ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
გაზაფხულის დედოფალი ჯინსებშიNaia wrote:ნინია-გოგო

გენაცვალე რა ლამაზი ხარ გოგონიიიიიი

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
ხო და კიდე ფოტოკოლაჭი ეძღვნების იუბილარს ოფოფს :

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
ეს კი ტივის ამბავი, რომელიც ცოტაც და ჩაიძირებოდა, ანუ კიდევ კარგი რომ მეც არ ავედი.....

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
გოგრიჩამ აქაოდა ნახეთ როგორ გადავარჩინე ერთი ტივი ხალხიო....

ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
უფ, რა კარგი იყო?!!!
მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი მქონდა, რომ off-road-ერების შეჯიბრი ძალიან მაგარი იქნებოდა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ზე-მაგარი იყო ყველაფერი.. + ლამაზი სანახავიც იყო... ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ასე ძალიან მომეწონებოდა!!!
მაო იყო სუპერი!!! თავისი ნივით სასწაულები ჩაიდინა... მესამე ადგილიც დაიმსახურა... გილოცავ, მაო!!! ჩემპიონი ხარ!
მოლოდინს გადააჭარბეს ჩვენებურებმაც, ჩვენს ფერეიდნელებზე მაქვს საუბარი. თითოეული მათგანი ძალიან შემიყვარდა... ძვირფასი ადამიანები არიან... ძალიან გულითადი ხალხია!!!... ძალიან მიხარია, რომ ისინი გავიცანი!!!
Naia
ZVIOSULI
კარგი ფოტოებია!!!

გუშინდელი შთაბეჭდილებების გადმოცემის მცდელობა დღეს, საზოგადოებრივი რადიოს , საინფორმაციო პროგრამა " მოამბე"-ში მექნება 19:00 დან 19:30 წუთამდე. ვისაც სურვილი გექნებათ შეგიძლიათ მოუსმინოთ FM 102,4
რა საკვირველია ჩემი რეპორტაჟის გმირი ყველაზე სწრაფი რაჭველი მაო იქნება:)
რა საკვირველია ჩემი რეპორტაჟის გმირი ყველაზე სწრაფი რაჭველი მაო იქნება:)
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
საქებად გიგულავნიათ, გაიხარეთ (წყინს რომ ქალაქს არ ვიყავ რომ შემოგერთებოდით)
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
Naia
ZVIOSULI
დავტკბი თქვენი ყვავილებისა და ტბის ფოტოებით
ტბაზე იმას ვიხსენებდით, წინა ლაშქრობაზე ტბის გადასაღებად მხარზე რომ შემისკუპე.
სხვანაირი კადრი გადავირე შენი წყალობით.
და ისა, შენ და სასკვა ჩამკეტები რომ იყავით?
კგ დრო იყო

