Page 2 of 11

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:18
by kiki
ერთ მშვენიერ და მზიან დღეს მე, ნინუცამ და ეთომ (ჩემი მეგობარი) გადავწყვიტეთ მოგველოცა ფოკის მონასტერი. მიუხედავად იმისა, რომ გზა არ ვიცოდით, მაინც არ შევიმჩნიეთ და სასწრაფოთ ჩავსხედით ახალციხისკენ მიმავალ ,,მინიბუსში. გაურკვევლობაში მყოფმა ნინუცას უთხარი: აი დაიწყო ჩვენი თავგადასავალი თქო:) თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი თუ რაოდენ სიმართლე მითქვამს. (p.s. ეს ხომ ჩემი პირველი გასვა იყო კარვით)
დაახ 7 სთ-ზე ჩავედით ახალციხეში სადაც ჩვენი ნაცნობი დაგვხვდ, როცა მას უთხარით, რომ იმდღესვე ფოკაში წასვლა გვინდოდა, გაკვირვებულმა გვითხრა, ხო არ გაგიჟდითო:) ტაქსში ჩავსხედით და ფოკისკენ მიმავალ გზას დავადექით. გზად შევათვალიერეთ და-ძმის ეკლესია, ხვილიშას ტაძარი, საღამოს ტბა, ციხე (რომლის სახელიც დამავიწუდა :)) ყოველივე ეს ენით აუღწერელი სილამაზე იყო სარამოს ბინდსა და დღის სინათლეს თითქოს ერთმანეთის მიტოვება არ სურდა:) მზის მოკიაფე სხივები ნაზად ესალბუნებოდა მიდამოს და ჩვენ დატყვევებულები უყურებდით...
ბნელოდა რომ ჩავაღწიეთ, მაგრამ იქ მცხოვრებმა სომხებმა რატომღაც არ მოინდომეს ჩვენთვის მონასტრის გზა ესწავლებინა. ჩვენმა სურვილმა გადასძლია ყოველგვარ დაბრკოლებას და 10 სთ უკვე მონასტერს მიუახლოვდით აქ კი გაკვირვებისაგან ენა ჩაგვივარდა. ამდენი კარავი ცხოვრებაში არ მინახავს (პარლამენტის შენობის წინაც კი :) )
მე და ნინუცამ გიჟივით დავიწყეტ ყვირილი ნამცეცუნაააააააააა............... ნინი-85 იიიიიიიიი..................მაგრამ ამაოდ, მაგრამ ჩვენს ძახილს ამაოდ არ ცაუვლია და 3 მშვენიერი ჭაბუკი დასახმარებლად გამოემარტა (რომლებიც წმ. ნინოს გზის წევრები იყვნენ) მათი მეშვეობით ადვილად დავბანაკდით. შემდეგ ლიტურღიაზე დასასწრებად გავემართეთ. მიუხედავად მრევლის სიმრავლისა ვნახეთ ნინი_85 და ნამცეცუნა. მოგვიანებით კარავში დავბრუნდით მხოლოდ 2 სთ გვეძინა მაგრამ საკმარისი იყო იმისთვის რომ გავყინულიყავით (როგორც ერთ-ერთმა მამაომ გვითხრა -იყოო)

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:33
by kiki
გარიჟრაჟისას გავირვიძეთ, ასეთი ლამაზი დილა არასდროს მქონია, ბუმბერაზ მთებს თოვლის ნაბადი წამოუფარებიათ, ბარში კი მწვანედ ხასხასა ბალახზე დაედო ბინა. მზის სხივები მხიარულად დასთამაშებდა მიდამოს, ნარნარა ჩიტები ახალი დრის დაწყებას გვახარებდა.........


Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:37
by kiki
ჩვენი წამოსვლის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, მაგრამ ღვთის ნებით ეთოს მეგობარი ბერი აღმოვაჩინეთ და წლკამდე მან წამოგვიყვანა
ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა და თბილისში წამოსვლის დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:40
by kiki
Image
Image


ჩემი საყვარელი ფოტოა........

