Page 2 of 7

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 11:42
by L-O-M-I
Naia
დიახ მე გახლავარ :) სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :lol:

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 11:45
by L-O-M-I
bela
გაიხარე ! ფოტოებს დღეს დავდებ :)

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 13:42
by Mta Mkvarebia
ჯაბა ფიცხ
L-O-M-I

გილოცავთ შემოკარვებას :D
ხომ ხედავ, ირაკლი, რა ძალა აქვს ადმინთან ერთად ლაშქრობაში წასვლას, აღარანაირი პროტექცია აღარ გჭირდება მერე :wink: ...

ძლივს მოვიცალე ამ თემაში შემოსახედად. მართლაც, ძალიან საინტერესო, გეგმით გათვალისწინებული და გაუთავლისწინებელი მოსანახულებელი ადგილებით დახუნძლული გასვლა გამოგვივიდა. გზა გრძელი და ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ შესანიშნავი კომპანია ამ დისკომფორტსაც გვავიწყებდა :D .
ამ ორი დღის განმავლობაში საბოლოოდ ვირწმუნე გვალვას ყოვლისშემძლეობა ამინდის მართვასთან დაკავშირებით :wink: . როცა ძალიან ჩამოცხებოდა, უცებ ისეთი შხაპუნა წვიმა დასცხებდა, ჰაერსაც აგრილებდა, და წმენდდა კიდეც მანქანების საბურავებიდან აკორიანტებული მტვრისაგან. მერე ისევ უცებ შეწყდებოდა, მზეც გამოაჭყიტებდა და ცაც იწმინდებოდა. ასე გაგრძელდა 3-ჯერ-4-ჯერ.
ტბები მომეწონა, კარწახმა შორიდანვე მოგვხიბლა. საღამოვდებოდა და შუქ-ჩრდილები ისე მომგებიანად თანაშობდა ტბაზეც და მის მიმდებარე ველებზე, რომ არარეალურობის შთაბეჭდილებას გვიტოვებდა, თუმცა ტბების უმრავლესობაზე ნაპირთან მისვლა შეუძლებელი იყო, ან სასაზღვრე მავთულხლართი გადიოდა ზედ (როგორც კარწახის შემთხვევაში, მაგალითად) ან სულ დაჭაობებული იყო ნაპირი.
ტბების გარდა ვნახეთ საროს, თოკის და კუმურდოს ეკლესიები. კუმურდომ დამუნჯებამდე მომხიბლა, ეტყობა რა დიდებული ტაძარიც იქნებოდა თავის დროზე, და გულსატკენია რომ ასე უპატრონოდ, სავალალო მდგომარეობაშია მიტოვებული :( .

ველოდე, ტბების ფოტოებს დადებენ ახლო ხედებით მეთქი (ისინი ვინც ჩემსავით მობილურით არ იღებდა) და მერე დავიწყებ რეპორტაჟსთქო, მაგრამ ეტყობა ვერ მოიცალეს :roll: . ამიტომ ახლა მე თავიდან დავიწყებ და ფოტოებს იმედია შემოგვაშველებენ.

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 14:58
by TuTa
Mta Mkvarebia

იფ იფ იფ რა გველოდება!!! ჩავუჯექით ეხლა რეპორტაჟს :wink:

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 15:13
by Mta Mkvarebia
TuTa
:)
გავედით შაბათს, დილის 6-ის ნახევარზე. მანქანებში შემდეგნაირად გადავნაწილდით. ლომგულ ირაკლის პაჯეროში მოთავსდნენ: გვალდა, ჯაბა ფიცხ., ვარვარა და ჟორჟიკიების რისხვა, ქალი დინამიტი და პოეტესსა ბელლლა :wink: , ნაიას "ზურმუხტაში": შეუდარებელი მძღოლი ნაია, გოგა, თვით ადმინი, თვით ადმინის თვით და - ნინო და მე. ნინო ბორჯომში უნდა დაგვეტოვებინა და შემდეგ კავკასიკასთვის გაგვევლო. ყველას საუცხოო განწყობა ჰქონდა.

