უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 05 მაი 2011, 22:20
დილაც ცოტა სუსხიანი გათენდა. წესით ასე 6 საათისკენ სატყეოს მანქანას უნდა ჩამოევლო და გზის ბოლომდე უნდა გავყოლოდით მაგრამ ისევ არ გაგვიმართლა-მეტყევეს ან ძალიან ადრე გაეღვიძა, ანდაც მეტად გაუგრძელდა ძილი. მოკლეთ მანქანა აგვიანებდა, ჩვენ კი დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვქონდა, ღმერთი ვახსენეთ და დავიძარით. თბილისიდან ნახევარი ლიტრი სახლის არაყი მქონდა წამოღებული, ამდენივე ლიქიორი GIO GEO-ს დეიდამ მოგვცა, მაგრამ მაინც გვეცოტავებოდა, ამიტომ იქვე ბოლო მოსახლესთან ნახევარი ლიტრიც დავიმატეთ და უკვე დამშვიდბულები შევუყევით ხობის წყლის ხეობას.


ხეობა მეტად ლამაზია, გზად ბევრი პატარ-პატარა ხევები და ნაკადულები ჩამოდის. ერთ-ერთი ასეთია გვალაშარა. GIO GEO ხშირად ისვენებდა მუხურში და მისი თქმით საუცხოოდ ლამაზი ჩანჩქერები ყოფილა გვალაშარას ხეობაში. მარტო ეს სურათი რად ღირს ამის დასტურად.

გვალაშარას ცქერით გავძეხით და გზა გავაგრძელეთ. შემდეგი ხეობა კიდევ უფრო ლამაზი აღმოჩნდა და ასე გულგრილად ვერ ავუარეთ გვერდი.


ამინდი საკმაოდ ცხელი დაგვემთხვა, რაც ერთიორად ართულებდა ჩვენს ლაშქრობას. სამანქანე გზა დაახლოებით 25-30 კილომეტრამდე იყო. რაც უფრო მივიწევდით გზა მითუფრო რთულდებოდა. ტემპიც შეგვიმცირდა ,მაგრამ მაინც საკმაო სიჩქარით ვმოძრაობდით. გზის ნახევარზე მეტი გვქონდა დაფარული მანქანის გუგუნი რომ მოგვესმა შორიდან. დარწმუნებული არ ვიყავით რომ ხმა ჩვენსკენ მოდიოდა მაგრამ იმედი მოგვეცა, გავხალისდით და გაორმაგებული შემართებით შევეკიდეთ აღმართს. როგორც იქნა ჩვენც გაგვიმართლა და მანქან წამოგვეწია.


დაახლოებით 3 საათის გზა ნახევარ საათში ავიქროლეთ, ამაზე უკეთესს ვერც კი ვინატრებდით იმ დროისთვის. მეტყევეს მადლობით გამოვეთხოვეთ და ბილიკს ავუყევით. ეს იყო სამანქანე გზის დასასრული, სულ რამოდენიმე წუთში ალპურშიც აედით და საზაფხულო ქოხიც გამოჩნდა.




მართალია ტრანსპორტიც მოგვეშველა, მაგრამ წინა წელთან შედარებით მაინც დაუჯერებლად მცირე დროში მივედით ქოხთან. ჯერ შუადღე რიგიანადაც არ დამდგარიყო, ჩვენ კი უკვე ჩმმ-ს(ერთგვარი თამაშია და ყველა ტობელი დამეთანხება რომ საკამოდ სახალისოც) ადგილას ვისვენებდით
. აქ გენერალური შესვენება მოვაწყეთ და ზეიკიძესაც გამოვჭერით ყელი
მე და გიომ.

ეგ საწყალი ისე ფართხალებდა რომ ორი ტაეკვონდოსიტიც კი ძლივს ვაკავებდით
. ხელდახელ სუფრაც გაიწყო, ჭაჭის ნაჟურით ღმერთი ვახსენეთ და მადლობა შევწირეთ იმ სილამაზისთვის რომელიც გარს გვეხვია

