ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 18:45

პირველად იქ შევისვენეთ, სადაც ტალახში ამოვითხვარეთ :)
Image
By Bernar

ჩვენს წინ ნახირი ძოვდა
Image
By Bernar
ხოლო მათ უკან მცირე ნაზვავი ნელ-ნელა დნებოდა:
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 19:02

განვაგრძეთ გზა: ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ, იმ გორასაც მივადექით, რომლის შემპვლაღა გვაცილებდა ჭაუხების დანახვისაგან. ამ ადგილას ბილიკი ორად იყოფა: ერთი შტო მდინარეს კვეთს და შუა მინდორში მიდის ჭაუხებისაკენ, ხოლო მეორე ზემოთხსენებული გორის კალთას მიჰყვება და ჭაუხებს მარცხენა მხრიდან უახლოვდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პირველად ვიმყოფებოდით ამ ადგილებში და რუკაზე (რომლითაც ვხელმძღვანელობდით) მითითებული იყო ბილიკის მხოლოდ პირველი შტო, ამიტომ მდინარის გადაკვეთა ვამჯობინეთ.
გზაში ეს სახელგანთქმული ქვაც გადავიღე:
Image
By Bernar

ასე და ამფვარად გადავკვეთეთ მდინარე და შევყევით გაშლილ მინდორს, რომელსაც მარჯვნიდანდან ძალიან დამრეცი მთები ერტყა.
ჭაუხები ძირითადში ნისლით იყო დაფარული, მხოლოდ მყინვარის მცირე ფრაგმენტი მოჩანდა.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 19:13

მალევე მოვძებნეთ დასაბანაკებელი ადგილი: ადგილი საკმაოდ სწორი იყო და მაღალი და ფაფუკი ბალახით იყო დაფარული: ასე რომ ღამით ტკბილი და "რბილი" ძილი გველოდებოდა.
გურამი ეტყობა დაიღალა და მხოლოდ პარალონის დაფენაღა თუ მოასწრო :)
Image
By Bernar

მეც ჩამოვჯექი ბალახზე და დავიწყე პეიზაჟების თვალიერება, თან ღრუბლებმაც ცოტა გადაიყარა და მზემაც გამოანათა. და უცებ აღტაცების შეძახილი აღმომხდა: შორს ჩრდილო-აღმოსავლეთით შევნიშნე თოვლიანი მწვერვალი
თებულო !
შეგახსენებთ, რომ თებულო მდებარეობს ხევსურეთი-თუშეთის საზღვარზე და ის აღმოსავლეთ კავკასიონის ერთერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია 4492 მ.
აი ისიც (კადრი მოახლოებულია 25-ჯერ)
Image
By Bernar


ამასობაში ჭაუხებმაც დაგვანახა (მართალია სრულად არა, მაგრამ მაინც) თავისი სიდიადე:
Image
By Bernar


Image
By Bernar

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by XAO » 06 ოქტ 2008, 21:04

მაგარი ადგილებია :o
ტყის ბრძენი
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by tiko_r » 06 ოქტ 2008, 21:16

აი მესმის ოჯახი!!!! არ წარმომედგინა თუ ასე ვინმე დადიოდა მთელი ოჯახით!!!

ვაუ!!!


(იმ პირობით, რომ იქაურობას არ დავანაგვიანებდით, რაც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირი მოვლენაა )

ვაააააააააააააააააჰ! არაფრით არ მესმის რააა!
როგორ შეიძლება ადამიანი როშკაში ადიოდეს მთის სიყვარულით.. იქ ბანაკს შლიდეს, მთაში იძინებდეს, და

და წასვლისას ნაგავს ტოვებდეს!!!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 21:51

tiko_r
შენ ეგა თქვი!

ძალიან კარგი იქნება ამ ელემენტალურ რამეს თუ მივეჩვევით ქართველები: როგორც სახლს სჭირდება სისუფთავე, ისე სჭირდება მთასაც...

