უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:28
იმ საღამოს არჩვის მწვდებით გაგვიმასპინძლდნენ, რომელიც სხვათა შორის ტაფაში შეწვეს, შეგიწვავთ შამფურზე მარა იმას ესე ჯობიაო, და ჩვენც ვენდეთ. ამ ქოხიდან კიდევ 4?5 საათის სავალიაო და ამიტომ ტბაზე ათამაშებული სხივები რომ მენახა/გადამეღო, მე და ერთი მონადირე მეორე დილას 5 საათზე წავედით კატიწვერასკენ. ამ დროს ადგომის სურვილი რატომგაც სხვას არავის აგმოაჩნდა

. ბნელოდა რომ გავედით და მზემ ჩვენს თვალწინ ჩამოუარა ყველა მწვერვალს და სათითაოდ გააღვიძა.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:19, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:30
გზა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, სანამ ბალახში მიდიოდა ხომ მუხლამდე სველი ვიყავით, როცა ბალახი დამთავრდა დაიწყო უზარმაზარი ლოდები, რომლებზე სიარულითაც მე ყოველთვის ვხალისობ ხოლმე (მე?17 სართულზე ფეხით ასვლის გამოცდილება) მაგრამ, მაინც დამღლელია. ზემოდან დანახილმა ჩხოჭამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ფოტო წერტილ 1?ს შეესაბამება ჩემს რუკაზე.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:19, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:34
მივედით კატიწვერასთან, მე აქ ცოტა მოვლენებს გავუსწრებ და ამ მთას ერთბაშად გაგაცნობთ ყველა მხრიდან.
ასე გამოიყურება მამისონის გზიდან
ჯერ კიდევ დაბლიდან, ჩხოჭას მხრიდან. ჩვენ გადავიარეთ მარჯვენა მხარეს, რომელიც უფრო მაღალი კი არის მაგრამ მეორე მხარეს ჩასავლელი აქ უკეთესიაო. ამ მთის გადაღმა არის უძირო ტბა. ჩვენი გადავლილი უღელტეხილი არის კატიწვერას და დოლომისს შორის. ჩემს რუკაზე წითელი ხაზის დასასრული.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:22, edited 2 times in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:38
ტბაზე გადასახედი უღელტეხილიდან, ასე ვთქვათ პროფილში

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:22, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:45
ტბის ძირიდან. თეატრალური ფარდა, რომლის შესახებაც მე თბილისში უკვე ბევრი მსმენოდა. ეს არის ხედი დასავლეთიდან, იმისთვის რომ ფარდიდან ჩრდილი გადასულიყო და ხაზები ცოტა მაინც გამოჩენილიყო 2 საათამდე იქ ყოფნა დამჭირდა. ჩვენ გადმოვედით მარცხენა ჩადაბლებულიდან.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:27, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 00:55
კატიწვერა ყველა მხრიდან ხომ განახეთ, ნეტავი ხომ არ მოგეწონათ?

, ეხლა დავბრუნდეთ უკან და გავაგრძელოთ თანმიმდევრული მოყოლა. უღელტეხილს რომ მივუახლოვდით ჯერ კატიწვერას მარცხნივ (ჩხოჭას მხრიდან) დაბალი გადასავლელი რომ იყო იქედან გადახედვის შესაძლებლობა მოგვეცა, რაც დავინახეთ, ლამაზი კი იყო, მარა დასათვალიერებლად 5 საათზე ამდგარ ადამიანს სანუგეშოს არაფერს პირდებოდა.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:27, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:04
სხვათა შორის წინა მიმაგრებულ სურათში უკან რომ მთებია იქ იყო თურმე ჩვენი არჩვი მოკლული.
თვითონ უღელტეხილიდან ყველა მხარეს საოცარი ხედი იშლებოდა, მართალია ჩხოჭაში უკვე ბევრი მქონდა ნანახი მაგრამ მაინც მისი დიდებულება მანც მხიბლავდა. და ვფიქრობ ჩხოჭა არანაკლებია კატიწვერაზე!