ზემოთაც ვახსენე რომ მართლაც დაუჯერებლად მცირე დროში მივედით ამ ქოხთან. აღებული ტემპის და დიდი მონდომების გათვალისწინებით გაჩნდა გიჟური იდეა: "ამ ღამეს ოხოჯეზე ვათენებთ". ამ განზრახვის შესრულების ბოლომდე ალბათ არცერთს გვჯეროდა, მაგრამ მიზანი დავისახეთ და შევუდექით მის განხორციელებას. ქოხთან დიდხანს აღარ გავჩერდით და დავიძარით. როგორც გითხარით უკვე ალპურ ზონაში ვიყავით ასულები და ბილიკიც წელამდე დეკიანს მიუყვებოდა. ფერდობები ულამაზესი ყვავილებით იყო მორთული, ხევები ნისლში ჩაძირულიყო და ულამაზეს ხედებს გვპარავდა. უკან დიდი სისწრაფით ვიტოვებდით არაჩვეულებრივ სილამაზეს, მაგრამ გული არ გვწყდებოდა რადგან ყოველი ნაბიჯი უფრო დიდ სილამაზესთან გვაახლოვებდა.


ტყის ფერდობი ჩავიარეთ და პატარა შენაკადს მივადექით. გაგრილება მოგვინდა და ოპლააა....


ცოტა ფორმაში მოვედით, პატარა აღმართი ავიარეთ და თოლორდავების ქოხსაც მივადექით. წელიწადი იყო გასული იმ სითბოსგან და შესაშური მასპინძლობისგან რომელიც ამ ქოხიდან გვახსოვდა. იგივეს ველოდით ამჯერათაც და ძველი მეგობრების მოკითხვის წყურვილით მივუახლოვდით ქოხს, მაგრამ.... ძაღლები არ გამოგვეგებნენ, ირგვლივ სიჩუმე იდგა, ბინა ცარიელი იყო. მცირე იმედგაცრუება ვიგრძენით და სინანულით გავიხსენეთ შარშანდელი. სამივეს თვალწინ გვედგა ცხელი რძე, უგემრიელესი სულგუნი და ის სითბო რომელიც მწყემსებმა გვაგრძნობინეს.




ნაბანაკართან სული მოვითქვით, წყალი შევივსეთ და მაღლობს შევუყევით. ტემპი მართლაც რომ შესაშური გვქონდა, ერთმანეთს ვამხნევებდით მაგრამ ყველაზე მეტ სტიმულს ოხოჯე გვაძლევდა, თითქოს ჩაგვესმოდა "ცოტაც გაიჭირვეთ და სიხარულით გელითო". უღელტეხილი გადავიარეთ, ზამთრის ნაშთებით სახე გავიგრილეთ

და მონადირეების სადგომს მივადექით. ეს, ქვებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოყვანილი კედლები გახლდათ, რომელსაც მონადირეები ცელოფანს აფარებენ და გამეს ათევენ. აქ ცოტა წავიხემსეთ თაფლით და თხილით, რადგან ვიცოდით რომ წინ ყველაზე დიდი და მომქანცველი აღმართი გველოდა. 3000-ზე ავდიოდით და სუსხიანმა ნიავმაც არ დააყოვნა. აღმართი გაჭირვებით, საკმაო შესვენებებით ავიტანეთ. აღმართის თავზე ცოტას ივაკებდა და შემდეგ ისევ აღმართი, ამჯერად უკვე თოვლიანი იწყებოდა. ჩემი ფეხსაცმელი არცთუისე კარგად გამოიყურებოდა და გაყინულ თოვლზე სიარული საკმაოდ გამიჭირდა.




ბოლო აღმართიც ავიარეთ და გამოჩნდა სანატრელი ლურჯიც, თუმცა ლურჯი?... არა თეთრი ყოფილა მთლად თეთრი. ეს დაუჯერებელი იყო. ივლისის ბოლო დღეს ტბის 80% გაყინული იყო. თოვლიანი დაღმართი რეაქტიული სისწრაფით ჩავირბინეთ და, და მივედიიიიიიიით





