უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 11 თებ 2008, 00:35
ვახ, გაიხარეთ!
სამწუხაროდ დღეს არ მეცალა, თორემ აუცილებლად შემოგიერთდებოდით!
ძალიან საინტერესოდ დაიწყეთ, იმედია ფოტოებს კიდევ დადებთ. განსაკუთრებით მარნის ფოტოები მაინტერესებს

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 11 თებ 2008, 09:54
ალბათ გახსოვთ ერისთAვის მარანში ყურძნის წნეხის ხის დეტალი რომ გაჩვენეთ. ეს არის ისეთი წნეხის ნახატი. ალბათ მიხვდებით რაზეც გესაუბრებოდით

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 11 თებ 2008, 09:56
გიორგი მარნისთAვი

ეს მე ვარ

ვეღარ გავიგე კაცო ხან ქვევრიო ხან ქოცოო ხან გიორგი მარნისთავიო

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 11 თებ 2008, 10:12
korti
გაიხარე კორტი....კარგი რეპორტაჟია...
მადლობა ხალხო ლამაზი დღისთვის...
დიდი მადლობა იდეის ავტორს ბატონ ქვევრს....

-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 11 თებ 2008, 10:12
მშვენიერია!!!
ყოჩაღ თქვენა, მაგრებოოო
ველი ფოტოებს

მეაც გავთუშდ მეაც!
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 11 თებ 2008, 10:21
გიორგი ერისთავი უყვარდათ გლეხებს...
ვიდრე ბატონყმობა გადავარდებოდა,მანამდე გაანთავისუფლა გლეხები ყოველგვარი გადასახადებისგან, მიწებიც დაურიგა...დიდსულოვანი ადამიანი ყოფილა...არც ცხოვრებისგან ყოფილა განებივრებული....
1842 წელს გიორგი ერისთავი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში, გამოვიდა სამხედრო სამსახურიდან შტაბს კაპიტანის ჩინით და გორის სამაზრო მმართველობაში დაიწყო სამსახური.
1844 წელს ცოლად შეირთო იაგორ ალიხანოვის ქალი-ელისაბედი და დასახლდა სოფ. ხიდისთავში....
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 11 თებ 2008, 10:48
ეს სურათი გადაღებულია გემზე....

Last edited by
legenda on 11 თებ 2008, 10:49, edited 1 time in total.
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 11 თებ 2008, 10:51
ეს ქალბატონი გიდობას გვიწევდა გიორგი ერისთავის სახლში...

-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 11 თებ 2008, 10:52
ეს უძველესი სარკეა, უახლესი თაობით....

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 11 თებ 2008, 10:59
ერთი სურათ მომეწონა კი არადა მომხიბლა, ეს არის "მაჩაბლის დასი" მე ამ სურათის შესახებ გაგონილი მქონდა და როგორც ვიცი ერთადერთია

. სურათში აღწერილია ის მომენტი როდესაც ნოდარ მაჩაბელი თავისი მუსიკოსებით შედიან და იბრძვიან საბედისწერო კრწანისის ბრძოლაში. ნოდარ მაჩაბელი ამ ბრძოლის დრონ თურმე მღეროდა "შადიანს" მოკლედ ეს ბრძოლა ჩემთვის პირადა საოცრებაა. ამ ბრძოლაში სამასი არაგველი დაეცა და მე ვიტყოდი მათთან ერთად საქართველოც დაეცა .... მოკლედ იმის მერეა ფეხზე რომ ვეღარ წამოვდექით. ამას წინათ "ვიღაც პარლამენტარმა" თქვა, რომ როცა ტიტანიკს უყურებ, სადაც გემის ჩაძირვის დროს მუსიკოსები მაინც უკრავენო ცრემლები მომდისო. დარწმუნებული ვარ იმ რეგვენს ეს ნოდარ მაჩაბელი არც ეცოდინება ვინ იყო...
"დაუკარით და იმღერეთ შადიანი, ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი"...
Last edited by
qvevri on 28 თებ 2008, 21:34, edited 1 time in total.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 11 თებ 2008, 11:02
ღა თქმა უნდა არ ეცოდინება,
3 კადრი გადავიღე მაგ სურათის, 3 მივე უფოკუსოა.
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 11 თებ 2008, 11:09
საოცარი აურა ტრიალებს გიორგის ერისთავის სახლში....
თითქოს იმ ეპოქაში აღმოჩნდი....
სამწუხაროდ მინდა ავღნიშნო, რომ გიორგი ერისთავის შთამომავლობიდან მხოლოდ ერთი მანდილოსანი დარჩა, რომელიც თბილისში ბუდაპეშტის 5 ა-ში ცხოვრობს (მისამართი თუ არ მეშლება). უზომოდ გაჭირვებული, მარტოხელა ქალბატონი იმდენად გაჭირვებულია, რომ საკუთარი სახლიდან ყიდის ნივთებს სულის გასატანად. ეს ნივთები კი საკმაოდ საინეტესო კოლექცია ყოფილა,.. ჩვენმა გიდებმა მოინახულეს ეს ქალბატონი და სთხოვეს მუზეუმისთვის გადაეცა ნივთები, რაზეც უარი მიიღეს....
სამწუხაროა....