ლამას დავენაცვლე.lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
gaixare magaro adamiano kargad aghwere lashqroba samwuxarod me ver wamovedi
qalaqshi ar vikavi
ტბაზე იმას ვიხსენებდით, წინა ლაშქრობაზე ტბის გადასაღებად მხარზე რომ შემისკუპე.
სხვანაირი კადრი გადავირე შენი წყალობით.
და ისა, შენ და სასკვა ჩამკეტები რომ იყავით?
კგ დრო იყო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
ჭილი 2008ის აპრილში, ფერეიდნელები და მაოს ქომაგები
მოკლედ, ამ გასვლის მთავარი მიზანი კარაველებისტვის ფერეიდნელების კიდევ ერთხელ და უფრო ახლოდან გაცნობა იყო. არ დავმალავ - ჭილის ტბა გამორჩეულად მიყვარს და იმ გორიდან გადმოხედვა ერთ რამედ მიღირს, მაგრამ მთავარი მიზანი მაინც ფერეიდნელებთან ურთიერთობა იყო. მინდოდა, ეს ხალხი თქვენც გაგეცნოთ, რათა სამომავლოდ დაუახლოვდეთ და პირადად ეკონტაქტოთ. მათ მეგობარი და ქომაგი სჭირდებათ, რადგან ძალიან უჭირთ და თანაც - ყოველმხრივ - მატერიალურად, სულიერად, მორალურად. ისინი ისტორიულ სამშობლოში ნამდვილ ქართველებად დაბრუნდნენ, მაგრამ აქ გაუცხოება დახვდათ... პრაქტიკულად, მათ საპატრიარქოს მეტი არავინ ეხმარებათ და თქვენც სხვას თუ ვერაფერს გაუკეთებეთ, გულის სითბო მაინც აჩვენეთ; აგრძნობინეთ, რომს აქართველოს ახსოვს თავისი დაკარგული შვილები... ყოველ შემთხვევაში, მე ამიტომ მინდოდა მათი წამოყვანა, სხვა კი თქვენი საქმეა - თუ მიგაჩნიათ, რომ გიღირთ მათთან ურთიერთობა, შეგიძლიათ პირადი ინიციატივების გამოჩენა. მეგობრობა ძაან პიროვნული საქმეა და ამას ვერავის დააძალებ, მაგრამ, მგონი, კარგი ხალხი გაიცანით გუშინ... ნურავინ ნუ მიწყენს, მაგრამ მათთან საუბრებში სამშობლოს სხვანაირად აღიქვამთ; პარტრიოტიზმზე სხვანაირად დაფიქრდებით. ამას ნურავინ მიიღებს შეურაცხყოფად - რენეგატი და სამშობლოს გამყიდველი არც მე ვარ, მაგრამ რაც ვთქვი, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. მათთან საუბრები შენს ისტორიაზე, შენს ქვეყანაზე სხვანაირად დაგაფიქრებს და უფრო მწარედ აღგაქმევინებს ყველაფერს.
ფერეიდნელებზე მოგვიანებით კიდე დავწერ, ახლა კი თავად ლაშქრობაზე. დაპირებისამებრ, დილის 8-ზე დავიწყეთ შეკრება სამთოსთან და საბოლოოდ ის ხალხი მოვგროვდით, რაც გოგამ აღნიშნა ზევით. ჩვენთან ერთად სამი მეგობარიც იყო მეზობელი ფორუმიდან - ახმეტელებიდან. ფერეიდნელებიდან
თავიდან მხოლოდ ნათია და ლექსო მოვიდნენ. აქვე გეტყვით, რომ ისინი ცოლ-ქმარნი არიან, ნათია კი ჩემი მოგვარეა. ნათიას ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ჩამოასახლეს საქართველოში, მაგრამ მერე ისევ უკან დაბრუნდნენ. ეს წყვილი რამდენიმე წელიწადია, თბილისში ცხოვრობს და მადლობა ღმერთს, მოახერხეს აქ დამკვიდრება. ნათიამ თეირანის უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა, მუშაობის პარალელურად, აქაც სწავლობს, ლექსო კი მხატვარია და სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.