როგორც გამოჩნდა ამინდი საკმაოდ ცუდი დაგვახვედრა ოხოჯემ. ტბა ნისლში იყო ჩაძირული და წესივრად ვერც ვნახეთ. დაღამებას არაფერი აკლდა და სასწრაფოდ კარავი გავშალეთ ტბის პირას. კარავი გამოუცდელი იყო და იმედი გვქონდა გაამართლებდა. ცელოფანი გვქონდა წაღებული, ყოველი შემთხვევისთვის გადავაფარეთ, გარშემო ქვები შემოვუწყვეთ და შევძვერით. დაუჯერებელი იყო მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. წინა წელთან შედარებით არც მეტი არც ნაკლები 4-ჯერ სწრაფად დავლაშქრეთ ოხოჯემდე მნძილი. მშვიდობიანი და რაც მთავარია მშრალი გამის იმედით ძილინებისა ვუსურვეთ ერთმანეთს და გავინაბეთ. წვიმა იქ უცხო ხილი სულაც არიყო, მაგრამ გრიგალი თუ გაგვაღვიძებდა შუაღამეს ნამდვილად არ ველოდით. ისეთი წვიმანარევი ქარი ქროდა რომ ჩვენი ცელოფანი სადაცაა გაფრენას აპირებდა ჯონიმ რომ იყოჩაღა. გარეთ გავარდა წამიერად იმ წარღვნაში, კარვის ბოლოებს გამოაბა ცელოფანი, კიდევ რაღაც ჯადოქრობა ჩაატარა და გადაგვირჩინდა კარავი. ცოტა ხანში წვიმა შეწყდა და როგორც იქნა ჩაგვეძინა. დილამდე აგარც გავტოკებულვართ. 
წამო თუშეთში
-
zura N.
- იეტი
- Posts: 2483
- Joined: 16 მარ 2006, 02:17
- Location: არხოტი
Post
by zura N. » 05 მაი 2011, 23:10
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 06 მაი 2011, 09:46
tushi aleko
წინა წელთან შედარებით არც მეტი არც ნაკლები 4-ჯერ სწრაფად დავლაშქრეთ ოხოჯემდე მნძილი.
ანუ, სოფლიდან დილით გასულები, საღამოს უკვე ტბაზე იყავით?
აი, მესმის ტემპი

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 06 მაი 2011, 10:31
აი მესმის ტემპი, მართლა არბენა გამოგსვლიათ, ყოჩაღ თქვენ! :DD
იმედს ვიტოვებ , მეც მეღირსება მაგ ადგილების ნახვა

-
GIO_GEO
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 25 აგვ 2007, 17:05
- Location: მთვარე
Post
by GIO_GEO » 06 მაი 2011, 11:09
tushi aleko wrote:
ტყის ფერდობი ჩავიარეთ და პატარა შენაკადს მივადექით. გაგრილება მოგვინდა და ოპლააა....
აქ დედიშობილაც იბანავა ვიღაცამ მახსოვს

ხოდა ამსახველი ფოტოც იყო მაგ ყველაფრის, მაგრამ მოგვიანებით გაქრა რატომღაც

ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
-
GIO_GEO
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 25 აგვ 2007, 17:05
- Location: მთვარე
Post
by GIO_GEO » 06 მაი 2011, 11:20
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 06 მაი 2011, 11:26
ვაჰ ვაჰ, რა ლაშქრობა! რა ხალხი! რა ადგილები! ყოჩაღ თქვენ რა! მაგრები ხართ!
თოლორდავების ქოხსაც მივადექით. წელიწადი იყო გასული იმ სითბოსგან და შესაშური მასპინძლობისგან რომელიც ამ ქოხიდან გვახსოვდა. იგივეს ველოდით ამჯერათაც და ძველი მეგობრების მოკითხვის წყურვილით მივუახლოვდით ქოხს, მაგრამ.... ძაღლები არ გამოგვეგებნენ, ირგვლივ სიჩუმე იდგა, ბინა ცარიელი იყო. მცირე იმედგაცრუება ვიგრძენით და სინანულით გავიხსენეთ შარშანდელი. სამივეს თვალწინ გვედგა ცხელი რძე, უგემრიელესი სულგუნი და ის სითბო რომელიც მწყემსებმა გვაგრძნობინეს.
მე და ნინოს გვქონდა ბედნიერება კიდევ ერთხელ დაგვეგემოვნებინა ეგ რძე-მაწონი უკანა გზაზე.
მაგრამ რატომ აღარ იყვნენ ნეტა?

ალბათ გაანებეს მეურნეობას თავი... მთლად გაუკაცრიელებულა ეგ არემარე და ეგაა...