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 07 ოქტ 2008, 15:24

ცოტა რომ დავისვენეთ და ხედებით დავტკბით, გადავწყვიტეთ რომ დღეისათვის ლურჯი ტბა მოგვენახულებინა. სამივე ტბის სრულფასოვნად დათვალიერებას კიდე მომავალი დღისათვის ვგეგმავდით.

წასვლამდე ეს ორი ყვავილი შევამჩნიე, რომლებიც ძლივს ეტყობოდა დედამიწას :)

Image
By Bernar

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 07 ოქტ 2008, 15:50

თავდაპირველად იმ ნაკადულის სათავე მოვინახულეთ, რომელიც ჩვენი ბანაკის გვერდით მოჩხრიალებდა. ასე, ქვებზე ხტუნვა-ხტუნვით მივადექით ნაკადულის სათავეს
Image
By Bernar
ამ ნაკადულის სათავე ორ ქვას შუა გამომავალ საკმაო ოდენობის წყალს წარმოადგენდა. აი ისიც (აჩიკოს გვერდზე რომ წყალი გადმოჩქეფს):
Image
By Bernar

სათითაოდ მივდიოდით ამ წყაროსთან წყლის დასალევად:
Image
By Bernar

Image
By Bernar

Image
By Bernar

შემდეგ ცოტა ხნით ჩამოვჯექით და იქაურობით დავტკბით:

Image
By Bernar
ეს ნანა დეიდაა
Image
By Bernar
აქ კი დედაჩემი და მამაჩემი არიან
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 07 ოქტ 2008, 16:40

შემდეგ იმავე ფერდობს ავყევით, ლურჯი ტბისათვის რომ მიგვეგნო. მერაბი აჩიკო და გურამი ქვაზე ავიდნენ და მიდამოს თვალი მოავლეს, შემდეგ ჩამოჯდნენ და ალბათ ჩვენ დაგვიწყეს ლოდინი
Image
By Bernar

მე რომ ავედი და უკან მოვიხედე, პეიზაჟმა მომანდომა პანორამის გადაღება და აი ისიც:
Image
By Bernar

ლურჯი ტბა მალევე ვიპოვეთ: როცა მეორე ფერდობიც ავიარეთ ეგრევე გამოჩნდა
Image
By Bernar

ტბასთან სხვა ჯგუფს ბანაკიც დაუდგამთ და ცხენით შეშაც ამოუტანიათ როშკიდან.

აქეთ, მარჯვნივ ჭაუხებს ნისლები არ აძლევდნენ ამოუნთქვის საშუალებას
Image
By Bernar

ხოლო ტბის ლურჯი წიაღი არემარეს ერთიანად ნთქავდა
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 07 ოქტ 2008, 16:55

ტბასთან ნაპირზე რატომღაც აღარ ჩავედით: ალბათ შემდეგი დღისათვის შევინახეთ ეს სიამოვნება. გზა მარჯვნივ აი ამ მყინვარისაკენ განვაგრძეთ:
Image
By Bernar

გზად კი ეს სურათები გადავიღეთ:
Image
By Bernar

ეს გურამია
Image
By Bernar

Image
By Bernar

ესეც იქაური სილამაზის ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი
Image
By Bernar

Image
By Bernar

Image
By Bernar

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bivrili » 08 ოქტ 2008, 14:23

ვაჰ, ეს რა საოცარი ადგილებია, ულამაზესი.........

მოუთმენლად ველი გაგრძელებას...............

