უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 23 აპრ 2009, 22:18
მაშ ასე, სამოჭალადან კვლავ სოფელში დავბრუნდით, სადღაც საათნახევარი ასვლას დაჭირდა და 1 საათი ჩამოსვლას.
სოფლიდან იკვისკენ მიმავალ ულამაზეს გზას დავადექით. ხეები არაა ჯერ შეფოთლილი, ისევ ყავისფერია არე-მარე და აქა იქ მწვანე ნაძვის ხეებია ამოზრდილი. აი ასეთ ფერებში გახვეული დაგვხვდა იკვის ეკლესია.

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 23 აპრ 2009, 22:19
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 23 აპრ 2009, 22:20
ეკლესია მოხატულია, მხატვრობაც XI საუკუნით თარიღდება.
სამწუხაროდ მოხატულობა დაზიანებულია.
მთელ ჩრდილოეთი მკლავი დათმობილი აქვს სცენებს წმინდა გიორგის ცხოვრებიდან, წამების სცენები და სასწაულებია გამოსახული.

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 23 აპრ 2009, 22:24
ეს კი დასავლეთი მკლავის მოხატულობა, რომელიც თავისი ფერადოვნებითა და შესრულების მანერით განსხვავდება ძირითადი სივრცის მოხატულობისაგან.
ამ მკლავის კოლორიტში ჭარბობს მომწვანო-ზურმუხტისფერი.
ესეც იკვის კლდეების ფერადოვნება

სულ არ გვაგონებს იკვის მოხატულობის ფერადოვნებას

Last edited by
ჩიტუციო on 26 აპრ 2009, 12:27, edited 1 time in total.
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 23 აპრ 2009, 22:33
იკვთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამის დაწერა მინდა. ამ მხატვრობაში აღსანიშნავია ის, რომ რამდენიმე სცენა გუმბათის ყელშია ატანილი: ფერისცვალება, ჯვარცმა, გარდამოხსნა და დატირება.

ჯვარცმა:

ფერისცვალება:
იკვის ეკლესიის მონახულების მერე, ზემოთ მთაზე ავედით და ხეობას ზემოდან დავხედეთ.... მზეზე ვთებობით და ვტკბებოდით არე-მარეთი. ვინც არ ხართ მანდ ნამყოფი გირჩევთ ასვლას, ულამაზესი ხედებია.
აი ალექსას ვკითხავ... ხო ეგრეა ალექს?
კიო ეგრეაო

ვიკბინები...

მართლა...

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 აპრ 2009, 00:32
ჩიტუციო
შენ და ქსოვრელს ყოჩაღ.
ოქროები ხართ.
კგ 2განიზატორიც ყოფილხარ.
სხვა შენს ადგილას ყურებს ჩამოყრიდა 1 თანამგზავრით არ წავიდოდა.
ეს გეზი მეტ-ნაკლებად ვიცი და ისიც ვიცი, რომ ძნ ლამაზია.
უბრალოდ, სალაშქროდ, ცოტა ადრე იყო.
2 თვეში იქაურობა ბუნებისგან დახატული იქნება და მგლების საფრთხეც არ იქნებოდა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
KSOVRELI
- მაწანწალა
- Posts: 922
- Joined: 03 სექ 2008, 19:04
- Location: თბილისი
Post
by KSOVRELI » 24 აპრ 2009, 10:10
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ჩიტუციო
სხვა შენს ადგილას ყურებს ჩამოყრიდა 1 თანამგზავრით არ წავიდოდა.
ახლაც "მწარედ" მახსოვს: ზემო რაჭაში იმიტომ არ წავედით, რომ 5 კაცზე მეტი ვერ შეგროვდა
......................................................................................................
არ დალიო ნატახტარი - საწამლავია.
-
perwkli
- იეტი
- Posts: 1088
- Joined: 09 მარ 2007, 04:18
- Location: ბუნბუნლანდია
Post
by perwkli » 25 აპრ 2009, 21:49
ჩიტუციო, ის გახსოვს ნუნისში ვიღაც მოზრდილმა მამრმა ჩანთა რომ გამოგართვა და ძლივს ათრია 100-ოდე მეტრი არც კი?
ამ დროს შენ რამდენი ხანი ძალიან დინჯად მოგქონდა
მაგარი ხარ
ტოესწ მაგრები ხართ

