ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 18:23

(რეპორტაჟი წინა გვერდზე დავიწყე - გადახედეთ)



პირველად სოფელი შროშა უნდა გაგვევლო..

რუკაზე აღნიშნული იყო ეკლესია

Image

შროშა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 11-12 საუკუნე
დიდი განთიადი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 18 საუკუნე
ზედა შროშა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 14 საუკუნე


გადავწვიტეთ გამოგვეკითხა შროშელები - როგორ მისადგომი იყო...

თიხის ბაზრობაზე აგვიხსნეს რომ ადვილი მისასვლელი იყო
და გადაწყდა ერთი ერთი მაინც გვენახა...

მივადექით ასეთ ეკლესიას -


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:06

გასაღები ერთ ქალბატონს ჰქონდა

სანამ ის მოვიდოდა - ვპოზიორობდით...


Image

არჩილი და მისი +
გუგუა და +

და ნინი...
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2010, 19:09, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:08

კიდოვ ვპოზიორობთ ...

Image

ეს მეორე ნინო (ჩემი თანამშრომელი), და დათვი და+


და ვმეტიჩრობთ...
:lol:

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:13

როგორც გაირკვა ეს ეკლესია იყო მე 19 საუკუნეში აგებული
ეტყობოდა რუსული ეკლესიის გავლენა.
ის ქალბატონის წარმოშბით რუსი იყო
და მოგვიყვა, რომ მისი მეუღლე ეკლესიას პატრონობდა ,

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ შიგნით აღმოჩნდა უძველესი ხატები -

200 წლის -

ეს ტილოები მეტად შელახულია და იმდენად ძველია, როცა სარესტავრაციოდ წაუღია ტბილისში იმ ქალბატონსი ქმარს - ტბილისიდან უარით გამოისტუმრეს -
ასეთი საღებავები მხოლოდ გერმანიაში არისო

აქ არ გვაქვსო\

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:16

ესეც ის ხატები...
ეტყობათ სიძველე

Image


ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის იყო..

ჩვენ კი ვეძებდით მე-12 საუკუნის ქართულ ეკლესიას

აი ამას

შროშა
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 11-12 საუკუნე
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:19

იმ ქალბატონს ვკითხეთ -
მეთორმეტე საუკუნის ქართული ეკლესია შორს არის თქო?

და აღმოჩნდა რომ იქვე -
სასაფლაოს გორაკზე ყოფილა ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევები


ლაშქრობის ყველაზე ნორჩი მონაწილეები სწორედ ახლა ამ გორკაზე დგანან-
გორაკის თავზე ქართული ეკლესიაა

ისიც წმინდა გიორგის სახელობის


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:21

აი ისიც....

წმ გიორგის სახელობის მე-12 საუკუნის ეკლესიის ნანაგრევები



Image

დაიწყო ძრომიალი ძეგლის გარშემო
და ფოტოების გადაღება

Image
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2010, 20:47, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:29

გახლეჩილი კედლები, ჩამოშლილი კამარები - ძეგლი აღდგენას მოითხოვს...


Image


მაინც ინარჩუნებს ის სილამაზეს და სიდიადეს.

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:30

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:31

სანთლები დავანთეთ, მცირედი ვილოცეთ -
მცირედ შევისვენეთ და გავაგრძელეთ გზა...



Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:41

შემდეგ ვნახეთ შორაპანის ციხე ქალაქი -
მართლაც დიდებული

Image

შორაპნის ციხე, ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ყვირილისა და ძირულის შესართავში (ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორია, ზესტაფონის რაიონი).
ვახუშტი ბატონიშვილი ციხეს ასე აღწერს: «ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არს შორაპანი. რომელი აღაშენა მეფემან ფარნაოზ, ქალაქი და ციხე დაყო საერისთავოდ. ამას ჩრდილოეთ-დასავლეთით უდის ყვირილა, აღმოსავლეთით-სამხრეთით ძირულა, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შუა აქვს კლდე-გორა მცირე და გვირაბი დიდი ჩასული წყლამდე.”



წყაროებში პირველად მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.). ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. 1730 ოსმალებმა დაიკავეს. 1770 მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა.

