ბეთანია - 31.08.08
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ბეთანია - 31.08.08
ZVIOSULI
ვერმიცანა ვააარ
ვერმიცანა ვააარ

ბეთანია - 31.08.08
ZVIOSULI
10 ქულა მოიცავს ყველაფერს დადები\ტს პლიუს ბევრ ბოდიალს ))))))
გადმოვიტანე
პატარა სახეცვლილებით
ყველაფერი იმით დაიწყო რომ გადავწყვიტე მახათი მომეძებნა და ქალაქიდან გავსულიყავი. შუაღამისას თემას წავაწყდი, ღამის პირველზე შორენა დავითანხმე და დილას დავერჭეთ შესაბამის ადგილას გამზადებულები. რასაკვირველია კიდევ ვიღაც იგვიანებდა და მოგვიწია დაახლოებით 45 წთ ლოდინმა...
ნუ ეგ კაი, დავიძარით... ძირითადად კარაველები, ... ნუ გზა იყო საშინლად მტვრიანი,ცხელი და უბედური, პეიზაჟი ვერც ბეთანიის მონასტერმა გამოაცოცხლა.... ხალხი..... ნარევი... ანუ იყვნენ ისეთები ვისაც სიარული შეუძლია და კაი ვინმეა, ისეთები ვისაც სიარული არ შეუძლია და კაი ვინმეა და იყო კიდევ ბალასტი... ნუ მე ბალასტი ვიყავი ვინმეობის ვარიანტში და არ ვიყავი სიარულის ვარიანტში..
უკანა გზაზე დავიკარგეთსავით...... ბეთანიიდან დავუყევთ მაშინვე, არ გავჩერდით დიდხანს... ბიჭები გადაეშვნენ თავით ნახევარმეტრიან წყალში და ნეტარებდნენ.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა წვეტიან ქვებზე, ზოგიერთს ფეხი წყალში ჩაუვარდა, მოგვშივდა, მოგვწყურდა და ზოგადად კარგად გავიბონძღეთ, არ დავიცადეთ უუმმმმმმმმმაგრეს საბანაკე ადგილამდე და სადჯაც მდინარულ ჯუნგლში დავეცით ბანაკი.. ტოესწ კოცონი და შევწვით სარდელები,
დავჭერით ძეხვი, გავხსენით არაყი, მოვიმარჯვეთ ტრიკაროჩკები, მწეველებმა სიგარეტები, გავაჩანაგეთ ესოდენი რუდუნებით გარეცხილი კიტრი-პამიდორი-ატამი-და-სხვა-მსგავსი-ნიამუ-ნიამუები... მერე ლამამ თქვა რააღაც უძალიანმაგრესად სასაცილოდ ყივჩაღის პაემანი, წინადადების ბოლოში ო-ების დამატებით... ვიცინეთ გულიანად. მერე ხალხი სიტყვებით გამოვიდა, წავედით სანამ დაგვაღამდაო და წავსეირნდით... ნუ რაც მე დღეს ვისკუპუნე აქეთ-იქეთ, კენგურუზე