მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 11:34

გრიგოლ განმანათლებლის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია. გუმბათი ჩამონგრეულია. სამხრეთ მხარეს ქართულ-სომხური წარწერაა, რომლის მიხედვით ეკლესია აგებულია 1844 წელს მუხრანში მცხოვრები სომხური მოსახლეობისათვის "კეთილნებითა თავადისა მუხრანბატონებისა".

Image







Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 13:10

მუხრანბატონების სასახლე საუკუნოვან ტყეშია ჩაფლული. ივანე მუხრანბატონს 1876 წელს საფრანგეთიდან მოუწვევია მეღვინე სპეციალისტები და აუშენებია ღვინის ქარხანა (ტევადობა დაახლოვებით 1.000.200 ლიტრი). ღვინოს იგი ფრანგული წესით აყენებდა. პარიზში გამართულ ღვინის ფესტივალზეამ ღვინომ, სახელად "მუხრანულმა", ოქროს მედალი აიღო, ხოლო დამყენებელმა - ივანე მუხრანბატონმა - საპატიო მეღვინის წოდება მიიღო.

გადმოცემის თანახმად სასახლეს უამრავი ფარული გვირაბი ჰქონია, რეომელიც სავარაუდოდ მუხრანში XVII საუკუნის ციხე-გალავანს უკავშირდებოდა. ამ გალავნის შეგნით მდებარეობს მაცხოვრის სახელობის ტაძარი, რომლშიც ქეთევან დედოფალს ჟვარი დაუწერია.


Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 13:16

1895 წელს ივანხე მუხრანბატონის გარდაცვალების შემდეგ სასახლე კონსტანტინე მუხრანბატონის მფლობელობაში გადავიდა და მის მიერ გაიყიდა.

სასახლე ხელიდან ხელში გადადიოდა და პირვანდელ სახეს ნელ-ნელა კარგავდა.

სასახლე უნიკალურია არა მარტო ისტორიით, არამედ არქიტექტურითან. შუშაბანდები აზიურ სტილშია შესრულებული. თუმცა დღეს მათ აზიურობის არაფერი ეტყობათ რა.

კომუნისტების დროს სასოფლო-სამეურნეო ცენტრივით ყოფილა და პრაქტიკაზე ამოყავდათ სტუდენტებიო. - გვიამბო.80 წლის მუხრანელმა.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
მუხრანი–ძალისი–წილკანი 05.10.2011

Post by Ketevan Guliashvili » 07 ოქტ 2011, 13:20

სასახლესთან დაკავშირებით დიდი ხანი გრძელდებოდა დავა. ია ბაგრატიონ მუხრანელი პრეტენზიას აცხადებდა ამ სასახლის მფლობელობაზე.

როგპრც ირკვევა ეს შენობა სახელმწიფოს იჯარით გაუცია. სასახლე აღდგენის პროცესშია და 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოებს ჯი სი ჯგუფი აწარმოებს.

მუშებმა ჩამოშალეს მარანის თაღები, რომლებიც უკვე რღვევას იწყებდა და თავიდან ააშენეს ძველი გადარჩეული აგურის გამოყენებით.





ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]