დავიწყებ რეპორტაჟს, მაგრამ დასრულებით როდის დავასრულებ არ ვიცი, ალბათ, 1 კვირაში

.
შევიკრიბეთ შაბათს, 1 აგვისტოს, დილის 6 საათზე მაკდონალდსთან. სახლიდან სანამ გამოვიდოდეი, 1 საათით ადრე ისეთმა წვიმამ დასცხო, სანამ ტაქსში ჩავჯექი, გავილუმპე

. ამიტომ ამინდთან დაკავშირებით დიდი იმედები არ მქონდა.
ჩვენი მძღოლი კარვისთვის კარგად ნაცნობი ზვიადი იყო, მის გარეშე რომ ხევსურეთისკენ არცერთი გასვლა არ დგება

.
ბარგი გასასვლელში ელაგა სართულ-სართულ, ისე რომ გვერდით მსხდომთ ვერ ვხედავდით, ამიტომ იყო რომ ნაიას კურიოზი შეემთხვა

, (თუ მოისურვებს თავად მოყვეს).
აი კადრებიც:
სოფო, აჩი, ლელა, მარი, ეკა
ნათია, შორენა, იაკო და ანო (წარმოიდგენდით რომ კარველ იაკოს ამხელა შვილი ეყოლებოდა? მგონი გვატყუებს და ანო მისი დაა

)