უკეთესაც ვხტი ახლა. უკვე ხო ნუ ამ ზოზინში შემოგვაღამდასავით და ავიბლანდეთ.. თეორიაში ვერე-რეჩკას უნდა დავყოლოდით ბოლომდე და გამოვიდოდით მაღლივთან, მაგრამ ვინაიდან ნაწილი დაიღალა და ფეხებს ვეღარ მოათრევდა, (მე ჯერ კიდევ მოვათრევდი მაგრამ ვაი მაგ მოთრევას, ყველა წვეტიანი კენჭი გავიცანი ჩემი რეზინისძირიანი კეტების წყალობით) რაღაც მოკლე გზა მოვნახეთ.. ტოესწ ვითომ მოვნახეთ და იმ ბოდიალში გაცილებით მეტი დრო დაგვეხარჯა შორენა ძლივს დავიჭირე, სადღაც ხრამში მიძვრებოდა : ))) მერე დავქუჩდით, მეძროხის ნასწავლი გზა მოვნახეთ და ერთ გუნდად დავუყევით... მოლაშქრეებში შეინიშნებოდა პანიკის ნიშნები, როგორიცაა თავის ხელზე ჩამოდება და წუწუნი წიპა"რა გვინდოდა წვენებში" , რატომ წამოვედით ამ გზით... შეკითხვა- საითაა თბილისი? მივალთ? ვაიმე ფეხები, ვეღარ მოვდივარ, დავისვენოთ... ნუ ერთი ნიშანი განსაკუთრებით მომეწონა, გოგო სახეზე ისეთი სასოწარკვეთის ნიშნით , რომ კინაღამ დავაწყნარე... თან წყალი გაგვითავდა რაღაც ასეთი შეგრძნება ქონდა ალბათ...
.იყო ორგანიზების ნიშნებიც ისეთები, როგორიცაა ბლოკპოსტები მწკრივის თავსა და ბოლოში, საკმაოდ მკაცრი კონტროლით, ბუზიც კიარადა მე და შორენაც რომ ვერ გავექეცით და შეგვაბრძანეს გჯუფის შუაში... , გზის ორგანიზებული და დარაზმული ძებნა და ბაცილას ყურადღება, მგონი მან შენიშნა და გაახსენდა ის მაღალი ძაბვის ხაზები სადაც უნდა გადაგვეხვია... ძალიან მაგარი იყო ღამე ბოდიალი, მიდიხარ, გზა თან ჩანს, თან არა, გარშემო კალიები თავდაყირა გადადიან და თვისას ჭრიჭინებენ, საღაც სულელობებზე ჭორაობ, სულელობ, თან სასიამოვნო სიგრილეა და თან პაწუკა ექსტრიმიცაა, ბოლობოლო სადღაც ტყეში ხარ , რუსთაველზე კი არა : ))) სკირვალებიც გამოჩნდნენ მალე
და ფერადი ღრუბლებიც... ალაგ-ალაგ სიმღერის ხმაც ისმოდა, გამამხნევებელი მარშის როლში
ხო ნუ მერე მარშუტკაც დაგვეწია.......
10 ქულა მოიცავს ყველაფერს დადები\ტს პლიუს ბევრ ბოდიალს ))))))
გადმოვიტანე

