Page 2 of 6

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 00:30
by lama
Int3lig3nt
რატომ არ იკითხე

სონჩო სად არისო?

:roll: :roll: :roll: :roll: :roll:

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 00:35
by Tengo
სერია 3.

სონჩოსკენ მიმავალ გზაზე და იუხოს კოშკის ფონზე
Image
Image
Image

ზემო ხადას სოფლები სონჩოს ხეობისკენ მიმავალი ხედის უმაღლესი წერტილიდან (ჩვენთვის უმაღლესი, თორემ მაღალზე მაღალს რა დალევს)
Image

კვლავ შემოდგომა ხადა-სონჩოს გასაყარზე
Image
Image

და დიდხანს ნაცადი სადილობა - მაიკოს ხელით მელის სიკვდილი ამ სურათისთვის :):):)
Image
Image
Image

ჩვენი გუნდის მეთექვსმეტე წევრი - "ზარბაზანა", რომელიც ბოლომდე ჩამოგვყვა, დაგვემშვიდობა და იმედია შინ უვნებელი დაბრუნდა
Image

ჩვენ ერთი გუნდი ვართ-ს ამბავია :):):) და დაშვება სონჩოს ხეობაში
Image

ხოოო - ამ გზაზე ერთი ორჯერ მიქელამ მხარზე ხელი დამარტყა უკნიდან, მაგრამ არ გამიხედია :) ეს კაცი რომ არა....
Image

ფეხი თუ დაგიცდა ან კლდის ნაშალი თუ წავიდა, ეგრევე ოლ-ინქლუზივის ამბავია (სასაფლაო, გაპატიოსნება და ამბავი) :-)
Image

სონჩოს ხეობა
Image

გრძელი გზა მოიარე, სახლში მშვიდობით მიდიო.....
Image

გზად ნაპოვნი საკოცონე (?), ხო აბა ეს ბუხარი ხომ არ არის :)
Image

და პირველი სოფელიც - ჟოჟონა, სულ 5 კომლი, აქედან მხოლოდ 1 ცხოვრობს...
Image

ყველას მიერ მივიწყებული და მიტოვებული სოფელი სონჩო
Image

ჟოჟონას 2 საფლავიან სასაფლაოს მომავალი ერთი მკვიდრი თავის იმ ქვეყნად წასვლას მომხადებული ხვდება
Image
Image

სოფელ ჟოჟონადან გამომავალნი - ბილიკის ძიებაში
Image

იქვე მდებარე წყარო თავისი აუზით - კვლავ ბილიკი დასრულდა....
Image

სოფელი ჟოჟონა დანახული ქვევიდან
Image

დასასრული!

ისე რაღაც სურათები აქაც მიყრია:
http://www.facebook.com/album.php?aid=1 ... e8a0f95de0

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 00:41
by Tengo
guruli wrote:@Tengo@
სოფელი ქოროღი
ქოროღი ჰქვია მაგას თუ წამალაიძეები? ქოროღი მანდ ეკლესიაა და მგონი, მაგის დაბლა ნასოფლარი, მიდელაურთა ნაციხარები. აი, მაგის დაბლა ფერდობზე გაფანტულ კოშკებს კი ნაღდად წამალაიძეების კოშკებს ეძახიან.
სოფელ ბენიანის
ბეგოანი.
რა გითხრა აბა, ადგილობრივები რასაც გვეუბნებოდნენ მეც ვეცადე ეგრე დამემახსოვრებინა და თან ტელეფონში ჩამეწერა :):):) როგორც სჩანს მაინც მთლად ბოლომდე კარგად ვერ დავიმახსოვრე :):):)

ქოროღოაო - ყველგანმავალის ადგილობრივმა მგზავრმა თქვა და ბენიანიო ლიდა ბებომ.... თუმცა შესაძლებელია ან ვერ გავიგე, ან კიდევ არასწორად ჩავიწერე...

მადლობა შესწორებისთვის!

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 03:05
by Archil
Kakha wrote:Int3lig3nt დადანარჩენებს კითხვა - შარშან ხადას ხეობაში, მოხოლოდ მჟავე წყლებამდე იყო შესაძლებელი მისვლა, რადგან ცოტა მაღლა მეწყერი იყო ჩამოწოლილი და მანქანები ვერ გადადიოდნენ.

