Toma
გაიხარე -
ახლა მოვედი - და გავაგრძელებ სურათების დადებას....
მოკლედ დირბის მერე გეზი ავიღეთ ყველაზე რთული მისასვლელი - ულუმბოსკენ.
ჰოდა კიდევ დირბში გავიცანეთ მამაო იოანე -
რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო -
დაგვლოცა -
როცა გაიგო რომ ბრეთაში ვიყავით და ულუმბოსკენ მივდიოდით - გზა დაგვილოცა და გაუხარდა, რომ ჩვენი წარსული და სიწმინდეები გვაინტერესებდა...
საინტერესო ამბავიც მოგვიყვა დირბის ფრესკებზე -
თურმე ეს ფრესკები შემთხვევით აღმოუჩენიათ -
და მთელი ეკლესია შიგნიდან გალესილი ყოფილა.
როცა რემონტი დავაპირეთო და ძველი ფენა მოვაშორეთ -
ქვეშ ასეთი ლამაზი ფრესკები აღმოვაჩინეთო...
მერე სურათების გადაღება კარგია და ლოცვა არ გინდათო?
გვკითხა -
თავი დავუქნიეთ და ლოცვები წაგვიკითხა-
პარაკლისი გადაგვიხადა და ზეთიც გვაცხო-
ისეთი სითბო მოდიოდა მისგან-
განშორება გვიძნელდებოდა მასთან...
ჰოდა შეგვეწია მერე მამა იოანეს გზის დალოცვა და აი რატომ...
წავედით ულუბოსკენ..სოფელ ალამდე მშვენიერი, კარგი გზა იყო
სრიალ სრიალით მივდიოდით -
ჰოდა დავინახეთ გადასახვევი -
წარწერა იყო "ულუმბოს მამათა მონასტერიო"...
გაუდგა ჩვენი ვეზდეხოდი მარშრუტკა გზას...

აი ასეთი გზაა ულუმბოს მონასტრისაკენ.
სამი გუბე გავცურეთ გზაზე -
აი მეოთხე კი....
