მესამე დღე საკმაოდ რთული იყო. გამთენიისას ავიშალეთ და კატიწვერას დასალაშქრად გავეშურეთ (ალექსიმ ყავაც კი არ დაგვალევინა...... ). გვინდოდა კატიწვერაზე 12 საათამდე ავსულიყავით, რომ იქედან უმშვენიერესი ხედები დაგვენახა. როგორც ბ-ნ ალექსანდრე ამტკიცებდა, 12-ის შემდეგ ამინდი აირეოდა, ნისლით დაიფარებოდა იქაურობა და ვერაფრის ნახვას ვეღარ შევძლებდით. ამიტომ ვჩქარობდით და ვცდილობდით ნაშუადღევს უკვე ადგილზე ვყოფილიყავით. თუმცა, 12-დე ასვლა მაინც ვერ მოვახერხეთ

აღმართი საკმაოდ რთული გადასალახი აღმოჩნდა. ალექსიმ, იანომ და მარიამომ მარტივად გაართვეს თავი კლდეზე ცოცვას, აი მე კი, ლამის პარაკლისი გადავიხადე

ნაშალი ქვა ფეხქვეშ გვეცლებოდა და სხვა ყველა სიკეთესთან ერთად იმაზეც უნდა გვეზრუნა, რომ ჩამოვარდნილი ქვები მოგვეგერიებინა

დაახლოვებით პირველის ნახევარზე როგორც იქნა ავბობღდით და დავეშვით უძირო ტბისკენ (რომელსაც ადგილობრივები რატომღაც ”უპირო ტბას” ეძახიან).
ალექსანდრე მართალი გამოდგა - მზიანი ამინდი მომენტალურად ღრუბელმა შეცვალა. 3-4 წუთის ინტერვალით ხან წვიმას იწყებდა, ხან მზე გამოანათებდა, ხან სეტყვა წამოვიდა და მოკლედ - ნისლში გაეხვია იქაურობა. სვანეთის მთების დანახვა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ის სილამაზეც საკმარისი იყო, რაც იქ დაგვხვდა. არაფერია, სვანეთს მომავალ წელს გადავხედავთ

I am not an adventurer by choice but by fate.