
სამახსოვრო ჯგუფური ფოტოები გადავიღეთ, რასაც გოგა ალბათ მოგვიანებით დადებს და როგორც იქნა დავიძარით, თუმცა დიღომში კარგა ხანს ველოდეთ ერთ-ორ ადამიანს. ისინიც მოვიდნენ. მერე გოგამ გვითხრა, ქვევრს უნდა გავუაროთ მცხეთაშიო.
მივედით მცხეთაში. გიომ გვთხოვა ყველანი გადმოვსულიყავით მინიბუსიდან და თავის, ყველა კარველისთვის ასე საყვარელ მარანში შეგვიძღვა.
იმისთანა საფერავით დაგვილოცა გზა, რომ იქიდან უკვე აღარსად გვინდოდა წასვლა, ბუხარი და მის გვერდით ტაბლა მაცდურად გვიზიდავდა




ეს მარიკუნაა, გოგას და მთელი კარვის მეგობარი, სიღნაღის და ბოდბის ლაშქრობიდან გახსოოვთ, ალბათ. ღვინოს საერთოდ არ სვამს, იუარა თავიდან. მაგრამ გემო რომ გაუსინჯა...

გიომ იმდენი ღვინო და ჭაჭა გაგვატანა, ერთ უზარმაზარ პარკში ძლივს ჩაეტია. ღვინო ჩვენთვისაც გაგვატანა და იქაური ქართველებისათვის საჩუქრად გადასაცემადაც. თან გვითხრა, "ჩემი სული და გული მოგყვებათო"