გაწმინდეს ის მეწყერი და გაასუფთავეს სამანქანო გზა?

შესაძლებელია, მაგალითად იუხომდე მისვლა?
თავისუფლად, შენი მანქანით მით უმეტეს.

ჟიგულიც შეიძლება ავიდეს, მაქაური გზები გეცოდინება, მაგრამ ჯიპებისთვის პრობემა არანაირი.

მადლობელი ვარ ადამიანების, რომლებიც დღეს ჩემს გვერდით იყვნენ. ძალიან მეგობრული გასვლა იყო.
teo- wrote:Int3lig3nt
ვისთვის როგორ ინტელ, აი ტობელები არ დაგეთანხმებიან :))) მე პირადად თუ ნასვამი ვარ სუნთქვას უფრო ვაკონტროლებ და გაცილებითმაგრად დავდივარ:) ამიტომ კველამ უნდა იცოდეს რისი თავი აქვს და იმის მიხედვით გადაწყვიტოს ;)
ველი ფოტოებს , აზრზე არ ვარ ხადადან რომელ მხარესაა სონჩო
დალევა ამ შემთხვევაში მართლაც ზედმეტი იყო. რატომღაც უაზრო წესი - გასვლისთანავე დაიწყო დალევა - ამ წესის გამოვლინება უფრო იყო, ვიდრე აუცილებლობა.

ტობასნაირ ადგილებში თუ არ დალიე, გაცივდები და მოკვდები :lol: :lol: :lol:

აქ სამაგისო არაფერი იყო.

რუკას დავდებ მარშუტით. რატომღაც GPS მეურჩება, ტრეკს არ მიჩვენებს და შევეცდები ხელით შემოვხაზო ჩვენი გავლილი გზა.

იუხოდან ქედზე რომ ავედით, 2040 მეტრი აჩვენა GPS-მა. ქვემოთ 1320 იყო რამდენადაც მახსოვს.

ფეხით 17,5 კმ გვაქვს გავლილი GPS-ის მიხედვით.

Image

როგორც ხედავთ ფეხით სიარული დავიწყეთ 10:57-ზე (ერთი საათის გადაწევით აჩვენებს GPS-ი, მაგან ჩვენი მთავრობის კანონები და გადაწყვეტილებები არ იცის) და დავასრულეთ საღამოს 19:00 საათზე. საკმაოდ დაბნელებული იყო უკვე.

ფეხით სიარულისას დასაწყისისკენ დაფიქსირებულია 1843 მეტრი, მერე ვეშვებით 1490 მეტრამდე, სასაფლაოებთან 1787 მეტრას აჩვენებს, იუხოსთან 1828 მეტრი იყო, სერზე რომელზეც დავისვენეთ და დავნაყრდით 2044 მეტრზე ავედით, ზოზონი 1763 მეტრია, და ბოლოს მარშუტკასთან 1310 მეტრს აჩვენებს. იმედია მიხვდებოდით საუბარი მიდის ზღვის დონიდან სიმაღლეების შესახებ.

უკეთესი სურათის მისაღებად გზებს ვეძებ.

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 08:59
by perwkli
@Tengo@

პერწკლი :wink:


პ.ს. აზრზე რომ მოვალ მეც დავყრი რამეს :D


პ.პ.ს. თურმე მაღალი წნევით მივლია გუშინ, რა მიცვალებულის ტარებას გადარჩით, აფსუს :roll:
მეც არ მიკვირდა რატო ვერ დავდივარ თქო :D :D :D

ჩემი ფავორიტი კადრი
Image

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 09:07
by Kakha
Archil

მადლობთ, გასაგებია. ესე იგი გზა გუწმენდიათ რაც მახარებს. შარშან ვერც ჯიპები და ვერც საბარგოები ვერ გადადიოდნენ ჩამოწოლილი მეწყერის გამო.

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 09:35
by Tengo
Archil

გაიხარე კარგო ადამიანო!!!!!! მართლაც ძალიან კარგი იყო.... დიდი მადლობა ყველას....

