შეცდომები გამპარვია

მაგრამ უნდა მაპატიოთ ვერა ვარ ჯანმრთელობის მხროვ კარგად (საშიში არაფერია არ ინერვიულოთ) და ცოტა ხნით მომიწვეს ლაშქრობებისგან თავის შეკავება, ასე რომ...
მინდოდა მეთქვა, რომ რაღაც ძალიან გულით მინდოდა ასვლა ლომისაზე, ჯერ კიდევ შარშან მარიამობას ბაკურხევში ალეკო ბურდულმა, ჩემი პლიუსი იყო ამ ლაშქრობაში, გვითხრა, ჩემი საგვარეულო სალოცავია და ავიდეთო, მერე დრო გავიდა და სურვილი ლომისას მონახულების უფრო გაძლიერდა.
კვირას წივწივას ვიყავი შეპირებული საცოცად წამოვალ თქო, მარა ლომისა ავიტეხე, რომ მკითხა რატო ასე დაჟინებით მერე წავიდეთო, არა მეთქი ასე მგონი მერე ვერ მოვახერხებ მეთქი...
მართლა მშვენიერი გასვლა იყო, დაუვიწყარი! პირვალად ვნახე ლომისა, პირველად შემოვატარე ჯაჭვი, პირველად ვიდექი ქსნის და არაგვის ხეობების საზღვართან, პირველად დავეშვი თოკით ხიდიდან, თანაც არაგვზე, პირველად ვიდექი დაზღვევაზე და სხვა მრავალი.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ძალიან მიყვარხართ :*