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
-
GIO_GEO
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 25 აგვ 2007, 17:05
- Location: მთვარე
Post
by GIO_GEO » 06 მაი 2011, 11:26
Naia wrote:tushi aleko
წინა წელთან შედარებით არც მეტი არც ნაკლები 4-ჯერ სწრაფად დავლაშქრეთ ოხოჯემდე მნძილი.
ანუ, სოფლიდან დილით გასულები, საღამოს უკვე ტბაზე იყავით?
აი, მესმის ტემპი

კიი საღამოს უკვე ტბაზე ვიყავით

ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 09 მაი 2011, 18:22
აი გათენდა კიდეც როგორც იქნა. ძალიან ცუდად გვეძინა სამივეს. საძილეები თითქმის ბოლომდე დგვისველდა. კარვიდან თავი გამოვყე და როგორც იქნაააა- ცაზე ღრუბლის ნაფლეთიც არსად ჩანდა. სხვებიც გავაღვიძე და გამოვძვერით ბუდედან. დილა საკმაოდ სუსხიანი იყო, მზე ჯერ კიდევ მთებს ეფარებოდა . ერთი სული გვქონდა სხივებს გამოეჭყიტა რომ ცოტა შევმთბარიყავით. ცოტა ხანში ნატვრაც აგვისრულდა და ბარგის გამზეურებას შევუდექით. თითქმის ყველაფერი სველი გვქონდა და იქვე ლოდებზე მივაფინეთ. უღრუბლო ცის ხანგრძლივობის დიდი იმედი არ გვქონდა, ამიტომაც ვეშურებოდით ცოტა მაინც შეგვეშრო საძილეები და ტანსაცმელი. "უბორკა"
დავამთავრეთ და კუჭებზე ზრუნვაც დადგა დღის წესრიგში. ხელდახელ წავუსაუზმეთ, ამასობაში აპარატის ელემენტებიც შეშრა და ფოტოსესიაც დაიწყოოოო












ცოტაც და ჯონი ისკუპებდა ოხოჯეშიიი




წამიერად თეთნულდიც(თუარ ვცდები) გამოჩნდა

შემდეგ კი ჯონი დაგვეკარგა რამოდენიმე საათით და დაბრუნებულმა ეს მშვენიერება მოგვიტანა:




ეს ის მთაა რომელზეც ერთი წლის წინ ჯონი აბობღდა და ჩამოსვლა კი ისე გაუჭირდა რომ ძირს ჩამოსულს GIO GEO ლოცვით შეეგება

ეს კი ტობავარჩხილზე გადასავლელი უღელტეხილია, რომელიც მეორე დღეს გვქონდა გადასალახი და ჯონიმ წინასწარ შეგვამზადა






აკი გითხარით ჯონი რამდენიმე საათით დაგვეკარგა მეთქი და რომ შეაგვიანდა საძებნელად წავედი. ყველაზე მაღალ მთაზე ავედი საიდანაც ხელისგულივით ჩანდა არემარე და წესით ძებნის ოქიექტიც უნდა გამოჩენილიყო მაგრამ ჯონი თურმე უკვე ბრუნდებოდა, მე კი შეუდარებელი ხედები შემრჩა და წაუზაგრე კიდეც


სანამ მზე ჯერ კიდევ გვარიანად გვაცხუნებდა ისე გავთამამდით რომ ნუდისტური პლიაჟიც მოვაწყეთ ტბის ნაპირას. პლიაჟი რის პლიაჟია თუ წყალსაც არ გაუსინჯე გემო და აი შედეგიც

http://www.youtube.com/user/tobatravel? ... QvrDAZIoXM
წყალი ისეთი გაყინული იყო რომ ამოსულებს ლოლოები გვეკიდა თმებზე. მოგვიანებით მზე ნისლებში ჩაიკარგა.
დიდი მიხვედრა არუნდა რომ პირველმა ღამემ ოხოჯეზე საკმაოდ გაგვაწვალა და რახამც იმ ღამესაც იქვე ვაპირებდით დარჩენას უკეთეს საბანაკე ადგილზე დავიწყეთ ზრუნვა. შარშანდლიდან გვახსოვდა რომ იქვე მიდამოებში რაღაც გამოქვაბული უნდა ყოფილიყო და ძებნა დავიწყეთ. რაღაცას კი მივაგენით მარა არცთუ კარგი აზრი იყო იქ გათევა, ძალიან სივიწროვე და სიბინძურე იყო, ამიტომ ისევ ღია ცის ქვეს ვამჯობინეთ კარვის გაშლა. თუმცა მოგვიანებით შემთხვევით ისეთ ადგილს მივაგენით რომ ზღაპარშიც ვერ ვიოცნებებდით.


