უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 13:33
გოგა საინტერესო სახეებს ეძებს
..და არა მარტო გოგა

..
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახე კიდევ მანქანაში გვემალება
გასეირნება სოფელში
როგორც ჩანს წივა აქაც ძირითადი საწვავი მასალაა გრძელ ზამთარში. ადგილობრივებმა გვითხრეს, აქ 8 თვე ზამთარიაო, და 2-3 მეტრი სიმაღლის თოვლი მოდისო.
ნაიას ისე მოეწონა იქაურობა, კითხულობდა, "ახალგაზრდა და დასაქორწინებელი არა გყავთ ვინმეო?"

მაგრამ მე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, "აქ არ დაგტოვებთქო"

. ჩემს მეტი მგონი წინააღმდეგი არც არავინ ყოფილა

. პირიქით, "ჩამოვალთ და აქაური რძით და ყველით გაგვიმასპინძლდიო", ეუბნებოდნენ

.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 14:01
მერე ერთი საინტერესო, მაგრამ, სამწუხაროდ, დანგრეული ეკლესია ვნახეთ სოფელ ტაბაწყურში. ეს ტაძარი მგონი თავად სამცხე-ჯავახეთ და სრულიად მესხეთის ათაბაგ მაკენასაც არ ექნება ნანახი
სამწუხაროდ არ ვიცით, ვისი სახელობისაა, ან რომელ საუკუნეშია აგებული. იქნება ალბათ X საუკუნის მაინც

. ადგილობრივები თურმე წითელ ეკლესიას ეძახიან ქვების მოწითალო ფერის გამო (სამცხე-ჯავახეთის ეკლესიები სულ ასეთი ხავსისმაგვარი საფარით დაფარული ქვებითაა ნაგები, უფრო სწორედ ქვებმა მერე მიიღო ეს შეფერილობა)
ძალიან საინტერესო ფიგურები ჰქონდა ამოტვიფრული კედლებზე

-
perwkli
- იეტი
- Posts: 1088
- Joined: 09 მარ 2007, 04:18
- Location: ბუნბუნლანდია
Post
by perwkli » 21 ივლ 2008, 14:06
Mta Mkvarebia
ესეც ჩვენ ცხრაწყაროს უღელტეხილზე (თუმცა ცხრაწყარო რატომ ჰქვია, ვერ გავარკვიეთ, გზად მხოლოდ ერთი წყარო შეგვხვდა)
ჩვენ კი ძალიან ბევრი წყარო შეგვხვდა მანდ ასე ორი წლის წინ....
მანდედან ულამაზესი მზის ამოსვლა ჩანსო, ასე გამიგია....

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 14:23
caucasica
ხომ იცი, როგორ მიყვარს ეს ფოტოები

-
TuTa
- იეტი
- Posts: 1392
- Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
- Location: where the streets have no name...
Post
by TuTa » 21 ივლ 2008, 14:35
აუ რა დღე იყო!!! დღეთა დღე!!! მშვიდი და ამავე დროს აღტატეცებებით სავსე, ლამაზი, საოცრად ჰარმონიული
არსად არ გვეჩქრაებოდა, ბოლომდე მოვიგემრიელეთ ტაბაწყური
შემიყვარდა ეს ადგილი, იმ საოცარი სამდღიანი ლაშქრობის მართლაც ღირსეული დასასრული იყო
-
TuTa
- იეტი
- Posts: 1392
- Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
- Location: where the streets have no name...
Post
by TuTa » 21 ივლ 2008, 14:41
caucasica wrote:yayachoc Mkvarebia
ულამაზესია
ყაყაჩოც ყვარებია, დეკაც და ცხვარიც...
სათითაოდ გადაუღო სახელობითი საპასპორტე სურათები, ამოცნობა აღარ გაგვიჭირდება
