ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
აუუუუუ რა მაგარიააააა მეც მინდააააა
მინდა ვთქა, რომ ფოტოებია ძალიან უხარისხო

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
ისტორია (ნაწილი მეოთხე, იუსუფელი)
იუსიფელი პატარა ლამაზი ქალაქია, 6400 მაცხოვრებლით, განლაგებით ძალიან წააგავს ბორჯომს, თუმცა განვითარების დონით ვერ შეედრება. სუპერმარკეტები, მაღაზიები, სასტუმროები და ბანკები მრავლადაა.
იუსიფელი პატარა ლამაზი ქალაქია, 6400 მაცხოვრებლით, განლაგებით ძალიან წააგავს ბორჯომს, თუმცა განვითარების დონით ვერ შეედრება. სუპერმარკეტები, მაღაზიები, სასტუმროები და ბანკები მრავლადაა.
აცხა ღორებო 

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
ქალაქი მდებარეობს ხეობაში და ყველა მხრიდან მაღალი მთებითაა გარშემორტყმული, მიუხედავად ამისა იქაური მობიულური მუშაობს და ვისაც როუმინგი ქონდა პრობლემა არ შექმნია საქართველში დარეკვისას. სხვათა შორის მაგთის იჭერდა თურქეთის ტერიტორიზე ვალედან საკმაოდ შორსაც (ვალეში ისედაც არ უპრობლემოდ იჭერდა), განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში. ჯეოსელი არ მუშაობდა.
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
იქაურები საკმოად კეთილგანწყობილები არიან სტუმრების მიმართ, არ ვიცი მარტო ქართველების მიმართ თუ ზოგადად ტურისტების მიმართ. მარა ფაქტია რომ ძმობას გვეფიცებოდნენ ქართველებს, ინგლისური ახალგაზრდებმა ცოტა იციან, ძირითადად ცუდად.
მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქაური გურჯის გაცნობამ, იობი მქვიაო და ყანთარაშვილი ვარო (მეორე სურათზეა). იმ რაიონში 3 ქართული სოფელი ყოფილა, როგორც იობი ამბობდა, აჭარიდან გადასახლებული ვართო (ლაზები არ არიან, არჩევენ ლაზებს და გურჯებს იქ).
მარა ჩვენ სოფლებში ისეთი ქართულით ლაპარაკობენ ვერ თქვენ გაიგებთო. მე წერა-კითხვა ვისწავლე წიგნებიდანო რომელბიც ქართველებმა ჩამომიტანეს აქ რომ ჩამოდიოდნენო. საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა ქართულად, მართლა აჭარული აქცენტით.
გარეგნულადაც ქართველს გავს.
ბოლო სურათზეც ქართველია, ოქრუაშვილი ვარო.

ისტორია (ნაწილი მეოთხე, კიშლა)
თუ არ ვცდები იუსუფელი მთლიანად დაიფარება წყლით თუ ცნობილი პროექტი განხორციელდა, ჩვენი სასტუმრო კიშლაში მდებარეობდა, კიშლა დაახლოებით იგივეა იმათთვის რაც ჩვენთვის წყნეთი, წყნარ მთიან ადგილასაა, უფრო მივარდნილ და დასახლებელ ვიდრე წყნეთი. 12 კილომეტრია იუსუფელიდან. კიშლამდე წყალი არ ავა ასე რომ ის ადგილები გადარჩება. კიშლა მდებოარეობს პარალის ხეობაში. გზა საკმაოდ დაკლაკნილი და ვიწროა, მარა მძღოლები ისე დააჯირითებდნენ მარშუტკებს რომ ზოგი ლამის გადმოხტა შიშისაგან
ავტობუსი ცხადია იქ ვერ ავიდოდა, ჩვენი ავტობუსი გაჩერდა იუსუფელში და სასტუმროს მარშუტკებმა აგვიყვანეს კიშლაში. გზაზე ერთი ძველი ციხეც შევამჩნიეთ, ცხადია ესეც ქართული წარმოშობისაა, სხვა ანალოგიური ნაგობობი მუსულმანურ პერიოდში არ შექმნილა.
თუ არ ვცდები იუსუფელი მთლიანად დაიფარება წყლით თუ ცნობილი პროექტი განხორციელდა, ჩვენი სასტუმრო კიშლაში მდებარეობდა, კიშლა დაახლოებით იგივეა იმათთვის რაც ჩვენთვის წყნეთი, წყნარ მთიან ადგილასაა, უფრო მივარდნილ და დასახლებელ ვიდრე წყნეთი. 12 კილომეტრია იუსუფელიდან. კიშლამდე წყალი არ ავა ასე რომ ის ადგილები გადარჩება. კიშლა მდებოარეობს პარალის ხეობაში. გზა საკმაოდ დაკლაკნილი და ვიწროა, მარა მძღოლები ისე დააჯირითებდნენ მარშუტკებს რომ ზოგი ლამის გადმოხტა შიშისაგან

აცხა ღორებო 

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
სასტუმრო მდინარის პირასაა. ვერ ვიტყვი რომ 5 ვარსკვლავიანია მარა სუფთა და მყუდროა. ცხელი წყალი მზეზე თბება თურმე და ვერ გამოგვივიდა იმ საღამოს სანატრელი შხაპის მიღება თითქმის 40 საათიანი მგზავრობის მერე. სატელიტური ანტენა თბილისის არხებს იჭერდა და ინფორმაციულ შიმშილს არ განვიცდიდით 
იქვე ახლოს წყალსაცავში კალმახის მეურნეობა ყოფილა და ვახშმად მოგვართვეს კიდევაც გემრილად დამზადებული, ბრინჯთან ერთად რომელიც ასევე ახლო სოფლებში მოყავთ მდინარის პირას.

