Page 2 of 18

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 11:44
by bususa
როგორც იქნა მეშველა.... მოვედი და ოოო.... მომილოცეთ ჯერ და მერე სურათებსაც შემოგაშველებთ :lol: :lol: :lol:


პ.ს. უმაგრესი გასვლა იყო... მადლობა ყველას :D

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 12:12
by Bivrili
ძალიან კარგი დაკარგვ-გაცურვ-გამოცურვ- უპს დახრჩობა-გადარჩენა გამოგვივიდა...............
აი ეს იყო ნამდვილი ბოდიალი...............
ზუსტად ამ სიტყვის შესაბამისად ვიარეთ გუშინ.............


ყველა ჩამოვედით...........
მე ჯერ გადამარჩინეს და მერე ჩამოვედი.............. :lol: ............
მადლობა ალექსის, ის რომ არა............... :D ...............



თამთა იმ სოფელს კი ქსოვრი ერქვა, ქსოვრისი სულ სხვაგან არის..............

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 12:59
by Bivrili
ბრავო ლეგენდას და ჩიტუციოს............
პირველს საოცარი ინტუიცია აქვს ეს ყველამ გაითვალისწინეთ....
დღის ბოლოს ისეთი ენერგიული იყო , ლაშქრობის თავიდან დაწყების სურვილს გაგიჩენდა......... :)

მეორემ ისე იარა ერთი არ დაუწუწუნია (ჩემგან განსხვავებით)........ :) ...........

მადლობა თამთას ასეთი "გიჟური" დღისთვის............... :D ..........




ულამაზესი არის ფიტარეთის ეკლესია, უძველეს ჩუქურთმებს და ფრესკებს (საკმაოდ დაზიანებული) შველა და აღდგენა სჭირდება..........
უკვე დაწყებულია ტაძრის გადახურვის პროცესი და სექტემბერში დასრულდებაო (ტაძარში წყალი ჩადიოდა და ბევრი ფრესკა დაუზიანებია)......
ყველაზე ძალიან კი ის გამიხარდა, რომ თბილისიდან ახალგაზრდები იყვნენ ჩასულები და მამაოებს ტაძრის უკანა მხარეს მდებარე ნამოსახლარის გაწმენდაში ეხმარებოდნენ...........

გზა.......
ტაძრამდე მიმავალი გზა ძალიან რთული ყოფილა თურმე.........
დაღლილიც ვიყავი, და ბოლომდე რომ ავედი ალბათ ლოცვამ მიშველა............
ცოდვა გამხელილი ჯობია, ძალიან გამიჭირდა ასვლა, მეგონა იმ დღეს უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ ერთ საათში ტანძიაში ვიყავით, თითქმის სულ სიბნელეში ვიარეთ............

"ეს გზა არასოდეს დამთავრდება"...........
ასეთი "გზები " გვიმრავლოს უფალმა...........




პ.ს.გზაში მზესუმზირების "ჯარი" რომ შეგვხვდა ის სურათი დადეთ, თავდახრილები, მოწიწებით რომ ელოდნენ მზეს..........

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 12:59
by amigo
სურათების პირველი ნაწილი აიქაჩა როგორც იქნა http://bin.ge/file/194084/fitareti01.zip.html :)

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 13:07
by Int3lig3nt
სია რატომ არ დევს?

Bivrili
უიიი, შენც იყავი :D?

წარმომიდგენია რამდენს იწუწუნებდი :P.

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:08
by Bivrili
Int3lig3nt

ჰმ, ღამით მდინარე ხრამის ცივ და სწრაფ დინებაში რომ მოყვები, და თან იგრძნობ, რომ წინააღმდეგობას ვერ უწევ და შეიძლება დინებამ წაგიღოს გნახავ თუ არ დაიწუწუნებ........... :P

თუ ამ ფაქტს არ ჩავთვლით , თიითქმის არ მიწუწუნია.............. :) ..........


სია:

თამარიჩ (ორგანიზატორი)
თამარის მეუღლე
გიო
ამიგო
ალექსი
ქეთი (ამიგოს და)
ჩიტუციო
პერწკლი (მაიკომაიკო)
ხალიანა ( 4 პლიუსით, მე მომიტევეთ სახელები არ ვიცი)
ეკა (მგზავრი)
ელე
ლეგენდა
ნათია
ვარდიკო (საპატრიარქოდან)
ბივრილი (ეს მე ვარ)

ბატონი თამაზი თავისი "ვეზდეხოდით"...........

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:09
by megzuri
Int3lig3nt wrote:სია რატომ არ დევს?

Bivrili
უიიი, შენც იყავი :D?

წარმომიდგენია რამდენს იწუწუნებდი :P.
სულაც არ უწუწუნია, აბა ეგეთები არ იყოს 8) ჩვენ არცერთს არ გვიწუწუნია

და საკმაოდ კარგად ვიარეთ ამ თაკარა მზეში...ვოტ! 8) მაგარი "კამანდა" ვართ

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:11
by Bivrili
ვაიმეე მაპატიეთ............


შემეშალა ეკას ნიკი..........