ეს იყო უზარმაზარი ლოდი რომელსაც ძირი "გამოჭმული" ქონდა და დაახლოებით 15-20 კვადრატის ფართობი იყო დატოვებული ღიად მიწასა და ლოდს შორის. მართალია სიმაღლეში მთლათ იდეალური შეიძლება არ გეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ იმ დროისთვის იმ ადგილას მართლაც იდეალურზე მეტი იყო. იმ მხრიდან, საიდანაც სავარაუდოდ ქარს შეეძლო შევეწუხებინეთ ამოშენება გადავწყვიტეთ და შესანიშნავადაც გამოგვივიდა. თავშესაფარს სასტუმრო "ოხოჯე" დავარქვით.

მართლაც რომ ხუთვარსკვლავიანი იყო ჩვენი სასტუმრო. მას თითქმის ყველა დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, რაც ნამდვილ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს-შესანიშნავი აპარტამენტები, აუზი, თან იმხელა რომ მისი სიდიდით დუბაის 7 ვარსკვლავიანი სასტუმროც კი ვერ დაიკვეხნის


ჩოგბურთის კორტებისთვის მინდვრები იმხელაა რომ მთელ კომპლექსს გააშენებთ. ხედი ხომ საერთიდ საუცხოო

საკომფერენციო დარბაზსაც მივხედავთ უახლოეს მომავალში და ნამდვილი "ოხოჯე*****" გვექნება.
საინჟირნო-სამშენებლო საქმიანობაში საკმაო დრო გაგვივიდა და მოსაღამოვდა კიდეც. საძილე ტომრები გავშალეთ და ვახშამიც გავმართეთ


ვახშამზე თითო პისტონი
ჩავარტყით და ცანგალა და გოგონამაც არ დააყოვნა

ოხოჯე თავის ჩვეულ სტიქიაში იყო და ისე ქუხდა, რომ ლამის ცა ჩამოგვამხო თავზე. ხო, ცა კი შეიძლებოდა მაგრამ აი ჭერს კი ნამდვილად ვერ ჩამოგვამხობდა
ნომერში
მისხალი წვიმაც კი ვერ აღწევდა. ერთი სიტყვით შესაშური საღამო გავატარეთ, ბევრი ვიხალისეთ და ემოციებისგან დაცლილებს ძილიც მოგვერია. მომდევნო ორი ღამე უკვე ტობავარჩხილზე გვქონდა დაგეგმილი და უკეთესის მოლოდინში ძილისპირული ვიმღერეთ
წამო თუშეთში
-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 09 მაი 2011, 20:43
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 09 მაი 2011, 23:10
მანდ თუ წახვალთ ალბათ მარტო ზაფხულში თორე ისე ძალიან სახიფათო და სარისკო იქნება. რაც შეეხება კილომეტრაჟს ზუსტად ნადვილად არ ვიცი, სამანქანე გზა დაახლოებით 25-30 კილომეტრამდეა მუხურელებმა გვითხრეს ესეც, ხოლო ფეხით სასიარულოც რომ დაემატოს ალბათ 35-40 კილომეტრამდე, ნუ თუ ზუსტი არარის ეს ვარაუდი არც ძალიან მცდარი იქნება, არც ბევრად მეტი და არც ბევრად ნაკლები.
წამო თუშეთში
-
CheLo
- დომცი+
- Posts: 2521
- Joined: 14 თებ 2011, 18:25
- Location: ზონაზე... : (
Post
by CheLo » 09 მაი 2011, 23:18
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 09 მაი 2011, 23:23
კი მანქანა სერიოზული შეღავათია და სრულიად რეალურად არის შესაძლებელი ერთ დღეში ასცლა პირველ ტბასთან. ნამდვილად ღირს 20-ის კიარა ორჯერ მეტის გავლა და ნამდვილად არ ინანებ. სურათებში ხო ლამაზია მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს არაფერი შეედრება
წამო თუშეთში
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 10 მაი 2011, 01:21
ყოჩაღთ, მშვენიერი ხედებია, მშვენიერი ლაშქრობა.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