მაგარი ოჯახი გყავს, არ მეგონა მსგავსი გასვლები თუ ეწყობოდა...........
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Ninukala » 08 ოქტ 2008, 15:56

ბესო ყოჩაღ თქვენ.... მშვენიერი ლაშქრობა მოგიწყვით წელსაც... :)
კარგადაც ყვები, სულ მოუთქმელად ველი გაგრძელებას...
სამოთხეა სამოთხე საქართველო....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 10 ოქტ 2008, 01:56

Bernar
მშვენიერი ხალხი ხართ.
ახლოს გაგვეცანით, წამოდით ჩვენთან 1ად ლაშქრობებზე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 14 ოქტ 2008, 14:34

დიდ ბოდიშს მოგიხდით დაინტერესებულ პირებს ამ შესვენებისათვის: ქალაქში არ ვიყავი და ამიტომ იძულებითი იყო ეს შესვენება :)

ახლა განვაგრძოთ დაწყებული საქმე:

ნაზვავთან მალევე მივედით, როგორც ყოველთვის ბოლოს დედაჩემი, მამაჩემი და ნანა დეიდა მოვიდნენ:
Image
By Bernar

სანამ მე სურათი გადავიღე, ლალი მასწავლებელს მოუსწრია ნაზვავის ბოლოში ასვლა, ხოლო აჩიკო უკვე ჩანჩქერთან მიბობღავდა
Image
By Bernar

აქ უკვე მამაჩემი იღებს სურათებს
Image
By Bernar

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 14 ოქტ 2008, 14:59

ცოტა ხანში დღის სინათლეს სისუსტე შეეპარა და ჩვენც ადეკვატური ზომები მივიღეთ: ნელ-ნელა წავედით ჩვენი ბანაკის მიმართულებით.
ეს მოწყენილი გვირილა შემეცოდა, ალბათ ჭაუხების სიდიადემ დაჩრდილა მისი მშვენება :)
Image
By Bernar

ეს კი სხვა ნაზვავი: მდინარე ბუდელაურის სათავე:
Image
By Bernar

ბანაკში როდესაც ჩავედით, საკმაოდ ვიყავით მოშიებულები. მალევე გაიშალა მშვენიერი სუფრა (მთაში ლაშქრობის კვალობაზე :) ): რა გინდა რომ არ იყო: ძეხვი, კონსერვი, პური, ყველი, კარტოფილის პიურე, ტუშონკა და ა.შ. :D

მაგრამ ვინ გაცალა: ის ის იყო ვახშმობა დავიწყეთ, რომ წვიმის რამოდენიმე მსხვილი წვეთი ჩამოვარდა. ეს განგაშის ნიშანი იყო: მთაში ხომ ელვისებურად იწყება წვიმა!
მართლაც არ იქნებოდა გასული 5 წამი, რომ დასცხო, მაგრამ რა დასცხო!!!
ძლივს მოვასწარით კარვებში შესვლა, მაგრამ რათ გინდა, ჩვენს კარავში (სადაც მე, მერაბი, აჩიკო და გურამი ვიყავით), კარგა გვარიანად ჩამოდიოდა წყალი. სხვა რა გზა გვქონდა და ავიღე ჩემი სამხედრო საწვიმარი, გავედი გარეთ და გადავაფარე ჩვენს კარავს, მაგრამ ქარმა მალევე ჩამოაგდო. ამასობაში სულ გავილუმპე, მაგრამ კანკალი არ ამტეხვია (კიდევ კარგი). სხვა გზა რომ აღარ გვქონდა, რის ვაი-ვაგლახით მოვახერხე საწვიმრის საიმედოდ მიმაგრება კარავზე და კარავმაც ამოისუნთქა. მე სასწრაფოდ შევვარდი კარავში და თავი მოვიწესრიგე. საბედნიეროდ გადავურჩი სხვადასხვა ტიპის გართულებებს (ჯანმრთელობის მხრივ).
ბოლოს და ბოლოს გადაიღო წვიმამ. ჩვენი ბანაკი ნორმალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ლურჯ ტბასთან დაბანაკებულებს კი შავი დღე დასდგომიათ: ისინი ამ ღამე როშკაში ბრუნდებოდნენ, რათა ცეცხლი დაენთოთ და გამთბარიყვნენ.

ესეც ასე, გადაგორდა ეს დღეც და ხვალ გველოდა თურმე რაც გველოდა: სამივე ტბის სრულფასოვნად დათვალიერება და თან ჭაუხების სიდიადის სრულად შეგრძნება!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]