Image

ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე. შორაპნის ციხის ნანგრევებში აშკარად შეიმჩნევა ორი ფენა: გვიან ფეოდალური — რიყის ქვის წყობა კირის ხსნარზე და ადრე ფეოდალური — უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირის ხსნარზე. კვადრების სამი-ოთხი რიგის შემდეგ მორიგეობს ხუთრიგიანი აგურის წყობა. ქვისა და აგურის მონაცვლეობიანი წყობა მიეკუთვნება მე-6 საუკუნეს. მშენებლობის ასეთი სტილი დამახასიათებელია ბიზანტიური იმპერიის პერიოდის რომაული არქიტექტურისათვის.
მე-6 საუკუნეს ეკუთვნის ციხიდან მდინარე ყვირილაში ჩამავალი გვირაბი, რომელიც გვიანფეოდალურ ხანაშია აღდგენილი. ცნობილია ისიც, რომ ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა ორი სხვადასხვა დიამეტრის მქონე თიხის მილების წყალსადენით. ციხის დაცული ნანგრევები შეიცავს სხვადასხვა ხანის ნაგებობებს.
ეს ნაწილი აგებულია ოთხკუთხა თლილი ქვისაგან, რომელსაც შუაში დატანებული აქვს აგურის ზოლი. ასეთი ნაგებობა დამახასიათებელია იმპერიის პერიოდის რომაული და შემდეგ მე-4-6 საუკუნეების ბიზანტიური არქიტექტურისათვის.
შორაპნის ციხეში არის ამავე ხანის სხვა ციხეებისათვის დამახასიათებელი გვირაბი, რომელიც ცუდადაა შემონახული. იგი იწყება დასავლეთის კედელთან და მიემართება ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ყვირილასაკენ და ჩადის მის სანაპირომდე(სიგრძე 60 მეტრი), სადაც აშენებულია რიყიოს ქვისა და კირქვისგან აგებული ოთხკუთხედი კოშკი. ციხეს ჰქონია ორი კარი: ერთი ჩრდილო-ამოსავლეთით და მეორე დასავლეთით, სადაც ამჟამად ძველი თაღოვანი ციხის ბურჯია შემორჩენილი და რომლითაც მდინარის მარცხენა მხარე უკავშირდებოდა მარჯვენას.
შორაპნის მთელი ტერიტორია ერთ დროს შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რასაც მოწმობს ამ ადგილებში ნაპოვნი ალიზის კედლის ფრაგმენტები და სუსტად გამომწვარი აგურის ნატეხები. მთელი ეს ფართობი(დაახლოებით 25ჰა) ციხის გამოკლებით ქალაქის ტიპის დასახლება უნდა ყოფილიყო.


შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ამავ დროს ეს იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ვარაუდობენ რომ აქვე უნდა ყოფილიყო ნავმისადგომი, საბაჟო, უნდა ჰყოლოდათ მცველი რაზმიც, რადგან სავაჭრო გზით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც. შორაპანი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი.
შორაპანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა 3 სახმელეთო გზა, ასევე დასავლეთიდან __ ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო. მათგან ერთი სახმელეთო გზა იწყებოდა ქუთაისიდან, გამოივლიდა ჩხარს, სკანდას, «თამარის ხიდს» მდინარე ჩოლაბურზე და მდინარე ყვირილას თაღოვანი ხიდით შედიოდა შორაპანში. მეორე კი მდინარის მარცხენა მხრიდან შემოდიოდა და რიონის ნაპირით მიემართებოდა შავი ზღვისაკენ.

Image

შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 1983 წელს დაიწყო. მთლიანად გაიწმინდა მიმდებარე ფართობი და გამოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ნაწილობრივ ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ოთხკუთხა ბურჯისმაგვარი კოშკი, გაწმენდილია ნაგებობის იატაკი, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები აღმოჩნდა, რომელშიც ჩაშენებულია წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი ავზი.
არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იქნა ასევე ადგილობრივი და უცხოური თიხისა და მინის ჭურჭელი, რკინის ნივთები. გათხრებით დადასტურდა რომ X_XI საუკუნეებში შორაპანში ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობდა. მდინარეების ყვირილასა და ძირულას შესართავთან ექსპედიციამ გამოავლინა ანტიკური ხანის ნაგებობები, რომლებიც ორნაირი კრამიტით(ბრტყელი და ღარიანი) ყოფილა დახურული. აღმოჩენილია კოლხური ამფორები და სხვა ჭურჭლები, მასთან ერთად იმპორტული შავლაქიანი კერამიკის ფრაგმენტები, რითაც სავაჭრო გზის რეალურად არსებობა დასტურდება.
ციხეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:43

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:46

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2010, 19:48

ესეც ნასახლარები
ან სასახლეს კედლის ნაშთები


Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ტაბაკინის გარშემო - გფარავდეთ წმ. გიორგი

Post by Hereti » 10 აპრ 2010, 20:39

ყოჩაღ, გვეღირსა რეპორტაჟიც, მშვენიერი სურათებია თამარ, ერთი ნაკლი აქვს ცოტაა, მართლა კარგი გასვლა გქონიათ მე 7-ზე მეტ ქულას დავუწერდი :wink:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]