იქვე ახლოს წყალსაცავში კალმახის მეურნეობა ყოფილა და ვახშმად მოგვართვეს კიდევაც გემრილად დამზადებული, ბრინჯთან ერთად რომელიც ასევე ახლო სოფლებში მოყავთ მდინარის პირას.
აცხა ღორებო 

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
ტაო - იშხანი
ჩვენი მოგზაურობის მესამე დღეს, დილით 9-თვის გავედით სასტუმროდან. გადავწყივტეთ მთელი დღით გვექირავა იქაური ავტობუსი, ჩვენი ურმით რომ გვევლო ვერაფერს მოვასწრებდით.
პირველი დანიშნულების ადგილი იყო იშხანი. მოგვიანებით ყველა ადგილის როქას მოვამზადებ, თურქული რუქების უმრავლეოსბაზე ეს ძეგლები არაა აღმნიშნული ან აღნიშნულია შეცვლილი სახელით.
იშხანი წარმოუდგენელ და მოულოდნელ ადგილისაა გაშენებული, ძალან მაღალზე, თითქმის უდაბური სალი კლდეების მწვერვალზე. გზას უვლიან ზამთარშიც წმენდავენ მარა მაინც რთულია ალბათ იქ ცხოვრება.
პირველ სურათზე ჩვენი გიდია. მეორეზე ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ, მოჩანს კლდის მწვერვალზე მდებარე მწვანე ოაზისი - ეს იშხანია.

სადაც იშხანია აშენებული ადრე სომხური ეკლესია ყოფილა რომელიც მთლიანად დაინგრა და მის ადგილას ქართული ეკლესია შენდა, ისტორიშია ძალიან არ შევიჭრები რადგამ მეშინია შეცდომა არ დავუშვა, იმედია მომეხმარებიან უფრო მცოდნე ხალხი.
ამხელა რთული გზის მერე მოლოდინი დიდი იყო. მცირე გზა ფეხით იყო გასაველი და ყველა კისერს იგრძელებდა რომ რაც შეიძლება მალე დაენახათ ის რისთვისაც ეს გზა დავფარეთ. შთაბეჭდილება მოლოდინზე მეტი აღმოჩნდა, ეკლესია ხეებშია ჩარგული, მოუვლელია მარა უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ეკლესიის ეზოში არის წყარო, რომელსაც თურმე სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ.

თითქმის ყველა ქართული ეკლესია მოუვლელი თურქეთში მოუვლელია (ისევე როგორც ბერძნული ან სხვა ქრისტიანული). მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ეკლესიები განგებ დანდგრეულია. ცხადია ჯვარი ყველას მომტვრეული აქვს, მაგრამ ბევრი ბარელიეფი და ხატის ნარჩენი შენარჩუნებულია.
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
უბრალოდ ადგილობრივებისათვის ეს ეკლესიები არის უბრალო შენონები, რომელბის გამოყენებასაც ცსდილობენ სხვადასხვა მიზნით. ზოგი ცხოველების სადგომად, ზოგი მასალად და ა.შ. თუმცა როგორც ჩანს ბოლო დროს სიტუაცია გამოსწორდა, იუნესკომ პატრონაჟი აიღო მნიშვნელოვან ძეგლებზე, ამას გარდა ადგილობრივები ხვდებიან რომ ეს ძეგლები ხელს უწყობს ტურიზმს, რაც თავის მხრივ, მათთვის შემოსავლის წყაროა
აცხა ღორებო 

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
მე სხვაგან არ მინახავს ამ სტილის ქრისტიანული არქიტექტურა, ან მოხატულობა, როგოც გავიგე ეს ეკლესიები შემონახულია იმ სახით როგორც აშენდა, მათი რესტავრაცია/გადაკეთება არ ხდებოდა, ეს სტილი დღეს მართმადიდებლურ ეკლესიაში არაკანონიკურად ითვლება უკვე და საქართველოში ალბათ არაა ანალოგიური ეკლესიები შემონარჩუნებული.
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
საქართველოში არის უფრო დიდი ეკლესიებიც მარა აქ რაღაც სხვა შეგრძნება იყო, თითქოს უზარმაზარ შენობაში იყავი.
ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
ქართული დამწერლობა და უძველესი და ულამაზესი ორნამენტები შენარჩუნებულია.
აცხა ღორებო 

ერთი დღე ტაოში - იშხანი, ოშკი, ხახულ
სანთლები დავანთეთ და გოგოებმა იგალობეს.