეზე გადავიღეთ სურათები და ისევ დავბრუნდით თუმცა ჩვენების სიმღერა მაგრი მსიამოვნებდა......
სასწაულად უაზრო წინადადებაა და კიდე_ ყველამ კარგად ვიცით შენ და მიკა სად წახვედით... Image


მეტს აღარ გავაგრძალებ...


ჰა? კიდე მებლატავები? Image

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 18:08
by iverson
წავიკითხე რა თქვენი რეპორტები, შევნიშნე, რომ 1-2 მნიშნველოვანი ფაქტი გამოგრჩათ.

ციხის ერთერთ მიწისქვეშა ოთახის ნიშებში ვიპოვეთ მთელი "პაჩკა" (აუ პაჩკა კოლოფია ქართულად ხოდა ის კიდე კოლოფი არ იყო და როგორ ვთქვა? :cry: ) მარილი, ტყემალი, ცარიელი ქილა.. შემდეგ ქალბატონმა chunam იპოვა წერილი. აღმოჩნდა რომ ვიღაც ამოდის და იქ ათენებს ხოლმე ღამეს 4-5 დღე კვირაში და იმ გვთხოვდა თუ ბოქლომს დავაყენებდით "მისი ოთახის" კარზე, ერთი გასაღები მისთვისაც დაგვეტოვებინა. რაღაც ძაან რომანტიულად მომეჩვენა ეს ისტორია მაგრამ შემდეგ chunam თქვა რომ ძლივს გამოყვანილი ასოებით ეწერა და ბუნების, თავისუფლების მოყვარული ვაჟკაცის "ობრაზი" (აუ.. :cry: როგორაა ეს ქართულად?? გვალვა მაპატიე..) ჭუჭყიანმა ბომჟმა შეცვალა ჩემს წარმოსახვაში :)

ციხის ერთერთ ოთახამდე მისასვლელად პატარა ქვის ხიდი იყო გადასასვლელი და იმ ოთახში მოწყობილი იყო ეკლესია.. უფრო სწორედ საყდარი. ოთახის ცენტრში იდგა დიდი ხის ჯვარი, იქვე იყო ასანთი და სანთლები. სურვილისამებრ ნებისმიერს შეეძლო სანთლის დანთება და ლოცვა. ჩემთვის ეს გასაკვირი იყო რადგან არასოდეს ვყოფილვარ ისეთ ეკლესიაში, სადაც უფასოდ გაძლევენ სანთლებს. შესაწირი ყუთიც არსად ჩანდა და ამან ძალიან გამახარა :) იმიტორო ე.ი. მართლა რაღაც წმინდა "პონტი" იყო :)
კედლებზე სხვა ხატებთან ერთად ეკიდა ერთი უცნაურად დახატული, ფლომასტერებით შესრულებული ხატი, იქვე იდო იგივე მხატვრის შავთეთრი ხატები, ყველაფერი ეს თეთრ ქაღალდზე შესრულებული, ჩარჩოს გარეშე. ამანაც გამაკვირვა..

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა მე და თიკოს არაორგანული ნაგვის შეგროვებასა და დაკომპლექტებაში.

ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა! არაჩვეულებრივი ხალხი ხართ! :D
კირკ, იმედია შემდეგში მოიცლი :wink:

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 18:31
by lama
ჩაკრულო სად არის ჩაკრულო ჰააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 18:36
by ilia
რავი ეს საიტი ისედაც ძლივსაა და სურათები რომ დავდო, მერე იტყვით შენ მოკალია :?

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 18:55
by lama
ilia
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ამიტომ ბატონო ადმინო სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ახალ სერვერზე და ყველაფერი კარგად იქნება :wink:

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 18:58
by Tiko
ნაროდ როგორ ხართ? :)))
მაგარი იყოოო
Lola wrote:ილია სურათებს რატო არ დებ?
Image
დადეთ რა სურათები :)))

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 19:09
by iverson
Tiko

ველქამ! :D

აქ თუ ადგილი არაა

http://www.imageshack.us/

აქ ატვირთეთ და ბმულები დადეთ

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 19:11
by guruli
iverson
დიდი მადლობა შეხსენებისთვის. ეგ მართლაც დამავიწყდა.
ეგ მარილი მართლა თავის ტკივილად გვექცა, რა! თბილისში ხომ დაგვავიწყდა და დაგვავიწყდა, ერთ დროს დიდ ქალაქ უჯარმაში საგანგებოდ გავაჩერეთ მაღაზიასთან (კინაღამ სუპერმარკეტი წამომცდა), მაგრამ ბედი არ გინდა - იქაც არ ჰქონდათ. ბოლოს გამყიდველმა საკუთარი ბუჯერიდან :D გვიწილადა ცოტა, მერე იქაც აღმოაჩინეს, მაგრამ რად გინდა - მწვადზე დაყრა ყველას დაგვავიწყდა. მწვადს ჩაკრულოს რაჭველი მეგობრები წვავდნენ და მერე ეს მეხუმრებოდა, ესენი კაი, რაჭველები არიან, მაგრამ შენ, ამ გურულს რამ დაგავიწყაო (მე ცეცხლის დანთებაში ვეხმარებოდი). ისე, თავის დროზე ილიასთვისაც მინდოდა შეხსენება, შამფურები წამოიღე-მეთქი, მაგრამ...
უჯარმის მაღაზიასთან პაუნას ძველი ჯავრი გაახსენდა, როცა ამურისთან იყვნენ დაჩაზე. მაშინაც თურმე აგარაკიდან შუა სოფელში ასულან მაღაზიაში. პაუნა რატომღაც ახლა აჩხუბდა, ნუთუ მაშინ ამხელა გზა გამოგვატარეო, თითქოს ის გზა, როცა მიდიოდნენ, პატარა იყო და შაბათს დაგრძელდა. :lol:

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 19:19
by iverson
კაია უმარილობა, მარილები არ გექნება როცა დაბერდები და გამართული ივლი :D

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 19:30
by guruli
ilia
ილია, დადე სურათები და არავინ არ დაგაბრალებს არაფერს - რაც სჭირს, ამ საიტს ამაზე მეტი რა უნდა მოუვიდეს. :lol:

უჯარმა, 11 მარტი

Posted: 13 მარ 2006, 20:01
by ilia
კაი ბატონო, დავიწყოთ.