ფერეიდნელებს სხვებსაც ველოდი. ჩემი მონაცემებით, მინიმუმ, სამნი კიდე უნდა წამოსულიყვნენ, თუმცა მე მეტს ველოდი. მაგრამ მეტნი კი არა, ისინიც არ ჩანდნენ, ვინც უნდა წამოსულიყო. ცოტა ხანში ერთ მათგანს - თორნიკეს დავურეკე, მაგრამ მომიბოდიშა, მიზეზთა გამო ვერ მოვდივართო... როგორც მოგვიანებით გაირკვა, წინა ღამით სახლის გასარები გატეხიათ და ის ღამე მეგობართან გაუთენებიათ, მაგრამ ახლაც დარწმუნებული ვარ, თორნიკეს მოერიდა წამოსვლა - უკვე საკმაოდ ახლოს ვიცნობ მათ და ვიცი, რა ხათრიანები არიან. ვფიქრობ, იმისი ერიდებოდა, ზედმეტად არ შევეწუხებინეთ, მაგრამ ჩემმა არგუმენტმა - ეს გასვლა თქვენს გასაცნობად ეწყობა-მეთქი, გაჭრა და ისიც შემპირდა, 15 წუთში მანდ ვიქნებითო. მთლად 15 წუთში არა, მაგრამ მაინც მოვიდა ზუსტად ის სამეული, ვინც ჯვარზე გვეხმარებოდა - თორნიკე, გელა და შოთა, ჩემი კიდევ ერთი მოგვარე.
მაგრამ მათ მოსვლამდე 9 საათიც ხდებოდა და რადგან მუხათგვერდის ავტობუსი უკვე გადიოდა, გადავწყვიტეთ, ძირითადი ჯგუფი მას გაჰყოლოდა, მე ფერეიდნელებს დაველოდებოდი და ერთად წავიდოდით. ჩემთან ერთად ახმეტელი სტუმრებიდან კიდევ ერთი დარჩა, მოგვიანებით კი ოფროუდზე მიმავალი ტომა შემოგვიერთდა. ამასობაში ფერეიდნელებიც მოვიდნენ და ტაქსებით სასწრაფოდ დავედევნეთ წინ წასულ ჯგუფს.
...ცხადია, ჭილის ტბაზე ასვლამდე ოფროუდერებთან შევჩერდით. აქვე მათი ტურნირიც უნდა შევაქო - ნამდვილად არ მეგონა, ასეთი მასშტაბური ღონისძიება თუ იქნებოდა. გამაოცა შეკრებილი მანქანებისა და საზოგადოების სიმრავლემ. ცხადია, ჩვენთვის უმთავრესი ჩვენი მამიდა მაო იყო, ქალი, რომელიც ირგვლივ ერთთავად სიხალისეს, ახალგაზრდულ სულს და სიცოცხლის ხალისს აფრქვევს. მისით ჩვენი სტუმრები - ფერეიდნელებიც და აქაურებიც ფრიად მოიხიბლნენ.
ოფროუდერებმა შეჯიბრების დაწყება ცოტა დააგვიანეს და მე სტუმრებისა მერიდებოდა, ტბაზე ასვლას რომ ვაგვიანებდით. თან, ქალებს ცოტა კიდეც შესცივდათ და პერიოდულად ვთავაზობდი, ვისაც ეს შეჯიბრება არ გიზიდავთ, წავიდეთ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველას - ქალებსაც, კაცებსაც, ფერეიდნელ თუ თბილისელ სტუმრებს ერთნაირად აინტერესებდათ. ამიტომ მაოს გამოსვლამდე დავრჩით. მთლიანობაში, კარავის ჯილამ კარგად იარა - შეჯიბრების მონაწილეთა შორის ერთადერთი ქალი საბოლოოდ მესამეზე გავიდა. შეიძლება Iთქვას, გუშინ მაოს ყველაზე ბევრი, ორგანიზებული და ერთგული ქომაგი ჰყავდა. როცა კარაველები მის საგულსემატკივროდ ტრასის ყველაზე მოხერხებულ ადგილას განლაგდნენ და ენერგიულადაც უქომაგეს, მე მათ სიახლოვეს ტრასის ურთულეს მონაკვეთზე, რომელიც რამდენიმე გუბურას, ერთ მოზრდილ ტბას, რამდენიმე ასახტომ-გადასახტომს და ასაბობღებელს მოიცავდა, მაყურებელთა ძირითად ჯგუფს შევერიე და თავად ვარ იმის მომსწრე, როგორი დადებითი ემოციებით შეხვდნენ ისინი ჯერ ქალის ასეთ გამბედაობას - ურთულეს საქმეში გასჯიბრებოდა მამაკაცებს, მერე კი - მის ფან-კლუბს, როგორც თავად უწოდეს
. ჰოდა, იმ ურთულეს მონაკვეთზე მაომ ერთადერთხელ წაიფორხილა პირველ, შედარებით მარტივ დაბრკოლებასთან, თორემ მერე მართლაც ბედაურივით აქროლა თავისი განთქმული ბედაური-მანქანა და საბოლოოდ მამაკაცთა უმრავლესობა ჩამოიტოვა.