პატარა სახეცვლილებით
ყველაფერი იმით დაიწყო რომ გადავწყვიტე მახათი მომეძებნა და ქალაქიდან გავსულიყავი. შუაღამისას თემას წავაწყდი, ღამის პირველზე შორენა დავითანხმე და დილას დავერჭეთ შესაბამის ადგილას გამზადებულები. რასაკვირველია კიდევ ვიღაც იგვიანებდა და მოგვიწია დაახლოებით 45 წთ ლოდინმა...

უკანა გზაზე დავიკარგეთსავით...... ბეთანიიდან დავუყევთ მაშინვე, არ გავჩერდით დიდხანს... ბიჭები გადაეშვნენ თავით ნახევარმეტრიან წყალში და ნეტარებდნენ.

ხო ნუ მერე მარშუტკაც დაგვეწია.......
ბეთანია - 31.08.08
lama
სუარათათებს მარტო ჯელტმენი იღამდე ასე რომ სიტღვებით ღლაბუცი მოგვიწევს ბლომად

Tikalo?!

maikomaiko
ეგრე რა

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ბეთანია - 31.08.08
2 იანვარს ზღარბი დამებედა 

ბეთანია - 31.08.08
ოჰ ბეთანია, ბეთანია......რა ტკბილი ხარ და რა მწარე.......
რათქმაუნდა კარაველებთან ერთად ლაშქრობა, როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო, სურპრიზებით აღსავსე და ჩემთვის (წუწუნასათვის:) ძალიან დამღლელი იყო.
მოვილოცეთ ბეთანიის მონასტერი და ამ დროს იეტმა ლამამ ბრძანა, რომ მდინარეში "გამბანვა" სურდა და 19 ადამიანი აჰყვა. 19ით 0 აღმოჩნდა ჩემდა სამწუხაროდ. როგორც იქნა მივაღწიეთ მდ. ვერეს და ლამამც აისრულა გულისწადილი, ჩახტა ტალახიან წყალში და გვარიანად ამოგანგლული მალევე ამობრძანდა ნანატრი მდინარიდან:) ალბათ ვერეს წყალმა გონება გაუნათა მეტად პატივცემულ ლამას და მორიგი წინადადება შემოგვთავაზა, of course, ისევ ჩემდა სამწუხაროდ, თბილისისკენ ფეხით გაუყვეთ გზასო:( მე როგორც ყოველთვის გავაპროტესტე მაგრამ.......
შუა გზაში ერთ უდაბურ და მიუვალ ადგილას გადავწყვიტეთ კარვის დაცემა და წახემსება, მაგრამ გეოგრაფიული მიუვალობისა დისკომფორტის გამო ესეც ვერ მოვახერხე. ამასობაში ჩამობნელდა, ძალიან ძალიან ბევრი ვიარეთ, ფეხზე ვეღარ ვიდექი და აი....გამოჩნდა თბილისი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა
სახლში როგორ მივბანცალდი არ მახსოვეს.
p.s. თუ როდესმე გადაწყვეტთ კარველების მუზეუმის გახსნას ჩემი ჯოხი არ დაგავიწყდეთ, რომელიც ბეთანიიდან წამოვიღე, რადგან დაუხმარებლად სიარული აღარ შემეძლო:)
აჰა ლამაიაც:)

(ინტელას არქივიდან)

კაი იყო ეგ ლაშქრობა!!გავავარჯიშე ბებერი ძვლები....
ვერასდროს წარმოვიდგენდი ბეთანიიდან თბილისამდე ფეხით თუ ჩამოვიდოდი...
გამიგია, ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრებაო და აქედან გამომდინარე ტყეში დაკარგვის შიში არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ 19 კაცი ლამას ჭკუაზე დავდიოდით:)
ვერასდროს წარმოვიდგენდი ბეთანიიდან თბილისამდე ფეხით თუ ჩამოვიდოდი...
გამიგია, ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრებაო და აქედან გამომდინარე ტყეში დაკარგვის შიში არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ 19 კაცი ლამას ჭკუაზე დავდიოდით:)

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ბეთანია - 31.08.08
აუ როგორ მეზარება რეპორტაჟის გაკეთება 
დავიწყებ რამდენიმე წუთში.

დავიწყებ რამდენიმე წუთში.
2 იანვარს ზღარბი დამებედა 

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ბეთანია - 31.08.08
ვაგზალზე დროზე ადრე მივედი, ერთჯერადებს ვიყიდი-თქო.
თეფშები და ჭიქები კი ჰქონდათ, მაგრამ სუფრა ძლივს ვიშოვე (ან რად მინდოდა, არჩილის პარალონმა შესანიშნავად შეასრულა სუფრის როლი).
უცებ ”პეჩენია” და ვაშლატამაც ვიყიდე და ჩვენებისკენ წავედი.
20 წუთი დავიგვიანე.
რომ მივედი, თითქმის ყველა ადგილზე დამხვდა.
მხოლოდ ლიკაკო და კონსტანტინე იყვნენ მოსასვლელები.
10 საათამდე ესენიც მოვიდნენ, იქვე მიკროავტობუსში ჩავსხედით და დავიძარით.
გადაწყვეტილი გვქონდა, რომ წყნეთში აგვეღო შესაბრაც-შესასანსლავი რამე-რუმეები.
წყნეთში სარდელები ვიყიდეთ, პური, კიტრი-პომიდორი, ოტკა და მგონი მეტი არაფერი... აა ხო, ზეთისხილი იყიდა ვიღაცამ კიდე.
ახალდაბაში 10:50-ზე ჩავედით.
დავინახეთ დაფა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ იმას გაიგებდი, რომ აქედან გზა ბეთანიაში მიდის და სადღაც შუაში წყაროა.