სია:

თამარიჩ (ორგანიზატორი)
თამარის მეუღლე
გიო
ამიგო
ალექსი
ქეთი (ამიგოს და)
ჩიტუციო
პერწკლი (მაიკომაიკო)
ხალიანა ( 4 პლიუსით, მე მომიტევეთ სახელები არ ვიცი)
ეკა (მეგზური)
ელე
ლეგენდა
ნათია
ვარდიკო (საპატრიარქოდან)
ბივრილი (ეს მე ვარ)

ბატონი თამაზი თავისი "ვეზდეხოდით"...........

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:13
by Bivrili
Int3lig3nt

ისე დროა უკვე ჩემი ფანიც გახდე.........
გუშინ რომ გენახე როგორ ვიარე................ :P ......
დარწმუნებული ვარ ჩემით იამაყებდი.............. :lol: ............

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:45
by Tamari-ch.
Bivrili
კინღამ მართლა დაგვეხრჩოოო -
ალექსაზე იყო ჩამოკონწიალებული და მთელი ხმით კიოდა -

:lol:

მარა ამას მერე მოგიყვებით...
ახალ ვაგრძელებ -
ანუ მოკლედ გავჩერდი იმაზე, რომ შევედით სოფელ ქსოვრისში
იქ ლეგენდა გადაძვრა ფანჯრიდან და მიმავალ მარშრუტკიდან ქლიავებს იპარავდა ხიდან -
უცებ სად იყო და სად არა პატრონი გამოძვრა საიდანღაც და ლეგენდა ფაქტზე დაიჭირა...
:lol:
რა გვექნა - ვაღიარეთ ქურდობა -

იმას კი რა უნდა ექნა
შემოგვეპატიჟა-
იქეთ მწიფე ქლიავები მაქვს - აქეთ მობრძანდითო -
მოკლედ ვიიცინეთ გულიანად -
მარა იმ ბაბუამ შეგვიყვანა შეცდომაში სწორედ -
იმან გვითხრა - 5 კმ - გუდარეხამდე -იქით იარეთო...

ჩვენც წავედით დასაკარგავშიიი...
:lol:

Image

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:47
by amigo
აიქაჩა სურათების მეორე ნაწილიც http://bin.ge/file/194117/fitareti02.zip.html :)
(კიდევ არის რამდენიმე)

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:53
by Tamari-ch.
ვიარეთ ვიარეთ -
და ჩავედით მდინარესთან -
იქ ხიდიც იყო -
მოკლედ მივადექით ფარცხისიდან მომავალ გზას...

კი ვხვდებოდი უკვე, რომ რაცხა ნე ტო იყო-

გაშლილი თივაინი მინდვრები რომ გავიარეთ -
გავედით სიმაღლეზე -
იქ
გზის გასაყარი იყო -
ერთი გზა მაღლა მიდიოდა - მეორე დაბლა..
მაღლა მიმავალ გზაზე დენის ბოძები მიყვებოდა...

კახამ გვითხრა გუდარეხი - მაღლა არააო -
ზნაჩიტ დაბლა უნდა ყოფილიყო-
მარა დაბლა მდინარე იყო
კახამ გვითხრა გუდარეხი მდინარესთან არააო
ახლა კი - გავიბენიიიით..
:shock:

ახლა კი უკვე ჭკუა ვიხმარეთ და წინ დაზვერვა გავაგზავნეთ -
ბივრილა, ალექსა (რომელიც დაუზარავია ყველაფერზე), ეკა და გიო...

ჩვენ დავრჩით ზემოთ და ველოდებოდი დაზვერვის შედეგებს..
თან ავიკელით რეკვით კახა ბატონი...

:lol:

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:54
by megzuri
ამიგო დადე აქაც რამოდენიმე სურათი... :)

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 14:54
by megzuri
თამთა ცოტა სწრაფად იმოქმედე რააა... :) :D ცოტა მეტი სურათები დადე,

დამელია სული,ნათია- bususa კარაველი გახდა,ვულოცავთ.ეხლა ისიც

შემოგვაშველებს სურათებს...

ვეძებ გუდარეხს - ვნახეთ ფიტარეთი..

Posted: 28 ივლ 2008, 15:01
by Tamari-ch.
ამ დროს ვურეკავ თამაზის - და ვეუბნები -
უკან ამოსვლა გაგვიჭირდება
როგორმე მარშრუტკა წადმოიყვანე აქეთ თქო -

თან დაცხა უკვე მაგრად..

ცოტა ხანში თამაზი მირეკავს -
მარშრუტკა ვაბშე გაიჭედა - ვერც იქით მივდივარ და ვერც აქეთო-

უიმე დედა....
:shock:


ამ დროს ეკა კივის ქვემოდან წამოდით, წამოდითო..
ჩვენც ჩავბობღიალდით დაბლა მდინარესთან..

იქვე იყო რაღაც მეურნეობა - მგონი კალმახების-
იქ ვიღაც კაცი უპოვიათ (ერთადერთი - ვინც შეგხვდა ამ მთელი ხნის მანძილზე)..
და იმას უთქვამს -
ხიდამდე გადადით მარჯვნის -
3 კმ- -იაო სოფელ გუდარეხამდეო..
:shock:

იქ რკინის ბოძი დგასო..!!

მოკლედ ზიდთან მართლა ცადიოდა რაღაც გზა ზევით -
მარა რკინის ბოძი არ იდგა იქ..
!!!
:shock:
მაინც წავედით ახლა აღმართებზე...
:(\
ამ დროს უკევ ერთი 5 კმ გავლილი გვექნებოდა///