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 25 აპრ 2009, 23:35
სამოჭალა თუ სამაჭალო?
-
Wanderer
- იეტი
- Posts: 2739
- Joined: 01 მაი 2004, 15:42
- Location: viewtopic.php?p=X
Post
by Wanderer » 26 აპრ 2009, 00:33
lama
სამოჭალა თუ სამაჭალო?
მგონი სწორია
სამოჭალო. თუ არ ვცდები ექვთიმემ ასე მითხრა. გადასამოწმებელია მაინც.
-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 26 აპრ 2009, 01:05
მემრე, მემრე
გააგრძელე რა....
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 26 აპრ 2009, 10:36
maikomaiko
ჩიტუციო, ის გახსოვს ნუნისში ვიღაც მოზრდილმა მამრმა ჩანთა რომ გამოგართვა და ძლივს ათრია 100-ოდე მეტრი არც კი?
ამ დროს შენ რამდენი ხანი ძალიან დინჯად მოგქონდა
რატომღაც ეგონა რო მჩატე იქნებოდა იმხელა ზურგჩანთა და იმიტო შემომთავაზა მოგეხმარებიო, თორე ხელში რო აიღო დარწმუნებული ვარ ეგრევე ინანა
lama
სამოჭალა თუ სამაჭალო?
სამოჭალოდაა მოხსენიებული კულტურის ძეგლთა აღწერილობაში, ხოლო მაკალათიასთან სამაჭალოდ.
Tamari-ch.
რა დარჩა მანდედ სანახავი?
რკონში ვერ ვნახეთ სვეტი და რკონის ციხე, ამინდის გამო... მარა ისე მე და ალექსას ორივე ძეგლი ნანახი გვქონდა. წითელწყაროში ჭიანთის ეკლესია (რომელიც საკმაოდაა მოშორებული წითელწყაროს) და მთადეკეულის წმინდა გიორგი. ხოვლეში და მის მიდამოებში არსებული ეკლესიები დაგვრჩა კიდე უნახავი.
Bivrili
გავაგრძელებ აუცილებლად

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 26 აპრ 2009, 11:25
იკვის ბუნებით ტკბობის მერე დავბრუნდით სოფელში, ავირეთ ჩვენი ზურგჩანთები და წავედით რკონისკენ. საშინლად გვშიოდა, მე პირადად დაღლილიც ვიყავი საკმაოდ და გადავყწვიტეთ სვეტი და რკონის ციხე მეორე დღეს გვენახა. პირველ დღეს რკონში დავბანაკდით, გავშალეთ კარავი, დავანთეთ ცეცხლი... მოგვიანებით ცას ავხედეთ და ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.
ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 26 აპრ 2009, 11:25
რკონის სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა: VII ს-ის II ნახ.; XIII-XIV სს.; XVII-XVIII სს. კომპლექსში შედის:
1.
ღვთისმშობლის ეკლესია -VII ს-ის II მეოთხედი, რომელსაც XIII ს-ის II ნახევარში კარიბჭე მიაშენეს. ესაა სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოგვიანებით მოხატეს. ეკლესიის ფასადები გადაკეთებულია. მოხატულობაც არაა მხოლოდ ერთი პერიოდის; არის X ს-ის, XII ს-ის, XVII ს-ის მოხატულობათა ფრაგმენტები. აი ამ სურათზე ჩანს თავდაპირველი ფენის ნაშთები - კარნიზის ფრაგმენტები ნალისებრი თაღებით.

ეს კიდე აღმოსავლეთ ფასადის ერთ-ერთი ნიშის კონქის მორთულობა, დაფერილი მოწითალო ზოლებით.
2.
პატარა სამლოცველო, ღვთისმშობლის ეკლესიაზე დამხრეთიდანაა მიშენებული. ესეც დაახლოებით XIII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. მოხატულობა XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება.
3.
ნათლისმცემლის ეკლესია - XIII-XIV საუკუნეების მიჯნა. დგას მთავარი ტაძრის სამხრეთით, იქვე.
4.
სამრეკლო აგებული XVII-XVIII სს-ში.
5.
სატრაპეზო - XIII-XIV სს-ის ნიჯნა. აი ამ სურათში ჩანს სატრაპეზო
6. აქვეა სხვადასხვა პერიოდის
ბერთა სენაკები და სხვა
საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნაგებობების ნაშთები.
რკონში წამსვლელებმა გაითვალისწინეთ რომ ეკლესიები დაკეტილია და სოფელში ითხოვეთ გასაღები.
ვიკბინები...

მართლა...
