შევცედით ახალქალაქის რაიონში. აქ უკვე სომხური სოფლები ჭარბობს, სახლებიც სხვანაერია... ახალქალაქში კი სამენოვანი წარწერებია, ქართული რუსული სომხური. ისე ასპინძას რომ გავცდით თანამედროვე საქართველოც უკან დაგვრჩა. აღარც გზის მაჩვენებლებია, და აბრებიც კომუნისტების დროიდან არის შემორჩენილი, ქართულად და რუსულად.
ახალქალაქმა საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ავივსეთ ბენზინით და ხანჩალის ტბისკენ ავიღეთ გეზი.
ხანჩალის ტბა ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს. მიუხედავად ასეთი უდავოდ ქართული სახელისა, ქართული აქ არაფერია,


ტბა რეალურად დიდი ჭაობია, აქ ჯკარგია დილით ან საღამოთი მოსვლა ფრინველებზე დასაკვირვებლად, შუა დღეზე კი.... არ იყო დიდად სანახავი.
ჩალისფერი ლანდშაფტი, ჭაობი, წყალი... ქვები...
ვისადილეთ, მე თეფში დამიკარგეს და წავედით საღამოს ტბისკენ.
ამ ტბის სილამაზის შესახებ ძალიან ბევრი მსმენია და ცოტა არ იყოს იმედ გაცრუებული დავრჩი. ულამაზესი იყო მზის სხივების ანარეკლი ტბაში... ზაფხულში მწვანე ბალახით გარსშემორტმული ალბათ მართლაც ულამაზესია, დიდი სურვილი გამიჩნდა ამ ტბასთან მთელი დღე გავატარო და აღმოვაჩინო მისი სილამაზე.
გადავიღეთ სურათები, გავნაგრძეთ გზა სოფელ განძანისკენ, რათა აბულის ციხე გვენახა. აქ ადგილობდივებმა (ქართული არ იციან) დაგვაკვალიანეს და წავედით თავგადასავლებით სავსე ოფროუდინგ დაკარგვაში.