ხიდს რომ მივუახლოვდით, ნირი წაგვიხდა

ფიცრები საეჭვოდ იყო მორყეული და მდინარე კი ისეთი სიჩქარით მოდიოდა, რომ მისი გადალახვა სიგიჟის ტოლფასი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავმჯდარიყავით და ისე გადავსულიყავით

ერთადერთი აკომ და მერე დათომ გარისკეს ფეხზე დამდგარი გადასულიყვნენ

მათ შემყურეს მეგონა, რომ საშინელებათა ფილმს ვუყურებდი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს ყველაფერი ფილმში კი არადა ცხადში ხდებოდა

[url=
http://www.radikal.ru][img]
საბედნიეროდ, ხიდი ყველამ მშვიდობით გადავლახეთ და მდინარის მეორე ნაპირზე გავედით. მაგრამ მდინარის მეორე ნაპირზე ბილიკი გაქრა

ნინი-85-მა შორენას დაურეკა და თხოვა მის გვერდით მყოფი თუშებისთვის გზა ეკითხა. იმათაც გვითხრეს, ხიდიდან რომ გადახვალთ ბილიკი მარჯვნივ ადისო. (როგორც აღმოჩნდა, მართლები იყვნენ

ოღონდ, ჩვენ სხვა ხიდზე გადავედით და შესაბამისად ბილიკსაც ვერ ვხედავდით. ბილიკის ნაცვლად იქაურობა დიდი ბალახით იყო დაფარული. ჩვენც დავუჯერეთ მათ რჩევას და მარჯვენა მხარე ავიღეთ. ეკლებსა და ჭინჭრებში საშინლად დავიკაწრეთ და დავისუსხეთ. მაგრამ ამას არავინ დაგიდევდათ

მალე ბილიკისმაგვარი რაღაც გამოჩნდა, გავყევით, მაგრამ 50 მეტრის მერე მდინარის სილიან ნაპირს მივადექით. როგორც ჩანს, იქაურობა მდინარეს დაეტბორა, რადგან აღარც ბილიკი ჩანდა და იქაურობა მდინარის მოტანილი ხეებით იყო დაფარული.
ნიკოლოზმა გვითხრა არ გავშლილიყავით ტყეში და ბილიკი გვეძებნა. ხეებში გზას გაჭირვებით მივიკვლევდით. და როცა დათვის ნაკვალევი და შემდეგ ბუნაგის მსგავსი რამ დავინახე ტელეფონს ვეცი და კარაველებისთვის ნაცნობ თუშ კალმიკას (იგივე დათოს) დავურეკე

დათომ დაახლოებით ამიხსნა გზა, მაგრამ მაგ ბილიკზე დიდი ხანია არ ვყოფილვარ და შეცდომაში რომ არ შეგიყვანო, ჩემი დიკლოელი მეგობრის ნომერს მოგცემ. მეცხვარეა და ეგ გზა კარგად იციო. დავურეკე დათოს მეგობარ მამუკას. რომელმაც ჩიღოს ბოლოში დაბრუნება გვირჩია, რადგან ბილიკი ჩიღოდან გამოსვლის მერე აგვერია.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ის საშინელი ხიდი უკან უნდა გადმოგვევლო!

სხვა რა გზა გვქონდა. ისეთივე მეთოდით გადმოვედით ხიდს და შევუდექით უსაშველო აღმართს.
ჩიღოში რომ ავედით, აღმოჩნდა, რომ ჩასვლა-ამოსვლაში და ხიდზე გადასვლა-გადმოსვლაში 3 საათი დავკარგეთ. თან წყლის მარაგიც გვითავდებოდა.
მამუკას და კალმიკას დახმარებით სწორი ბილიკი ვიპოვეთ და გზას დავადექით. მალე დაპირებული ხიდიც გამოჩნდა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ხიდის მერე 1 ბილიკი ადის და შეუძლებელია, რომ იქ დაიკარგოს ადამიანი.
ბილიკი დიკლოს მთაზე ადის. ეს არის ერთი დიიიდი და დაუსრულებელი აღმართი. რაც უფრო მაღლა მივიწევდით, აღმართი უფრო და უფრო ვერტიკალური ხდებოდა