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:28, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:14
და ბოლოს ტბა, წინა ხედიდან, ზუსტად 180 გრადუსით შეტრიალებული აი ამას ვხედავდი.
ამ ღრუბლებმა მეც მომხიბლა მარა მათ უკან რომ მთები იჭყიტებოდნენ იმათი ნახვაც მომინდა. ეს ღრუბლები საკმაოდ ენერგიულად დასრიალებდნენ მთების ფერდებზე და ვიფიქრე აქ რომ დავიცადო, იქნებ გადაყარონ მეთქი. ჩემს თანმხლებ მონადირეს სანამ დილა იყო ქვემოთ ჩასვლა უნდოდა, იქნებ რამეს ვესროლოო, ამიტომ ვუთხარი წასულიყო, მე მერე ჩამოვალ მეთქი. მართალც ასე ვქენით. ტბა არც ისე ახლოს აღმოჩნდა როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და აქ მე პირველად ვიარე მარტომ 2?3 საათი, ისე რომ არც არავის ველოდებოდი, არც ველაპარაკებოდი და არც მარშუტს ვათანხმებდი. შედეგი მგონი უკვე იცით: მომეწონა

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:32, edited 3 times in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:22
სხვათა შორის მანდ მეორე ტბაც არის რომელიც აქ კარგად არ ჩანს, მარცხენა მხარეს, ჩრდილების გასწვრივ წერტილივით თოვლია, ამ თოვლის მხარეს ლურჯად ჩანს მიწის დასასრულთან
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:32
თვითონ ტბა მდინარის წყლით ივსება, რომელიც გამოდის "მიწისქვეშიდან" ანუ, ამ ლოდების და ნაყარის ქვეშ მოდის და სულ ეს არის გარეთ რაც ამ სურათზე ჩანს. ამ სურათზე, ზედა მარჯვენა კუთხეში რომ ჩადაბლებული ადგილია მანდ ამოდის ის მეორე ბილიკი მარშუტის დასაწყისში რომ ვახსენე მეორე გზა არის მეთქი.
ორი დიდი ქვა რომელიც ტბაში ჩანს ასე 5-7 მეტრის იქნება, ვინც მანდ ყოფილა ყველას პურის საჭმელი ადგილი ეგენია თურმე. საკმაოდ ბევრი ადამიანის მოთავსება შეიძლება ზედ.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 07:40, edited 2 times in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:40
ტბა როგორც ხედავთ კიდემდე მიდის. მართალია უძირო ქვია და ქვემოდან მიწაში გადისო ამბობენ, ზემოდანაც გადადის მდინარის სახით და იქეთ ასეთი ხედი იშლება

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 08:02, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:44
აქ მისული კიდევ ერთხელ შემოვბრუნდი 180 გრადუსით და ასეთი "რამ" დავინახე.

Last edited by
Gvalva on 31 მაი 2007, 08:03, edited 1 time in total.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 07 ოქტ 2005, 01:55
ის ნისლუკები რომლებიც ასე ფოტოგენურად დასეირნობდნე, შუადღისთვის მძლავრ არმიად გადაკეთდნენ და გადმოსვლა ძლივს მოვასწარით რომ ენერგიულად დაგვცხეს, ყველა ეს მწვერვალები ღრუბლებით დაიფარა და უკანა გზაზე საკუთარი ფეხსაცმელების მეტი არაფერი მინახვს, რადგან საწვიმარის კაპიშონი მქონდა წამოფარებული და რაც შემეძლო ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი. ფორუმის თემის რომ შეიძლება დაიღალოს ადამიანი ეხლაც დაახლოებით ისე ვარ დაღლილი როგორც მასინ ფეხით სიარულისგან.
რაკი ამდენი დავწერე, კიდევ შემოვამატებ რაც გამახსენდება. მინდოდა ცხადად წარმოგედგინათ რა სად არის და ამდენი გრადუსებით შემობრუნბებზე იმიტომ გაწვალეთ
აბა იმედია მოგეწონებათ ჩხოჭა და რაჭის ბუნება!!
-
toga
- იეტი
- Posts: 1063
- Joined: 26 აპრ 2005, 17:00
Post
by toga » 07 ოქტ 2005, 09:03
Gvalva
ახფთოვანებული ვარ ბუნებით არ მეგონა თუ ესეთი ბუნება იყო რაჭაში აუცილებლათ ერთხელ წავალ რაწის დასათვალიერებლად
-
tio74
- ბილიკზე მოარული
- Posts: 88
- Joined: 29 აპრ 2004, 14:35
- Location: გულში ...
Post
by tio74 » 07 ოქტ 2005, 11:23
ღმერთო ჩემო!
რა სასწაულია!
...
სიტყვები არ მყოფნის! ...................................................................................
............................................................................................
გაუღიმე ცას თბილო!