სინამდვილეში იმდენი გზა და ბილიკი მიდიოდა, რომ ადვილად შეიძლებოდა დაკარგულიყავი.
გზა აღმართებით დაიწყო.

აღმართი გათავდა თუ არა, სოფლიდანაც გავედით.
უცებ წინ გზის მარეგულირებელი ”გაიჩითა”

სულ გადამავიწყდა, ამ ლაშქრობის ფავორიტები უნდა დავასახელო
.
გერგეთის თემაში გამომრჩა დამეწერა, რომ ფავორიტებში არ ვასახელებ კოლორიტებს.
გერგეთში არჩილი (აბალდუი) რომ არ ყოფილიყო, ასეთი საინტერესო არ იქნებოდა ჩვენი გასვლა
.
ასევე ითქმება ლამაზეც ამ ლაშქრობაში.
ჰოდა ამიტომაც არ დამისახელებია და არც ახლა დავასახელებ, ეს ისედაც ნათელია
.
ამჯერად ცოტა გამიჭირდა ფავორიტების არჩევა, ერთმანეთზე უკეთესი მოლაშქრეები იყვნენ
.
თუმცა მაინც დავასახელებ:
3. დები - თეო და მარი
რომლებმაც ჩვენთვის ცეკვა შეასრულეს (ცეკვის სახელი არ ვიცი)
.
2. თამუნა (მაკარენკოს +, მისი დაიკო)
რომელმაც დიდხანს ატარა ჩვენი ნაგავი
.
მერე ზვიოსსულმა გამოართვა
1. ლაშქრობის გმირად ვასახელებ კიკის.
თავიდანვე უარზე იყო ვერეთი ჩამოსვლაზე, მაგრამ ბოლომდე გაუძლო ყველა დაბრკოლებას და ბევრზე წინ მიდიოდა

მარეგულირებელმა ბრძანა, მარჯვნივ წამობრძანდითო.
ამ ფოტოზე კიკის რა უკმაყოფილოდ გაკვირვებული სახე აქვს, ალბათ წინასწარ ხვდება, რა ელის დღის ბოლომდე.

ტყეში შევედით თუ არა, ლამამ იდეა შემომთავაზა, თბილისამდე ვერეთი ხომ არ ჩავიდეთო.
ყველას ვკითხოთ და თუ თანახმანი იქნებიან, წავიდეთ-მეთქი.
ვიკითხეთ და ყველას მოეწონა იდეა. უმეტესობა დაეთანხმა და დანარჩენები კი ჩუმად იყვნენ. ჩავთვალეთ, რომ ”დუმილი თანხმობის ნიშანია”, გადაწყვეტილება მივიღეთ და გზა გავაგრძელეთ...
თურმე კიკის არ გაუგია თავიდანვე ამ კითხვის არსი, თორე აუცილებლად გააპროტესტებდა.
აი აქ ”გაიასნდა” სიტუაცია და აქედან დაიწყო მისი წუწუნი

უცებ წინ ხმაური ატყდა, ჩვენები მობალახე ცხენებს წაწყდომიან და უნებურად დაუფრთხიათ.
ეს დამფრთხალი ცხენი, მიაწყდ-მოაწყდა ხალხს და სოფლისკენ გამოქანდა, უკან ჩამორჩენილებმა ძლივს ავარიდეთ თავი
.
ისე დავიბენი, რომ ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი.
რამდენიმე წამში ამ კვიცებმა გამოირბინეს.
ჩემი აზრით, ერთ-ერთის დედა იყო ის ცხენი.

- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
ბეთანია - 31.08.08
Int3lig3nt
მაგარი ხარ ინტელ.....
კარგი სურათები გამოსულა მართლა.
მაგარი ხარ ინტელ.....
კარგი სურათები გამოსულა მართლა.
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ბეთანია - 31.08.08
ბილიკი დავიწროვდა და კლდეებთან გაიარა.

აქამდე ოთხჯერ ვიყავი ბეთანიისკენ და ამ გზით პირველად... ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.
ვინ იცის, კიდე რამდენი ბილიკი მიდის ბეთანიისაკენ
.

