ბრავო ლეგენდას და ჩიტუციოს............
პირველს საოცარი ინტუიცია აქვს ეს ყველამ გაითვალისწინეთ....
დღის ბოლოს ისეთი ენერგიული იყო , ლაშქრობის თავიდან დაწყების სურვილს გაგიჩენდა.........
მეორემ ისე იარა ერთი არ დაუწუწუნია (ჩემგან განსხვავებით)........

...........
მადლობა თამთას ასეთი "გიჟური" დღისთვის...............

..........
ულამაზესი არის ფიტარეთის ეკლესია, უძველეს ჩუქურთმებს და ფრესკებს (საკმაოდ დაზიანებული) შველა და აღდგენა სჭირდება..........
უკვე დაწყებულია ტაძრის გადახურვის პროცესი და სექტემბერში დასრულდებაო (ტაძარში წყალი ჩადიოდა და ბევრი ფრესკა დაუზიანებია)......
ყველაზე ძალიან კი ის გამიხარდა, რომ თბილისიდან ახალგაზრდები იყვნენ ჩასულები და მამაოებს ტაძრის უკანა მხარეს მდებარე ნამოსახლარის გაწმენდაში ეხმარებოდნენ...........
გზა.......
ტაძრამდე მიმავალი გზა ძალიან რთული ყოფილა თურმე.........
დაღლილიც ვიყავი, და ბოლომდე რომ ავედი ალბათ ლოცვამ მიშველა............
ცოდვა გამხელილი ჯობია, ძალიან გამიჭირდა ასვლა, მეგონა იმ დღეს უკან დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ ერთ საათში ტანძიაში ვიყავით, თითქმის სულ სიბნელეში ვიარეთ............
"ეს გზა არასოდეს დამთავრდება"...........
ასეთი "გზები " გვიმრავლოს უფალმა...........
პ.ს.გზაში მზესუმზირების "ჯარი" რომ შეგვხვდა ის სურათი დადეთ, თავდახრილები, მოწიწებით რომ ელოდნენ მზეს..........