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:43
by kiki
ეს თურმე მე ვარ:)

Image
Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 14:46
by kiki
ასე თბებოდა ნინუცა:)

მე კი არ დაუჯერე და გავიყინე:)

Image
Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 15:22
by ნინი_85
ფარავნის ტბიდან წამოსულები პირველად დედათა მონასტერს მივადექით. ეკლესიაში ცოტა ხანს დავყოვნდით და მალევე გავწიეთ ტბა აბულისკენ (2700 მეტრი ზღვის დონიდან). ჩვენი დაბანაკების ადგილი სწორედ ეს ტერიტორია უნდა ყოფილიყო. გზაში რამდენჯერმე შევისვენეთ, წავიხემსეთ საკვებით რომელიც გამოგვატანეს ფარავნიდან. გზაში მეუფე ნიკოლოზი წამოგვეწია თავისი მანქანით, დაგვყო მცირე ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს ხელმძღვანელი დაუნიშნა, მე ჩვენი ჯგუფის ერთ ერთი ხელმძღვანელი ვიყავი და შესვენების შემდეგ ეს ჯგუფები ვდგებოდით რიგში, ვლოცულობდით და შემდეგ უკვე ერთ მწკრივად ვაგრძელებდით გზას.


ჩვენი სამარშრუტო მიკროავტობუსი და ძირითადი ჯგუფის მოძრავი სამზარეულო უკვე აბულის ტბაზე გველოდა. საკმაოდ სწრაფად დავდიოდით და სულ რამოდენიმე საათში გავიარეთ 11 კილომეტრი.



ბარგი დავდეთ და შევუდექით კარვების აწყობას, ჩემდა გასაკვირად ინსტრუქცია იტალიურ ენაზე აღმოჩნდა და მე მომიწია დეტალების გადმოთარგმნა მეგობრებისთვის :)

კარვები მალევე დავდგით, საძილე ტომრები და ზურგჩანთები შევაწყეთ და შევუდექით ვახშმისთვის მზადებას. მანქანა სამძარეულოში გააცხელეს წყალი და ყველას მშრალი სუპები დაგვირიგეს, წვნიანიც მალე განზადდა. მოგვიანებით გვქონდ ჩაი, ყავა, კაკაო და დესერტი.

ბანაკში ტელეფონი არ იჭერდა და ამიტომ მთაზე გვიწევდა ასვა.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 15:39
by Katy
ra lamazi kofila faravnis tba...
ra lamazad mogvitxrobt, titqos jurnals vkitxulobde ra! :)

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 18:07
by ნინი_85
ტბა აბული

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 18:10
by kiki
ნინი_85

ნიიიიიიიი რა ლამაზიაააააააააააა

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 18:25
by ნინი_85
მართლაც ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით შებინდებისას. სარამოს ძალიან აგრილდა ჩვენ კი ძილს არ ვაპირებდით და ისევ მიკროავტობუსში განვთავსდით, ვსაუბრობდით, ვმრეროდით, ვგალობდით გვიანობამდე. მძღოლი დაგვცინოდა : აგერ აგიშენეთ ბატონო ხრუშოვკები და კეთილი ინებეთ გადასახლდითო :D მარა ყველა უარზე იყო.


Image


გარეთ ძალიან ციოდა, რამდენჯერმე ავედით ტბას რომ გადმოჰყურებს იმ მთაზე, ლამაზი სანახავი იყო.

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 18:31
by ნინი_85
ღამით შეგვცივდა, პირველად გვეძინა ჯავახეთში კარვებში, ჩვენი საძილეები არ იყო გათვლილი ასეთ ტემპერატურაზე როგორც ჩანს. დილით 6 ზე ავდექით. უნდა მოგვესწრო დილის ლოცვა, წმინდა ნინოს დაუჯდომელი და კარვების აშლა.

ლოცვებს ვკითხულობდით ცალკე კარავში, სადაც წმინდა ნინოს ჯვარი და ხატი იყო დაბრძანებული:


Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 18:39
by ნინი_85
ლოცვების შემდეგ ჩავმწკრივდით ერთ რიგად და დავიძარით სოფელი აბულისაკენ:


Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 18:50
by ნინი_85
სიარულის გეგმა ასეთი იყო: 50 წუთი მივდიოდით და 10 წუთი ვისვენებდით. საკმაოდ ეფექტური გამოდგა, მითუმეტეს მეუფემ გვაკურთხა ასე.

Image

სოფელი აბული მალევე გამოჩნდა:

Image

წმინდა ნინოს გზაზე, 2008

Posted: 06 ივნ 2008, 22:09
by kiki
ნინი_85

ნი ბედნიერი ხარ, რომ უფალმა ასეთი ტკბილი დგეები გაჩუქა:)