ეს იყო ყველაზე მრავალფეროვანი კარვული გასვლა,
რომელშიც კი აქამდე მიმიღია მონაწილეობა:
დავიწყეთ ოფროუდით, მერე გადავლახეთ მდინარე,
ვიძრომიალეთ დაბურულ და უღრან ჯუნგლებში,
კოღოებს მოვუწყვეთ ჭეშმარიტად მეფური ნადიმი,
ხულუტის ვიწრო გვირაბებშიც ვიძრომიალეთ
და დაგლეჯილ-დაკაწრულ-ხრამდალეულები დავუბრუნდით მშობლიურ კერებს.
ზემოთ აღწერილმა მე პირად უუუუუუუდიდესი სიამოვნება მომანიჭა და ერთი წუთითაც არ მინანია, აქ რამ წამომიყვანა თქო:)
რაც მთავარია, ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა
და ის მიიღო ამ გასვლისგან, რაც უნდოდა.
ახლა მადლობები:
მადლომა
თამთას ამ გასვლის ორგანიზებისათვის.
როგორც იქნა დიდი ხნის სურვილი, მენახა ფიტარეთი, ამიხდა:)
მადლობა
ლომს შესანიშნავი მძღოლობისა და ჩვენი მშვიდობიანად წაყვანა წამოყვანისათვის.
საბრინაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ
ასევე მადლობა ტანძიელ ბავშვებს, ძალიან დაგვეხმარნენ.
და ასევე გასვლის ყველა მონაწილეს, კარგები ხართ