ისე ეს შენი ჯიპიესის რუქა რომ მოგპარო ნეტავ ძალიან გწეყინება? :)

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 10:07
by Iako.
გილოცავთ ხალხო მშვიდობით დაბრუნებას :)
რა ლამაზ ადგილას გივლიათ :)
ძალიან ვნანობ მეც რომ არ შემოგიერთდით :(

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 10:19
by Naia
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ! ძალიან მიყვარს იქაურობა და მიხარია რომ კიდევ ერთხელ მოინახულეთ!

ელგუჯას ციხე ხეობის შესასვლელში ნახეთ?

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 10:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt
უ1ლესად, ყოჩაღ შენ ამ გასვლის მოთავეობისთვის.
მშვენიერი გასვლა გქონიათ.

ლაშქრობამდე თრობა მეც უაზრო მგონია, თითო ჭიქის დალევა, კგიც კია.

@Tengo@
ეგრე თუ გააგრძელებ, კგ ფოტორეპორტიორი დადგები

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 10:54
by Tengo
GAMARJOBA SAKARTVELO

მადლობა!!!! :)

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 10:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
გზად ნაპოვნი საკოცონე (?), ხო აბა ეს ბუხარი ხომ არ არის :)
Image
თუ არ ვცდები, ეს მცირე სალოცავია და არა ბუხარი

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 10:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
Kakha
შენ ხომ არ ფიქრობ მანქანით ამ მიმართულებით წასვლას?

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 11:06
by z g a r b i
@Tengo@

ფოტოებიც და რეპორტაჟიც, მშვენიერი! :)
@Tengo@ wrote:
და პირველი სოფელიც - ჟოჟონა, სულ 5 კომლი, აქედან მხოლოდ 1 ცხოვრობს...
Image

ყველას მიერ მივიწყებული და მიტოვებული სოფელი სონჩო
Image

ჟოჟონას 2 საფლავიან სასაფლაოს მომავალი ერთი მკვიდრი თავის იმ ქვეყნად წასვლას მომხადებული ხვდება
Image
აი ასეთი რაღაცეები ყოველთვის სევდიან განწყობაზე მაყენებს..
ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი ლამაზი ადგილიდან ხალხს ბარში გადასახლება მოუწია.

ხადადან - სონჩოში 18.10.09.

Posted: 19 ოქტ 2009, 11:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil wrote:რუკას დავდებ მარშუტით. რატომღაც GPS მეურჩება, ტრეკს არ მიჩვენებს და შევეცდები ხელით შემოვხაზო ჩვენი გავლილი გზა.

იუხოდან ქედზე რომ ავედით, 2040 მეტრი აჩვენა GPS-მა. ქვემოთ 1320 იყო რამდენადაც მახსოვს.

ფეხით 17,5 კმ გვაქვს გავლილი GPS-ის მიხედვით.

Image

როგორც ხედავთ ფეხით სიარული დავიწყეთ 10:57-ზე (ერთი საათის გადაწევით აჩვენებს GPS-ი, მაგან ჩვენი მთავრობის კანონები და გადაწყვეტილებები არ იცის) და დავასრულეთ საღამოს 19:00 საათზე. საკმაოდ დაბნელებული იყო უკვე.

ფეხით სიარულისას დასაწყისისკენ დაფიქსირებულია 1843 მეტრი, მერე ვეშვებით 1490 მეტრამდე, სასაფლაოებთან 1787 მეტრას აჩვენებს, იუხოსთან 1828 მეტრი იყო, სერზე რომელზეც დავისვენეთ და დავნაყრდით 2044 მეტრზე ავედით, ზოზონი 1763 მეტრია, და ბოლოს მარშუტკასთან 1310 მეტრს აჩვენებს. იმედია მიხვდებოდით საუბარი მიდის ზღვის დონიდან სიმაღლეების შესახებ.
წერილობით ეს ყველაფერი კგდ გამოიყურება, მაგრამ თუ შეძლებ, ეს მონაცემები რუკაზეც დაიტანე, რა.
გაცილებით ადვილი წარმოსადგენი იქნება, სად გაჩერდით და რა სიმაღლე გაიარეთ