ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Ledi » 25 ივლ 2011, 20:17

ყოჩაღ შენ Mta Mkvarebia

მე ახლა წარმოვიდგინე ჩემი თავი ტობაზე მიმავალი გზიდან მობრუნებული და ჩემივე წარმოსახვაში, ჩემივე ხელით მივახრჩვე გამყოლი. მასეც მოუხდებოდა ;)
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by paata_ » 25 ივლ 2011, 21:31

კარგად მოყევი ყველაფერი მარგალიტა, სიამოვნებით წავიკითხე და მე დავდებ მერე ტობას ფოტოებს რო გადავიღე :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by guruli » 26 ივლ 2011, 00:57

მოკლედ, რა ექტრიმ-უქმეები ჰქონია კარავს ამ შაბათ-კვირას! :) იქით ხრამში გადაცეხილები, აქეთ - თქვენ! :)
მთაშენკა, კარგი მონაყოლია და შემშურდა თქვენი, მწყემსების სახით რა კარგი მასპინძლები გყოლიათ. რა ჯობია ახალ ყველს და სულგუნს.
დათვის სულ ტყუილად შეგშინებიათ - არავითარ შემთხვევაში არ დაესხმის ტავს ადამიანს, თუ გასაქცევს არ უკეტავთ, თუ ბუნაგში არ უვარდებით, ბელებს არ ემუქრება საფრთხე ან - კბილი არ სტკივა (მაგას ეწირება კიდეც ეს ამხელა ცხოველი). მგელი კი ეტანება ადამიანს, მაგრამ დათვი - არა, თუმცა მის ნაკვალევზე სიარული, როცა იცი, რომ იქნებ სადმე ახლოსაცაა, არასასიამოვნო შეგრძნებაა. ოღონდ ახლა არ მითხრათ, კარავში უვარდებოდა იმათო - კარავში საქონლის სუნი იზიდავს და ეგ ისე ახელებს, მართლაც დიდად არ დაგიდევთ ადამიანს, მაგრამ ტყეში არ ესხმის თავს.
ტობა ამჯერად რომ ვერ ნახეთ, არა უშავს - სამომავლოდ კარგი სტიმულია.:wink:
პ.ს. ექსტრიმი არა, მაგრამ ამ შაბათს დიდი ხნის ოცნება ავისრულე და გერგეტზე ვიყავი. მყინვარი დაგვემალა, მაგრამ მაინც მაგარი იყო. ვინც სტეფანწმინდაში მოხვდებით, ნუ დაიზარებთ ლარსის საბაჟომდე ორიოდე კილომეტრის გავლას აუცილებლად ნახეთ იქ მშენებარე ეკლესია. უწმინდესის კურთხევა-ინიციატივით შენდება და მართლაც გრანდიოზული რამეა. აი, რომ აგამაღლებს და სიამაყით აგავსებს, ისეთი. მასეთი სეგრძნება ტაო-კლარჯეთის ეკლესიების და სამების პირველად ნახვისას დამეუფლა. ჯერ მშენებარეა, მაგრამ უკვე გრანდიოზული და შთამბეჭდავი. იქ დიდი კომპლექსი შენდება - დედატა მონასტერი, წმინდა გიორგის ეკლესია, პატრიარქის რეზიდენცია, სასტუმრო, ბიბლიოთეკა, მუზეუმი...
მოკლედ, ღირს წასვლა - საბაჟომდე 500-ოდე მეტრშია.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by lama » 26 ივლ 2011, 01:40

Mta Mkvarebia
მაგარია !!!

ველით ფოტოებს :)

ერთი სული მაქვს როდის ავალ :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში







User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by meleksa » 26 ივლ 2011, 21:46

paata_ wrote:Image
www.paata.ge
ტუტუს ელარჯია? :lol: :lol:
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by CheLo » 26 ივლ 2011, 22:33

მელექსას ოთახის უსირცხვილო ფლოსტები დამანახეთ ზუგდიდის ცენტრში რომ დაბლაყუნობდა :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Archil » 26 ივლ 2011, 23:10

paata_ wrote:Image
www.paata.ge
ესაა ამ გასვლის ფოტო,

ანუ ამისათვის წასულხართ და რაის ტობა და რაის ტბა :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

მთაში ბავშვობიდან დავდივარ, სკოლაში არ დავდიოდი, რომ ნაშალზე სირბილი ვიცოდი უკვე.
იმ დროიდან მოყოლებული სულ მუდამ ერთნაირი დამოკიდებულება მაქვს მთისადმი

-- მთა პატივისცემას მოითხოვს, მთას პატივი უნდა სცე.

შეიძლება გაპატიოს პატარა ანცობა, მაგრამ მაინც გაგკენწლავს.

ლაშქრობებში სიარულმა კარაველებს თავდაჯერებულობა შემატა, რაც მთისადმი მოკრძალების დაკარგვაში გადავიდა.

ჰოდა მაგიტომაც ვერ ნახეთ ტობა.

ტობაზე მიმავალი უაზროდ არ უნდა ისვენებდე, წვიმა არ უნდა გასველებდეს და მინიმუმ 2 ლიტრა ჭაჭა მაინც უნდა გქონდეს წაღებული.
ტობაზე მიმავალი სევანზე არ უნდა მღეროდე. მაგიტომაც არ მიგიშვათ ტობამ :)

გაიხსენეთ კარავის პირველი გასვლა ტობაზე და მიხვდებით როგორ მივიდნენ მიზნამდე
ჰოდა მასე უნდა იაროთ, რომ მიხვიდეთ მიზნამდე.

ვიმედოვნებ თქვენი შემდეგი გასვლა წარმატებული იქნება
და გასვლის ფოტოზე ტბაც გამოჩნდება ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by Mta Mkvarebia » 27 ივლ 2011, 00:00

Archil wrote: ტობაზე მიმავალი უაზროდ არ უნდა ისვენებდე, წვიმა არ უნდა გასველებდეს და მინიმუმ 2 ლიტრა ჭაჭა მაინც უნდა გქონდეს წაღებული.
ტობაზე მიმავალი სევანზე არ უნდა მღეროდე. მაგიტომაც არ მიგიშვათ ტობამ :)
კაი, კაცო :D
კი დავწერე რამაც არ მიგვიშვა ტობამდე :)

უაზროდ დასვენება ჩვენი არჩევანი ყოფილიყოს თითქოს...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტობავარჩხილის ნახვის მცდელობა 22-24.07.11.

Post by guruli » 27 ივლ 2011, 02:02

paata_ wrote:Image
www.paata.ge
არ შეგიწუხდათ გული, ეს მინდოდა ამ შუაღამეზე? :)
მელექს, მასეთ ლაშქრობაში თეთრებით წასვლა ვინ გასწავლა, თუ შეღებვა გინდოდა მაგეების? :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]