რადგან დრო არ ითმენდა, მაოს გამოსვლის მერე გავემართეთ ჭილის ტბისკენ, სადაც ყოველგვარი თავგადასავლების გარეშე უპრობლემოდ ავედით. სამწუხაროდ, ამინდმა არ გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ მოღრუბლული იყო და ხედები კარგად არ ჩანდა. კავკასიონი საერთოდ ვერ დავინახეთ. კიდევ კარგი, არ უწვიმია და ლაშქრობა არ ჩაგვეშალა, თუმცა პერიოდულად საკმაოდ ცივი ქარი კი ქროდა.
სამწუხაროდ, დრო ცოტა გვრჩებოდა და შემოგარენის ბოლომდე დათვალიერება არ ესწრებოდა. ამიტომ საქმეები დავინაწილეთ - ნაწილი ძველ ნაკოცონარზე სასწრაფოდ შევუდექით სამწვადე კოცონის გაჩაღებას, გოგა მიმოფანტულ ნაგავს დაერია, გოგოებმა სუფრა გაააწყვეს, ცოტა მოგვიანებით კი +-ის ნაწილი შიო-მღვიმისა თუ სხვა გადასახედების დასათვალიერებლად წავიდა. მწვადის შეწვა ნათიამ რომ არავის დაგვანება, უკვე დაიწერა და ამაზე არაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, აღვნიშნავ, რომ ტბაზე ვიღაცებს კერიაც კი მოუწყვიათ თავის ოჯინჯალათი.
ესაა სპეციალური კაუჭიანი ჩამოსაკიდი საცეცხლურის თავზე ქვაბების დასაკიდებლად, რომელშიც საჭმელი კეთდება. ასეთი კომფორტი ან, თუ გნებავთ, საველე სამზარეულო ტბაზე ტურისტთა მომრავლების ნიშანია. იქაურობას გუშინაც გვარიანად ახმაურებდნენ მანქანები. ამ მომრავლების დასტურია ძაან პრიმიტიული ბორანი, რომლითაც ჩვენებიც გვარიანად გაერთნენ. მასზე ჯერ ვიღაცები ქეიფობდნენ და ქეთუნა4-მა დანახვისთანავე უწინასწარმეტყველა, ეგენი ვერ გამოვლენ მანდედანო და მართლა კინაღამ იქ ჩარჩნენ.
ა, ბორანით მერე ჩვენებიც გვარიანად გაერთნენ. ჯერ მონადირე შეხტა მარტო, რაზეც მისმა ერთმა +-მა "დალოცა", ჩარჩენილხარ მაქანე, რადგან არ იშლიო.
მონადირე მშვიდობიანად გამოვიდა და მერე ლამის ყველა ერთად შეხტა ზედ. ბორანმა ვერ გაუძლო ამდენ ხალხს და ხან ერთ მხარეს ყირავდებოდა, ხან - მეორეზე. ვინმეს ერთი ფეხიც გაედგა რომელიმე მხარეს, ისიც იქით აყირავდებოდა. მერე ვინმე საპირისპირო მხარეს გაიშვედრა ხელს და წონასწორობა აღდგებოდა, მაგრამ რამდენიმე წამით, ვინმეს მორიგ ოხუნჯობამდე.
ცხადია, მე ყველაზე მეტად ფერეიდნელები მადარდებდა - ეგ ხალხი რას გადაურჩა და ამ ტბას ნუ შევწირავთ-მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, გაჭრა ჩვენმა მხურვალე ქომაგობამ (რა მაგრები ვართ, არა?
) და მშვიდობიანად დაგვიბრუნდნენ. უმეტესობა გადმოხტა, მაგრამ რამდენიმემ ისევ მოინდომა უკან გასვლა და აქ გელამ გვაცინა გვარიანად - ფოტოაპარატი მე მომაწოდა და თვითონ ისევ იმ ჯაბახანაზე შეხტა... ბევრი ვეძახე, კაცო, ფოტოაპარატი კი არა, შენ დარჩი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა...
თუმცა მაინც მშვიდობიანად დაბრუნდნენ უკან. ამის შემდეგ სასწრაფოდ ავიბარგეთ და დავეშვით... სასაფლაოსკენ. ნუ, მიხვდებით, რისთვისაც - ავტობუსისთვის, რომელიც ადგილზე დაგვხვდა და მშვიდობიანად დაგვაბრუნა თბილისში.
დასასრულს, ახალი კარაველების და +-ების კარგი თანამოლაშქრეობაც უნდა აღვნიშნო... იმედია, ბევრი მათგანი კარაველიც გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი გამოთქვეს.