ჯაბა ფიცხ
L-O-M-I
გილოცავთ შემოკარვებას
ხომ ხედავ, ირაკლი, რა ძალა აქვს ადმინთან ერთად ლაშქრობაში წასვლას, აღარანაირი პროტექცია აღარ გჭირდება მერე

...
ძლივს მოვიცალე ამ თემაში შემოსახედად. მართლაც, ძალიან საინტერესო, გეგმით გათვალისწინებული და გაუთავლისწინებელი მოსანახულებელი ადგილებით დახუნძლული გასვლა გამოგვივიდა. გზა გრძელი და ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ შესანიშნავი კომპანია ამ დისკომფორტსაც გვავიწყებდა

.
ამ ორი დღის განმავლობაში საბოლოოდ ვირწმუნე გვალვას ყოვლისშემძლეობა ამინდის მართვასთან დაკავშირებით

. როცა ძალიან ჩამოცხებოდა, უცებ ისეთი შხაპუნა წვიმა დასცხებდა, ჰაერსაც აგრილებდა, და წმენდდა კიდეც მანქანების საბურავებიდან აკორიანტებული მტვრისაგან. მერე ისევ უცებ შეწყდებოდა, მზეც გამოაჭყიტებდა და ცაც იწმინდებოდა. ასე გაგრძელდა 3-ჯერ-4-ჯერ.
ტბები მომეწონა, კარწახმა შორიდანვე მოგვხიბლა. საღამოვდებოდა და შუქ-ჩრდილები ისე მომგებიანად თანაშობდა ტბაზეც და მის მიმდებარე ველებზე, რომ არარეალურობის შთაბეჭდილებას გვიტოვებდა, თუმცა ტბების უმრავლესობაზე ნაპირთან მისვლა შეუძლებელი იყო, ან სასაზღვრე მავთულხლართი გადიოდა ზედ (როგორც კარწახის შემთხვევაში, მაგალითად) ან სულ დაჭაობებული იყო ნაპირი.
ტბების გარდა ვნახეთ საროს, თოკის და კუმურდოს ეკლესიები. კუმურდომ დამუნჯებამდე მომხიბლა, ეტყობა რა დიდებული ტაძარიც იქნებოდა თავის დროზე, და გულსატკენია რომ ასე უპატრონოდ, სავალალო მდგომარეობაშია მიტოვებული

.
ველოდე, ტბების ფოტოებს დადებენ ახლო ხედებით მეთქი (ისინი ვინც ჩემსავით მობილურით არ იღებდა) და მერე დავიწყებ რეპორტაჟსთქო, მაგრამ ეტყობა ვერ მოიცალეს

. ამიტომ ახლა მე თავიდან დავიწყებ და ფოტოებს იმედია შემოგვაშველებენ.