ბორჯომში ჩასულებმა, დეტალურად განვიხილეთ მომავალი მარშრუტი, გადავწყვიტეთ რომ კავკასიკა თბილისში "მოსატაცებლად" ცოდო იყო :wink: და წალკის გავლით უკან დაბრუნების იდეა ვუკუვაგდეთ:
Image

Image

Image

მერე "რა ლამაზი დღეა" ვუმღერეთ გვალვას პატარა ძმიშვილს, იუბილარ ლევანიკოს, რომელიც მამიკოსთან და ახლობლებთან ერთად ნინოს წასაყვანად ჩამოვიდა ბაკურიანიდან. ბავშვი დავაბნიეთ. ამდენი უცხო დეიდა და ბიძა ასეთი, მისთვის უჩვეულო ფორმით რომ ულოცავდა დღეობას :) .
Image

Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 15:24
by Mta Mkvarebia
შემდეგ გავუდექით გზას. ერთი-ორგან გავჩერდით ასეთი სასუსნავების შესაძენად:
Image
საროს ეკლესიის გადასახვევთან, ბევრი აღარ გვიფიქრია და სამცხის ათაბაგ მაკენას ამ ეკლესიის შესახებ მონათხრობით ინტერესაღძრულები შევუდექით საროს გზას.

ეკლესიამ და მის გარშემო განლაგებულმა ციხექალაქის ნანგრევებმა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ ჩვენგანზე. იქვე გაიმართა პირდაპირი მობილ-ხიდი კვარიათი-სარო და თვით ათაბაგმა მოგვახსენა საროს ისტორიის შესახებ. თურმე ეკლესიის გარშემო სამი სტრატეგიული ციხე ყოფილა, რომელთა ნანგრევები ახლაც თვალნათლივ ჩანს. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ სამი ციხის გამო დაერქვა ამ მხარეს სამც(ი)ხე. ციხეებს შორის გალავნის ნაშთებიც ჩანს. მოკლედ ძალიან საინტერესო კომპლექსია. დაუზუსტებელი ინფორმაციით ციხექალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდეა აგებული უზარმაზარი ლოდებით, დუღაბის გამოყენების გარეშე. ტაძარი კი უფრო გვიანდელია, დაახლოებით მე-16 საუკუნის და მთავარანგელოზთა სახელობისაა.
Image

Image

Image

ჩვენ ციხექალაქის ნანგრევებზე

Image

ლომგული :wink:
Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 15:31
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 15:52
by Mta Mkvarebia
მერე მეზობელ სოფელ ხიზაბავრაში მეორე ეკლესიის მოსანახულებლად გავემართეთ. თუმცა ჩემდა გასაკვირად ეკლესია კათოლიკური აღმოჩნდა. თუმცა მაინც გავყევი ჩვენებს მოსანახულებლად. ეკლესია იესოს გულის სახელობის იყო. ასეთი უცნაური და ლამაზი სახელწოდების ეკლესია ჯერ არ შემხვედრია, თუმცა კათოლიკური ეკლესიების რომელი ექსპერტი მე ვარ? :roll: ეკლესიის ეზოში გვხვდებოდა ამ აღმსარებლობის ეკლესიებისთვის დამახასიათებელი ქანდაკებები.
Image

Image

Image

ადგილობრივმა ახალგაზრდა გოგონამ ჩვენს საპატივცემულოდ ორღანზე დაუკრა და საგალობლები იგალობა. არ ვიცი აკუსტიკა უწყობდა ხელს, თუ ორღანის ჟღერადობა, მაგრამ ისე სასიამოვნოდ ჩაგვემოსმოდა მისი ხმა, ერთსულოვნად გავიფიქრეთ, ასეთი ნიჭი არ უნდა დაიკარგოსთქო.
Image

Image

კათოლიკური ეკლესიის გვერდზე პატარა, წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკური სტილის მართლმადიდებლური ტაძარიც იყო. რა თქმა უნდა ამ ტაძარშიც შევედით და მოვილოცეთ.

