წავიკითხე რა თქვენი რეპორტები, შევნიშნე, რომ 1-2 მნიშნველოვანი ფაქტი გამოგრჩათ.
ციხის ერთერთ მიწისქვეშა ოთახის ნიშებში ვიპოვეთ მთელი "პაჩკა" (აუ პაჩკა კოლოფია ქართულად ხოდა ის კიდე კოლოფი არ იყო და როგორ ვთქვა?

) მარილი, ტყემალი, ცარიელი ქილა.. შემდეგ ქალბატონმა chunam იპოვა წერილი. აღმოჩნდა რომ ვიღაც ამოდის და იქ ათენებს ხოლმე ღამეს 4-5 დღე კვირაში და იმ გვთხოვდა თუ ბოქლომს დავაყენებდით "მისი ოთახის" კარზე, ერთი გასაღები მისთვისაც დაგვეტოვებინა. რაღაც ძაან რომანტიულად მომეჩვენა ეს ისტორია მაგრამ შემდეგ chunam თქვა რომ ძლივს გამოყვანილი ასოებით ეწერა და ბუნების, თავისუფლების მოყვარული ვაჟკაცის "ობრაზი" (აუ..

როგორაა ეს ქართულად?? გვალვა მაპატიე..) ჭუჭყიანმა ბომჟმა შეცვალა ჩემს წარმოსახვაში
ციხის ერთერთ ოთახამდე მისასვლელად პატარა ქვის ხიდი იყო გადასასვლელი და იმ ოთახში მოწყობილი იყო ეკლესია.. უფრო სწორედ საყდარი. ოთახის ცენტრში იდგა დიდი ხის ჯვარი, იქვე იყო ასანთი და სანთლები. სურვილისამებრ ნებისმიერს შეეძლო სანთლის დანთება და ლოცვა. ჩემთვის ეს გასაკვირი იყო რადგან არასოდეს ვყოფილვარ ისეთ ეკლესიაში, სადაც უფასოდ გაძლევენ სანთლებს. შესაწირი ყუთიც არსად ჩანდა და ამან ძალიან გამახარა

იმიტორო ე.ი. მართლა რაღაც წმინდა "პონტი" იყო

კედლებზე სხვა ხატებთან ერთად ეკიდა ერთი უცნაურად დახატული, ფლომასტერებით შესრულებული ხატი, იქვე იდო იგივე მხატვრის შავთეთრი ხატები, ყველაფერი ეს თეთრ ქაღალდზე შესრულებული, ჩარჩოს გარეშე. ამანაც გამაკვირვა..
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა მე და თიკოს არაორგანული ნაგვის შეგროვებასა და დაკომპლექტებაში.
ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა! არაჩვეულებრივი ხალხი ხართ!

კირკ, იმედია შემდეგში მოიცლი
