გაგვაჩერეს.
თურმე იქვე ახალგაზდა კაცის 40 -ში იყვნენ, რომელიც მოსკოვიდან ჩამოსულმა ქილერმა საკუთარ ეზოში ავტომატით მოკლა.იქ ქურდებთან ქონია რაღაც საქმე და რომ წამოვიდა 2 დღეში აქ დაადგენ და მოკლეს.
მოკლედ მეუბნებიან ეხლა 4 ივე ჩაგვისვი და წაგვიყვანეო.
მე ხანგრძლივად ვარწმუნებდი რომ, მხოლოდ 1 კაცს ჩავისვამდი, რადგან უკან ათასი ბარგი მელაგა, მაგრამ ვერ გავაგებინე ვერაფრით.
ერთმა მითხრა მე სახურავზე დავწვებიო, მეორე კი უკან შეახტა და ბორბალს ჩაავლო.
10 წუთიანი გაწევ გამოწევის შემდეგ 2 დავტოვე , ჩემები უკან გადასხდნენ და 2 , 30 იდან 40 წლამდე მასიური მუტრუკი წინა სკამზე შემოეტენა.
მერე მკითხეს აქ რა გინდაო.
მე უთხარი ვსეირნობ მეთქი.
რატო, იკვლევო?
ჰო დაახლოებით მეთქი.
საიდანა ხარო, თბილისიდან მეთქი, არა ძირი საიდან გაქვსო?
მე უთხარი რაჭიდან მეთქი.
ჰოდა იცი რა ძმაო, წადი და რაჭა იკვლიე რამდენიც გინდა, აქ ნუღარ ამოხვალო.
მე ვკითხე რატო მეთქი?
აქ შენ ოქროს საზებნელად ხარო.
რა უნდა აქ ოქროს მეთქი?
თამარ მეფეს 2 ურემი ოქრო გადაუვარდა კლდიდანო, და ქალაქელები მაგის საძებნელად დაძრწიანო.
მე გამახსენდა რომ გზა ხევში მართლაც მაქედან მიდიოდა.
მერე გზაში ნაცნობები ნახეს და დავტოვე, მაგრამ ხიდების კოლოფის ბერკეტს რო შევხედე, ბოლომდე იყო დაღუნული, ძირამდე.
ზედ იჯდა და ვერც გაიგო.

მე ლაშქრობის ხალისი დავკარგე და სახლში წამოვედი.