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 16:17
by Mta Mkvarebia
მერე აღმოვაჩინეთ, რომ ამ ხიზაბავრის გასვლით შეიძლებოდა მოკლეზე კუმურდოს ეკლესიაში გადასვლა. და ამ "მოკლე" გზას გავუყევით. წინ ხიზაბავრას პადრე მიგვიძღოდა მანქანით, რომელც მაინც იქით მიდიოდა ერთერთი სოფლის სხვა კათოლიკურ ტაძარში.
ხედები გზად:

Image

Image

მერე ადგილობრივმა ქალებმა კინაღამ დაგვაბნიეს, ეს მოკლე გზა სულ არ არის მოკლე და აქ რა გინდოდათ, რომ მოდიოდითო, მაგრამ მალევე გავარკვიეთ, რომ ახალქალაქში მაინც მოვხვდებოდით და კითხვა-კითხვით ისევ გზას გავუდექით. არა რა, ვეთანხმები გოგას, ქალს გზა არ უნდა ჰკითხო :lol: . გზად მეორე დაუგეგმავი ღირშესანიშნაობა- თოკის ეკლესია მოვინახულეთ:
Image

Image

სტელები ეკლესიის ეზოში

Image

Image

მერე სერპანტინით დაბლა დავეშვით და შევუერთდით მთავარ გზას
Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 16:27
by Mta Mkvarebia
გავემართეთ კუმურდოსკენ. გზად ადგილობრივი მოსახლეობის საინტერესო ტიპაჟები გვხვდებოდა.
Image

Image

მერე მივედით კუმურდოში, რომელმაც განმაცვიფრა.
რა ჩუქურთმები, რა წარწერები, რა სვეტები! :shock:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 16:46
by Mta Mkvarebia
ცნობები კუმურდოს ტაძრის შესახებ:

კუმურდო, ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომლის ნანგრევები (ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე) შემორჩენილია სოფ. კუმურდოში.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.

კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.


მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.

ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 17:22
by Mta Mkvarebia
კუმურდოს მონახულების შემდეგ კარწახის ტბისკენ გავემართეთ.
Image

Image

Image

Image

Image

კუმურდოს გადასახვევისკენ, გზიდან პატარა ტბა შევნიშნეთ (სამწუხაროდ, სახელი არ ვიცი) და უკანა გზაზე ამ ტბასთანაც შევჩერდით

Image

Image

Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 17:30
by Mta Mkvarebia
ცა უფრო და უფრო იქუფრებოდა და ცოტა ხანში წვიმამაც დაუშვა

Image

Image

მაგრამ მალევე გადაიღო, აბა გვალვა თან გვახლდა და სხვანაირად როგორ შეიძლებოდა? :D მერე ლელამ გვითხრა, ეს შხაპუნა წვიმა ჰაერის გასაწმენდად იყო შეკვეთილიო :wink: .

Image

ჩვენი მძღოლები გზადაგზა "კრესტიკი-ნოლიკის" თამაშობდნენ მტვრიან სარკეზე (რა თქმა უნდა გაჩერებულ მდგომარეობაში :) )

Image

Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 17:34
by Mta Mkvarebia
Image

Image

Image

Image

Image

Image

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში

Posted: 29 ივლ 2008, 17:43
by Mta Mkvarebia
მივედით სოფელ კარწახში. გოგამ მანქანებიდან გადმოგვიყვანა და რაღაც ღირშესანიშნაობის სანახავად წაგვიყვანა. თუ მიხვდებით რა იყო ეს ღირშესანიშნაობა? :wink:

აი ბატონო :lol: (ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ავფოფხდით და სურათებიც გადავიღეთ):

Image

Image

მერე გავაგრძელეთ გზა ტბისკენ. მივუყვებით ტბის ნაპირს და ვტკბებით ხედებით

Image

Image

Image

დროდადრო ვჩერდებით და სურათებს ვიღებთ

Image

Image

"სიმაღლე მინდა, სიმაღლე :) "...

Image