ტყიდან მალე გამოვედით და პატარა მინდორზე აღმოვჩნდით, სადაც ბეტონის კედლები და ღობეები იყო.
კიკიმ თავიდანვე დაიჭირა ჯოხის თადარიგი
.

მინდორში ეს პეპელა დამანახა ვიღაცამ.
ფუტკარი და პეპელა მეგობრულად აგროვებენ ნექტარს (მარა პეპელას რად უნდა ნეტა? ალბათ საჭმელად)

მინდვრის ბოლოს პატარა დასახლებასავით იყო, 2-3 სახლი დავინახე.
წინ წასულები ჩრდილში ისვენებდნენ.

თიკალო ისე დგას, ვითომც ღობის ჯოხზე მე დავჯექი და მე ჩამოვტეხე

შორენამ უფრო გამძლე ღობე მონახა 

რომ მოვგროვდით და გზის გაგრძელება დავაპირეთ, ზემოდან ეს ცუგა გამოქანდა, კუდის ქიცინით.

ცოტა მოგველაქუცა და დაგვემშვიდობა.
შემდეგ სულ ტყეში მიდიოდა გზა.
ეს მოწინავე რაზმია, წინ მიდიოდნენ და მერე გველოდებოდნენ

ჰოდა ერთხელაც, წამოვეწიე და რას ვხედავ, უმეტესობას შეწუხებული სახე აქვს.
რა ხდება? არასწორი გზით წამოვსულვართო, ლამა ამბობს.
არადა ვხედავ, რომ იქით უკვე გადასახედია და წესით მონასტერიც უნდა გამოჩნდეს.
გავედი გადავიხედე და მართლა არ ჩანდა მონასტერი, მაგრამ ოციოდე მეტრში ჩანდა ხის დიდი ჯვარი, საიდანაც ჩადიხარ მონასტერთან.
თურმე გოგონებს გაეხუმრა
.
გაღმა მთაზე ”დონ კიხოტის სახლი” (ასე ეძახდა ლამა) დავინახეთ

მარჯვნივ დიდი სივრცე გაიშალა და გოგონებს ფოტოები გადავუღე

გავიხედე უკან და თურმე კიდევ ყოფილან ფოტოგრაფები
დები - თამუნა და მაკა (makarenko)

ახლა კი სანამ დავიძინებდე, რაღაცას განახებთ...
ძალიან ბევრი მეკითხება, სულ რატომ ატარებ ამ შტატივსო.
შტატივი ძირითადად დაბალი განათების პირობებში გჭირდება, დიდი დაყოვნებით რომ გადაიღო.
ასევე კარგია პანორამების დროს, მაგრამ როცა არ არის კარგი საპანორამე ადგილი, რაში უნდა გამოიყენო?
აი ახლა განახებთ, რატომ დავათრევ ამ ჯართს
.
ე.ი. ეს არის ჩვეულებრივი ფოტო, რომელსაც ჩვეულებრივად იღებ თუნდაც საუკეთესოდ გასწორებული პარამეტრებით:

ნორმალურია, ხომ?
ეს კი არის HDR ფოტო. იღებ სამ სურათს სხვადასხვა ექსპოზიციით, აწებებ ერთმანეთზე და გამოდის ასეთი ხასხასა ფერები
.
პირველი ფოტო მოსაწონია, სანამ მეორეს ნახავ.
მეორეს ნახვის შემდეგ, პირველი არაფერი აღარ არის
.
არაბუნებრივად ლამაზია
.
ახლა ნაჩქარევად ავაწყვე და შეიძლება უკეთესიც გამოვიდეს
.

წავედი ახლა დავიძინე, სამი საათი სრულდება
...

ეხლა ვამუღამებ GPS-ის ტრეკის (განვლილი გზის ჩანიშნული file) წაკითხვას და მგონი ახალდაბიდან მონასტრამდე 4.583 კმ გამომივიდა.
მონასტრიდან რამდენი გამოვიდა, მაგას იმედია გამოვითვლი და მოგვიანებით გეტყვით

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!