ძალიან სასიამოვნო გასვლა იყო, სხვანაირად მართლა ვერ იქნებოდა. ამისთვის დიდი მადლობა სამცხის ათაბაგს!
აბული და შაორი მართლაც შთამბეჭდავი იყო და დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ ციხეები დიდად არ მხიბლავს. ამინდი ხომ ისეთი იყო, სათავგადასავლო ფილმის გმირები გვეგონა თავი, ელავდა, ქუხდა, სეტყვის მარცვლები თავზე გვეცემოდა, მაგრამ მაინც გვიხაროდა, რომ აბული ვნახეთ

. ასევე ძალიან მომხიბლა ღტილას ეკლესიამ. სამსარის კლდეში ნაკვეთმა ტაძარმა კი ყველა აღაფრთოვანა და ერთხმად ათქმევინა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ამ ძეგლის ნახვად ღირდა ეს გასვლაო

. ტაბაწყურის უნახაობა პირადად ჩემთვის კარწახის ტბით დაკომპენსირდა, აი იქ ჩვენმა ჯგუფმა ისე იმხიარულა, სიტყვით ვერ ავწერ

ჰოდა
მერსელას და მისი თანასოფლელების მსუბუქად რომ ვთქვათ ნელთბილი დამოკიდებულება "საქართველოდან" ჩამოსული "სტუმრებისადმი" , აშკარად დათბა დიდ და მცირე კარწახის სოფლებს შორის, ტბის პირას, სადაც არცერთი გამვლელი ტრაქტორისტი და თივის მზიდავი არ გაგვიშვია, სუფრასთან რომ არ მოგვეწვია და ბავშვებთან ოჯახში სასუსნავებით ხელდამშვენებული არ გაგვეშვა. ვართანაც, არარატიც და მათი მეგობრებიც (ბოლოს შემოსწრებულთა სახელები უკვე აღარ მახსოვს, მიხვდებით ალბათ რატომაც

) ალბათ დიდხანს მოუყვებიან ახლობლებს იმ ცოტა უცნაური, მხიარული და კეტილგანწყობილი ქართველების შესახებ თავსხმა წვიმაში რომ ქეიფობდნენ კარწახის ტბის პირას და სომეხი და ქართველების ძმობის და მეგობრობის სადღეგრძელოთი ხვდებოდნენ და აცილებდნენ ყველას

.
ფოტოებიც იქნება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით

.
Naia
რა ყოჩაღი ხარ?
ძალიან კარგი ფოტოებია :*
Tamari-ch.
შეავსებს. ხომ თქვა, მერე ჩავამატებ ლაშქრობის დეტალებსო
lama
ლამა მერე მაგ ოფტოპიკებს, არ ჯობდა თემა გაგეხსნა ან უთემო მოგზაურობის ფოტოების თემაში დაგედო შემოდგომის თუშეთის ფოტოები?

ჩვენც რომ გაგვიზიარო შენი აღფრთოვანება ნანახით?
აი ამას ვგულისხმობ:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=22 ... sc&start=0